კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუკი არსებობს „დედის ლოცვა“, რატომ არ არის „მამის ლოცვა“? რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოს მამამ შვილებისთვის?

პასუხი: ამ ლოცვას „დედის ლოცვას“ უწოდებენ, თუმცა, ის არის მშობლის ლოცვა და, შეუძლიათ, წაიკითხონ დედამაც და მამამაც. წარმოთქვით ის ნებისმიერ დროს, როდესაც ამის სურვილი გექნებათ.

კითხვა: არის თუ არა განსხვავება ცოდვასა და ვნებას შორის?

პასუხი: ცოდვასა და ვნებას სხვადასხვა აზრი აქვს. ვნებებია – გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და სხვა. ცოდვაა ამ ვნებათა ზემოქმედება ჩვენზე, როდესაც ვინმე მათ აღასრულებს საქმით, ხორციელად იქმს იმას, რისკენაც მას ვნებები უბიძგებს. შეიძლება, ვნება გქონდეს, მაგრამ, მისი კარნახით არ იმოქმედო.

კითხვა: როდესაც მაბრაზებენ, თავშეუკავებელი ვხდები, შემდეგ კი ჩემს საქციელს ვნანობ. გთხოვთ, მირჩიოთ თავის დაოკების რაიმე საშუალება?

პასუხი: როდესაც გაბრაზდებით, ვიდრე სიტყვას იტყოდეთ ან რამეს ჩაიდენდეთ, გაჩერდით ხუთი წუთით და გულში წარმოთქვით „იესოს ლოცვა“.

კითხვა: საეკლესიო წიგნში ამოვიკითხე ტერმინი „კაცთმოთნეობა“. როგორი ადამიანია კაცთმოთნე?

პასუხი: კაცთმოთნე მრავლისმომცველი ტერმინია, მაგრამ, უპირველესად, ეს არის ადამიანი, ვინც თავს უქნევს და უსიტყვოდ ეთანხმება მოყვასის განკითხვასა და მასზე დაძრულ ცილისწამებათა ნიაღვარს. იყო ქრისტიანი, არ ნიშნავს, ყველას დაეთანხმო ჩხუბისა და აყალმაყალის თავიდან აცილების მოტივით. სათქმელი უნდა თქვა სიყვარულით, ზომიერად და სამართლიანად.

скачать dle 11.3