კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იკვებება დიმიტრი ტატიშვილი სწორად და რა „ავადმყოფობა” აღმოაჩინა მან საკუთარ თავში

კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობს, დიმიტრი ტატიშვილს წარდგენა არ სჭირდება. მას ყველა იცნობს, ის ყველას უყვარს. თუ რომელ სფეროში ისურვებდა ძალების მოსინჯვას, როგორ ისვენებს და რა „ავადმყოფობა“ აღმოაჩინა მან საკუთარ თავში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– ბატონო დიმიტრი, თქვენთან საუბარს  „TV 11-ის” სკეტჩებით დავიწყებ. 

– მე, აქამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და ძალიან მაინტერესებდა, როგორ გამომივიდოდა. სკეტჩებში ძირითადად „კავეენის,” წარმომადგენლები არიან ხოლმე დაკავებულნი და თურმე, შეიძლება, რომ მსახიობებიც იყვნენ. 

– გაქვთ საყვარელი სკეტჩი?

– ყველა საინტერესო და სახალისოა. საერთოდ, კარგი იუმორი აქვთ აქ. ძალიან კარგი ხალხია, მოწესრიგებული. ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი საქმე და გრაფიკი. „TV 11-ში” ყველაფერი ხდება თავის დროზე, რაც ცოტა უჩვეულოა ჩვენს რეალობაში. 

– სხვა პროექტში არ აპირებთ ძალების მოსინჯვას?

– პარალელურად, მიღებენ „ჩემი ცოლის დაქალებში”, პლუს ამას თეატრში მაქვს სპექტაკლები. ხანდახან, სამწუხაროდ, უკვე ძალიან იშვიათად, „რუსთავი 2-ში” ვახმოვანებ მხატვრულ ფილმებს. ამ ბოლო ხანებში ძალიან ცოტა ფილმს ყიდულობს ტელევიზია.

– ცოტა ფილმსო... არადა, მეჩვენება, რომ სიზმრებსაც თქვენი ხმით ვნახულობ.

– (იცინის) ეს, ალბათ იმიტომ, რომ 10-12 წლის წინ გახმოვანებულ მასალას, რაც არის დაგროვილი, იმას ატრიალებენ.

– რამდენი იქნება?

– ძალიან ბევრი... ვერც ვიტყვი, რამდენი ფილმი მაქვს გახმოვანებული. ორნულიანი ციფრი მაინც იქნება, შეიძლება, სამიანსაც მივაღწიე, რა ვიცი.

– მაყურებლები ხშირად გიზიარებენ ემოციებს?

– გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რადგან, მაღაზიაში, გნებავთ, ქუჩაში რომ მხვდებიან, კეთილად არიან ჩემ მიმართ განწყობილნი. ამაზე მეტი რა შეიძლება, ადამიანმა ისურვოს. ზოგი რაღაცა რეპლიკას მესვრის ხოლმე: „თქვენ გენაცვალეთ”. ხან მანქანას გავაჩერებ, მაღაზიაში შევდივარ და ვიღაც უკიდან მეძახის: ჩამეხუტება. არ ვამეტებ, მართლა ასეა. ძალიან დიდი სიამოვნებაა ეს.

– ადრე, ინსპექციასთან გამოადგებოდათ ხოლმე ასეთი სიყვარული. ახლა, პატრულთან როგორაა საქმე?

– საერთოდ, ძალიან წესიერი მძღოლი ვარ. არ ვარღვევ, მაგრამ „დეტექტივების” შემდეგ, ძალიან დიდი სიყვარულით განიმსჭვალნენ ჩემ მიმართ. ამას წინათ, შსს-ში მქონდა საქმე – პოლიციის დღე მოდის და ღონისძიება უნდა წავიყვანო ბათუმში. მივედი ხელშეკრულების გასაფორმებლად და ისე დამხვდნენ, როგორც თავისიანს, ოჯახის წევრს. სანამ საშვი გამომიწერეს, გამომკითხეს, როგორ ხარ, რას შვრებიო. ალბათ ყველაზე დიდი სიმდიდრე ეს არის მსახიობისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ასეა.

– როგორ ფიქრობთ, ის პროფესია აირჩიეთ, რომელიც უნდა აგერჩიათ, თუ უბრალოდ, გაამართლა შემთხვევითმა არჩევანმა?

