კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პიტერ დინკლეიჯი - მსოფლიო კინემატოგრაფის ნომერ პირველი ჯუჯა

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გახმაურებული ტელესერიალის, „სამეფო კარის თამაშების” თუნდაც ერთი სერია, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი ამერიკელი მსახიობი პიტერ დინკლეიჯი. ის ამჟამად ყველაზე ტირაჟირებულ და ცნობილ ჯუჯა მსახიობად ითვლება მსოფლიო კინემატოგრაფში.

* პიტერ დინკლეიჯი ნიუ-ჯერსის შტატში, მორისტაუნში დაიბადა 1969 წლის 11 ივნისს. პიტერის მშობლები – ორივე საშუალო სიმაღლის იყო: სკოლაში მუსიკის მასწავლებელი დედა და უმუშევარი, ყოფილი სადაზღვევო აგენტი მამა. პიტერი დაბადებიდან აქონდროპლაზიით არის დაავადებული, რამაც შეუშალა ხელი მის გაზრდას. მისი სიმაღლე 135 სანტიმეტრია. პიტერს ჰყავს ძმა ჯონათანი, რომელიც ნორმალური საშუალო სიმაღლისაა.

* პიტერის წინაპრები ამერიკაში ირლანდიიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან ჩავიდნენ. მის გვარში აქონდროპლაზია შთამომავლობით გადაიცემა. 

* პიტერი ნიუ-ჯერსიში იზრდებოდა. მისი მეზობელი გახლდათ მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინის მენეჯერი. პიტერის თქმით, ლეგენდარული მუსიკოსი ხშირად მოდიოდა მის მეზობელთან სტუმრად და გიტარაზე უკრავდა.

* პიტერ დინკლეიჯი ვეგეტარიანელია და იტაცებს ქვისგან ფიგურების გამოთლა.

* პიტერ დინკლეიჯის თქმით, ის სულაც არ განიცდის დისკომფორტს, როცა სექს-სიმბოლოს უწოდებენ. მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული „ფლეიბოის” მიერ ორგანიზებულ პიკანტურ ფოტოსესიაში შიშველ მოდელებთან ერთად. ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყვითელ პრესაში.

* პიტერ დინკლეიჯს აქვს იარა სახეზე, რომელიც წარბიდან კისრამდე მიჰყვება. ტრავმა მან ნიუ-იორკში სცენაზე გამოსვლისას მიიღო.

* 2005 წლიდან პიტერ დინკლეიჯი დაქორწინებულია თეატრალურ რეჟისორზე, ერიკა შმიდტზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს. მსახიობი ნიუ-იორკთან ახლოს ცხოვრობს, მას თავისუფალ დროს ბაღში საქმიანობა და ძველი სვიტრების ჩაცმა უყვარს.

* პიტერ დინკლეიჯი ერთადერთი მსახიობია ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან”, რომელიც პირადად რომანის ავტორმა, ჯორჯ მარტინმა აირჩია ტირიონ ლანისტერის როლზე. დანარჩენმა მსახიობებმა უკლებლივ ყველამ გაიარეს გასაუბრება, ხოლო ლენა ჰიდიმ სენსაის როლი პიტერ დინკლეიჯის რჩევით მიიღო. მსახიობები დიდი ხანია მეგობრობენ.

скачать dle 11.3