კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნეიმარი ქორწინდება

ნეიმარი ქორწინდება

ბრაზილიელი ვარსკვლავის – ნეიმარის მეგობარმა გოგომ, გაბრიელა ლენზიმ, „ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საქორწინო კაბაშია გამოწყობილი. ფოტოს გამოქვეყნებას უმალ მოჰყვა საუბრები, რომ ბრაზილიის მთავარი იმედი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნეიმარი, ქორწინდება. ესპანური მედიის ცნობით, გაბრიელამ, რომელიც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოდელია, უბრალოდ, მონაწილეობა მიიღო საქორწინო კაბების სარეკლამო ფოტოსესიაში, თუმცა, ბრაზილიური ბულვარული პრესის მტკიცებით, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ბარსელონას” ვარსკვლავი და გაბრიელა დაქორწინდებიან.

 

ხოსეპ გვარდიოლა დაქორწინდა

მიუნჰენის „ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ესპანელი ხოსეპ გვარდიოლა დაქორწინდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის რჩეული, კრისტინა სერა, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის მფლობელია. წყვილი 20 წელია, ერთად ცხოვრობს და 3 შვილს ზრდის, თუმცა, აქამდე მათ თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიუციათ. მიმდინარე სეზონში ხოსეპ გვარდიოლამ გერმანიის ჩემპიონატი და გერმანიის თასი მოიგო „ბაიერნთან” ერთად, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან – „რეალთან” დამარცხდა.

 

ყატარი – მსოფლიო

ჩემპიონატის გარეშე

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ – „ფიფამ,” გადაწყვიტა, ხელმეორედ გამოავლინოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. საქმე ისაა, რომ გაზეთმა „სანდი თაიმსმა” ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, „ფიფას” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბინ ჰამამმა 5 მილიონამდე დოლარი ქრთამად დაარიგა, რათა ყატარს ხმათა სასურველი რაოდენობა მიეღო. ცნობილია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ყატარს ოფიციალურად ჩამოერთმევა მუნდიალის მასპინძლობა, ავსტრალია მზად არის, უმასპინძლოს უდიდეს საფეხბურთო ფორუმს.

 

სერხიო რამოსის ახალი ტატუ

„რეალის” მცველმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირმა, სერხიო რამოსმა, ახალი ტატუ გაიკეთა – მარცხენა ფეხზე მან ჩემპიონთა ლიგის თასი დაიხატა. რამოსმა ფოტო „ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ მეორე ფეხზე მას 2010 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი აქვს გამოსახული. ამდენად, ფეხბურთის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ვარსკვლავი ახალი ტატუთი იწონებს თავს.

скачать dle 11.3