– დღესდღეობით, მე მგონი, ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩემი მშობლები ამავე თეატრის მსახიობები იყვნენ და მეც აქ გავიზარდე, ამ კედლებში. სულ თეატრში ვიყავი. „თეატრის ბავშვები” ძალიან ხშირად მსახიობები ხდებიან. ასე რომ, ეს პროფესია შემთხევვით არ ამირჩევია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამიმართლა.

– მე, მგონი, თუ რაღაცა ფანტაზია და სურვილები აქვს მსახიობს, ყველაფერში მოსინჯეთ თავი.

– კიდევ დარჩა რაღაც-რაღაცეები (იცინის). საერთოდ, სიახლეები მიყვარს ცხოვრებაში. ნამდვილად არ ვარ მეტიჩარა და რაც ჩემი საქმე არაა, იმას არ გავაკეთებ. თუ რამეს მთავაზობენ, ჯერ დავფიქრდები, უნდა მივხვდე, რომ ეს ჩემი გასაკეთებელია. თუ ამას ვერ მივხვდი, მაშინ უარს ვამბობ. მე ყოველთვის ვარჩევ, ვაკეთო ის, რაც ვიცი, მესმის და მეხება. 

– გახმოვანება, თეატრში, ფილმში, სერიალში თამაში, სკეტჩში მონაწილეობა, გადაცემის წაყვანა… თქვენ ეს ყველაფერი შეძელით.

– მე, მგონი, არ ვაფუჭებ საქმეს. თუმცა, ჩემს შემოქმედებაზე (მაგარი შ-ასოთი – იცინის) მაღალი აზრის არ ვარ. მიმაჩნია, რომ ვარ ჩვეულებრივი მსახიობი, რომელიც ცდილობს, კარგად გააკეთოს თავისი საქმე და პასუხისმგებლობით ეკიდება თავის პროფესიას. „მაყურებელი” – ძალიან პატივსაცემი ადამიანებისგან შედგება. ეს კრებითი სიტყვა. ხალხი მოდის შენ სანახავად თეატრში, ან რთავს ტელევიზორს, რომ გიყუროს და შენ ყველაზე უფრო კარგი, რაც შეგიძლია იმ მომენტისთვის, ის უნდა აჩვენო მას. მაყურებელი ამას იმსახურებს და იმის მიღწევას, რომ კარგი და ხარისხიანი პროდუქტი აჩვენო სჭირდება ბევრი შრომა. ჩემი პროფესია არის ბევრი შრომა. გავრცელებულია აზრი: მსახიობობას რა ჯობია, სულ ტაშ-ფანდური გაქვთ, ღადაობთ და ხუმრობთო. ესეცაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვშრომობთ, ძირითადად, ვშრომობთ.

– გულის სიღრმეში, თქვენ რომელი ჟანრის მსახიობი ხართ?

– არ მიყვარს ამპლუის მორგება. მე, მოგნი,  ყველაფერი, ცოტა ხმამაღლა ნათქვამი გამოდის, მაგრამ...

– ხმადაბლა დავწერ. თქვენ თქვით.

– მთავარია, იყოს პროფესიონალების ჯგუფი და ტრაგედია იქნება ეს, დრამა, დეტექტივი, თუ კიდევ სხვა ჟანრი, მე ყველგან კარგად ვიგრძნობ თავს. ამპლუა არა მაქვს.

– რომელ როლს მოსინჯავდით?

– „ჰაუსიისნაირ” სერიალში ვითამაშებდი სიამოვნებით. ეგეთი დონის სერიალში. ამ ბოლო წლებში ძალიან აიწია ამერიკაში, ევროპაშიც სერიალების ხარისხმა. ადრე ვინც სერიალებში თამაშობდა, ისინი ფილმებში არ თამაშობდნენ – არ კადრულობდნენ, ასე ვთქვათ; ვინც სერიალებში იყო დაკავებული, იმას არ ეძახდნენ. ფილმებში. ახლა ასე აღარაა. ფილმების დონემ კი არ დაიწია, სერიალების დონემ აიწია.

– როგორ იქმნება სხვადასხვა ჟანრის საინტერესო სახეები?

