კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ვარსკვლავები ვერ ითამაშებენ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

 რამდენიმე დღეც და, სტარტს აიღებს წლის უმთავრესი საფეხბურთო მოვლენა – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება. მსოფლიოს 32 საუკეთესო ნაკრები გუნდი უკვე ყველა თავის სპორტულ ბაზებზე იმყოფება და მუნდიალის დაწყებისთვის ემზადება, ხოლო ისინი, ვინც მუნდიალზე ვერ მოხვდნენ, ტელევიზორებიდან შეიტყობენ ჩემპიონის ვინაობას. გთავაზობთ ფეხბურთის ვარსკვლავებს, რომელთა ნაკრებებმა ვერ მოახერხეს კვალიფიცირება მუნდიალზე.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

ზედიზედ მეორე მუნდიალი ზლატანის გარეშე ჩაივლის. თანამდეროვე ფეხბურთის უკაშკაშესმა ვარსკვლავმა ორ მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა – 2002 და 2006 წლებში, მაგრამ, მისი ვარსკვლავური კარიერის საუკეთესო წლებმა მუნდიალის გარეშე ჩაიარა. ზლატანი შვედეთის ნაკრების ლიდერია, თუმცა, მისი მონდომება არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ პორტუგალიის ნაკრების ბარიერი დაძლეულიყო. პსჟ-ის ვარსკვლავმა უკვე განაცხადა, რომ მისთვის ეს მუნდიალზე მოხვედრის ბოლო შანსი იყო.

გარეთ ბეილი (უელსი)

გარეთ ბეილი, მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელი და ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი შესაძლოა, რაიან გიგზის ბედის გამგრძელებელი აღმოჩნდეს. გიგზმა უელსის ნაკრების უნიათობის გამო ვერც ერთხელ ვერ ითამაშა მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებზე. უელსის ნაკრები არ განეკუთვნება ძლიერთა რიგებს, თუმცა, ახალი თაობის გათვალისწინებით, რომლის წარმომადგენლად, გარეთ ბეილთან ერთად, არსენალელი აარონ რემზი უნდა ჩავთვალოთ, დაარღვევს მომავალში არასასიამოვნო ტრადიციას.

არდა თურანი (თურქეთი)

თურქული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, თუმცა, 2002 წლის შემდეგ გუნდი ვერ ახერხებს მუნდიალზე მოხვედრას და თურქი ვარსკვლავებიც მოკლებულნი არიან მსოფლიო ჩემპიონატებს. ბოლო პერიოდის თურქი ვარსკვლავებიდან აღნიშვნის ღირსია მადრიდის „ატლეტიკოს” შემტევი არდა თურანი, რომელიც ნამვდილად დააკლდება ბრაზილიის სტადიონებს.

მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი)

2010 წლის მუნდიალზე მარეკ ჰამშიკმა, სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად, სენსაცია გამოაცხო და იტალია ქვეჯგუფში ჩატოვა. ამჯერად კი სლოვაკეთის ნაკრები დარჩა წაგებული – გუნდმა ვერ მოახერხა შესარჩევი ეტაპის გადალახვა და მარეკ ჰამშიკი  მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ფორუმის გარეშე დარჩა.

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, „დორტმუნდის” ლიდერი და სუპერკლუბების სამიზნეზე მყოფი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი, მუნდიალის გარეშე დარჩება 2014 წლის ზაფხულში. პოლონეთის ნაკრებმა ვერ მოახერხა შესარჩევი ეტაპის გადალახვა, მიუხედავად იმისა, რომ მის რიგებში არაერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ლევანდოვსკისთან ერთად, ფეხბურთის ქომაგებისთვის ბრაზილიაში არწასულთა სიაში იაკუბ ბლაშიკოვსკიც შეიძლება შევიყვანოთ.

პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)

ჩეხეთის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის” ქარიზმატული კარის დარაჯისთვის, სავარაუდოდ ეს ბოლო შანსი იყო, რომ ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩეხმა მხოლოდ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა 2006 წელს და მაშინ თავი ვერაფრით დაამახსოვრა გულშემატკივრებს. სამწუხაროა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერის კარიერა ბრაზილიის მუნდიალის გარეშე დასრულდება.

скачать dle 11.3