კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (50)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ინტიმური საუბრები

აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე

25 წლის ისე გავხდი, ეჭვიც არასდროს შემპარვია, რომ იმ ადამიანების ღვიძლი შვილი ვიყავი, ვინც მზრდიდა და თან მყვებოდა. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, სტუდენტობა – კიდევ უფრო ლამაზი და უზრუნველი, რადგან მშობლები არაფერს მაკლებდნენ, ძალიან ლაღად მზრდიდნენ. მაგრამ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ჩემს ბედნიერებასაც მაშინ მოეღო ბოლო, როცა დედაჩემს თავის თანამშრომელ ქალთან მოუვიდა უსიამოვნება რაღაც სამსახურებრივ საკითხზე. ის ჯერ თავიანთ უფროსთან შევარდა და დედაჩემს რაღაც სისულელეები დააბრალა. მაგრამ, უფროსმა არ დაუჯერა, უფრო მეტიც, დედა დაიცვა და იმ ქალს უთხრა, შენისთანა უვიცი ცილისმწამებელი ჩემს ორგანიზაციაში არ მჭირდება, ამიტომ, დღესვე დაწერე განცხადება საკუთარი სურვილით წასვლაზე, თორემ, ბრძანებით გაგათავისუფლებო. მიზანს რომ ვერ მიაღწია, ქალბატონმა ლიდამ გადაწყვიტა, სხვანაირად ეძია შური – მეორე დღესვე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მასა და დედას შორის რაღაც მოხდა და სახლში არაფერი მითქვამს, ისე წავედი მასთან შესახვედრად. მაგრამ, იმან, რაც ლიდამ მითხრა, მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ მე აყვანილი შვილი ვიყავი, თანაც, ბებიას გავუშვილებივარ, ჩემი ბიოლოგიური მამის დედას. მას არ უნდოდა, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა, 16 წლის ბავშვი, მის ვაჟიშვილს შეერთო ცოლად, რადგან დედაჩემი ღარიბი ოჯახიდან იყო და მის უსაქმურ, ტუტუც და გარყვნილ შვილს „არ შეეფერებოდა“. ამიტომ, როცა დედამ საკეისროთი გამაჩინა, სანამ ნარკოზიდან გამოვიდოდა, გინეკოლოგის დახმარებით, ბებიაჩემმა ჩემი თავი დედაჩემს მოჰპარა და ჩუმად გამაშვილა, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა აიღო. დედას კი უთხრეს, ბავშვი მოკვდაო. მერე ისიც მოახერხა, რომ თავის შვილს ვიღაც სხვა შერთო, დედაჩემი კი უპატრონოდ მიატოვეს, რის შემდეგაც მას ფსიქიკა შეერყა და კლინიკაში დააწვინეს.

რატომღაც, ეჭვი არ შემპარვია ლიდას სიტყვების სიმართლეში. სახლში მისვლისთანავე ჩემს გამზრდელ დედას ვუამბე ყველაფერი და კატეგორიულად მოვთხოვე, არაფერი დაემალა. მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ, დედა გამომიტყდა, რომ ყველაფერი სიმართლე იყო. ლიდამ კი იმიტომ იცოდა ეს ისტორია ასე დაწვრილებით, რომ მან მიიყვანა ჩემი გამზრდელები ჩემს ბიოლოგიურ ბებიასთან. ანუ, მისი წყალობით გავხდი ამათი შვილი. დედამ ისიც მითხრა, რომ ლიდამ მაშინვე ორივე მხარისგან აიღო კარგა მოზრდილი თანხა. დიდხანს ვეხვეწე დედას, გაემხილა ბებიაჩემის ვინაობა, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა. ამიტომ, თვითონ მივედი ლიდასთან და, ანაზღაურების სანაცვლოდ, ვთხოვე, იმ ქალთან მივეყვანე, ვინც გამაშვილა. თავიდან არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ გასამრჯელო რომ მოვუმატე, სიხარბემ სძლია. მეორე დღესვე წამიყვანა მოხუცთა თავშესაფარში და გამაცნო ხნიერი ქალი, რომელიც ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა. რომ გაიგო, ვინც ვიყავი, სახე შეეშალა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო. როცა დამშვიდდა, მიამბო, რომ რძალმა და შვილმა ყველაფერი წაართვეს, თავშესაფარში მოიყვანეს და მას შემდეგ აღარც გამოჩენილან. როგორც მერე გავიგე, ბებიაჩემი თავის დროზე ძალიან ცნობილი და გავლენიანი ქალი ყოფილა რაიონში, რადგანაც თვითონაც და მის ქმარსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ. ახლა კი უკანასკნელი მათხოვარივით იყო ჩაცმული და უცხო ადამიანები სამადლოდ აწვდიდნენ ლუკმას. ძალიან მაინტერესებდა დედაჩემის ამბავი, იმედს არ ვკარგავდი, რომ ვნახავდი და მივხედავდი. მაგრამ, ეგრეთ წოდებულმა ბებიამ მითხრა, დედაშენი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა ფსიქიატრიულ კლინიკაში და მის წინაშე ჩადენილმა ცოდვამ ჩამაგდო ასეთ დღეშიო.

თავშესაფრის ექიმმა რომ გაიგო ჩემი ვინაობა, დირექტორს შეატყობინა. მან კი კაბინეტში შემიყვანა და მითხრა, რომ ბებიაჩემს სიმსივნე აქვს, დიდი დღე აღარ უწერია და, კარგი იქნება, თუ სახლში წაიყვან და სიცოცხლის ბოლო დღეებს მოვლითა და მზრუნველობით შეუმსუბუქებო.

იქიდან ძალიან აღელვებული წამოვედი. დირექტორს არაფერს შევპირებივარ, მაგრამ საშინელი შინაგანი ბრძოლები დამეწყო: ერთი მხრივ, ბებიაჩემი მეცოდება, როგორც ადამიანი, მაგრამ, ვინ გამამტყუნებს, რომ სახლში არ წავიყვანო?! ან, რა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ვინც გამზარდა?!

ისეთ დღეში ვარ, მტერსაც კი არ ვუსურვებ. ღმერთს ვევედრები, რომ გამაძლიეროს და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინოს.

ნათია, 25 წლის.

скачать dle 11.3