– ჩემი აზრით, მსახიობისთვის მთავარია, მოახდინოს შინაგანი გარდასახვა. როცა ამას ნაწილობრივ მაინც აღწევ, გამოდის, რომ სხვადასხვა ჟანრის როლში შენც სხვადასხვანაირი ხარ. ამოტომ იქმნება სხვადასხვა სახე და არა იმიტომ, რომ ზოგან ულვაში დაიკარი და ზოგან წვერი მოუშვი. მთავარია, შინაგანი გარდასახვა მოხდეს. თუ ამას აღწევ, რაღაც მაგიური აქტი ხდება – გარეგნობაც გეცვლება, სხვანაირი ხდები, სხვანაირად მოძრაობს ხელები და სხეული მთლიანად, სხვანაირად დადიხარ. იმიტომაა საჭირო რეპეტიცია. ისე, საერთოდ, მსახიობი სულ ფორმაში უნდა იყოს, ფიზიკური აქტივობაა საჭირო, სწორად კვება.

– და თქვენ ახლა სწორად იკვებებით?

– როდესაც არ მაქვს საშუალება, რომ რამე ნორმალური შევჭამო, ვარჩევ, არ შევჭამო საერთოდ. ან მაგალითად, თუ ვიცი, რომ ხვალ სპექტაკლი მაქვს და დღეს დამპატიჟეს სადმე საქეიფოდ, უარს ვიტყვი. ასე ძალიან ხშირად მოვქცეულვარ. იმიტომ რომ, მეორე დღეს ვიქნები ნაბახუსევზე. შედეგად, ისე ვერ გავაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც მინდა. 

– მოდი, ახლა დასვენებაზე გადავიდეთ და თან, იმასაც შევიტყობთ, როგორი მოქეიფე და  „მობახუსე” ხართ. „Tv 11-ზე” რომ სადღეგრძელოებია, ისეთებს სვამთ?

– არა. ეგეთი ქეიფი არ მიყვარს. თუმცა, ვარჩევ, სუფრასთან ჯდომას, სადღეგრძელოებსაც ვამბობ, არა ვარ ისეთი თამადა, ლექსები ვათქმევინო, ან სხვას არ ვათქმევინო სიტყვა, მაგრამ თუ სუფრასთან რამდენიმე ადამიანია ისეთი, ვინც მღერის, სიამოვნებით ვმღერი მეც. მიყვარს, ქართულ სუფრას უხდება სიმღერა. ძალიან დიდი ჭიქებით, ვაზებით და ლამფის შუშებით არ ვსვამ. ზოგი სვამს და სიამოვნებს, არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ მე არ მსიამოვნებს. გართობა, ჩემს 2-3-4-5 მეგობართან, სახლში მირჩევნია, ვიდრე რესტორანში. ხმაურს ვერ ვიტან. რაც შეეხება დასვენებას, რამდენიმე წელია, საერთოდ არ დამისვენია. ერთი რამ უნდა ვთქვა, რუსულად „ტრუდაგოლიკი” რომ ჰქვია, მგონი, ეგ მჭირს. იმიტომ რომ, როდესაც ვმუშაობ, მაშინ ვარ კარგად. რამდენიმე წლის წინ ჩავაკითხე ცოლ-შვილს ზღვაზე. 5 დღე მქონდა თავისუფალი. ერთი დღე ვიყავი, – მეორე დღე, მესამე დღეს უკვე დამეწყო განცდა, რომ დროს ვაცდენ. ჭამა, ზღვა, ძილი, ჭამა ზღვა ძილი... ტყუილად ვარ, არსად მივდივარ, არაფერს ვაკეთებ და ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, კინაღამ გადავირიე. ძალიან მომბეზრდა ეს და მესამე დღეს ვთქვი: ხვალ წავიდეთ სახლში-მეთქი.

– ადრე წამოიყვანეთ?

– წვიმა დამეხმარა (იცინის). 2 დღე კარგია დასვენება, მესამე დღეს მეწყება განცდა, რომ ოქროს დროს ვხარჯავ.

– რომელი ასაკიდან მოვიდა ეს განცდა?

– კარგა ხანია, ოცდაათს რომ გადავაბიჯე მას შემდეგ. უკვე 47-ის გავხდები. 

 

скачать dle 11.3