კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ აღმოჩნდა მაია ნიკოლეიშვილის ბავშვობის მეგობრის გული მისი მიკროსკოპის ქვეშ და რა შოუ მოუწო მას სააკაშვილის ხალხმა

ჩვენი რესპოდენტი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილია, რომელიც ექსკლუზიურად მოგიყვებათ ძალიან საინტერესო ამბებს თავის საქმიანობასა და ცნობილ პიროვნებებზე. 

 

– ქალბატონო მაია, ვიცი, ძალიან ცუდ პერიოდს გახსენებთ, მაგრამ თუ საზოგადოებას მაია ნიკოლეიშვილის ინტერვიუს ვთავაზობთ, მაშინ ამ ინტერვიუში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები 2006 წლის 6 სექტემბერიც. მოდი, საუბარი აქედან დავიწყოთ. იმ დროისთვის თქვენ იყავით იგორ გიორგაძის პარტია „სამართლიანობასთან” ალიანსში მყოფი მოძრაობა „ანტისოროსის” თავმჯდომარე. სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვენ და 12 პირს, მათ შორის გიორგაძის ნათესავს – მაია თოფურიას, ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში წაგიყენათ. მალე, 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ, თავისუფლდებით. დანარჩენი პირები კი ციხეში რჩებიან. აქვე აღვნიშნავ, რომ იმ დროს ერთ-ერთი ბრალდებული კოკა კვინიკაძე  პრესაში აცხადებს, რომ ეს თორმეტი კაცი თქვენი ჩვენების საფუძველზე მოხვდნენ ციხეში. თავად კი, თქვენმა პროკურორმა მეუღლემ გისხნათ. რა მოხდა რეალურად და რა კვალი დატოვა ამან თქვენს ცხოვრებაში? 

– იძულებული ვიყავი, წამეკითხა ის, რაც მომიტანეს. მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სიმართლესთან, ანუ ეს იყო ზეწოლით მიცემული აღიარებითი ჩვენება. 2012 წელს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვე სისხლის სამართლის საქმის გადახედვა, რომლის მიხედვითაც მე და სხვა 12-მა პირმა თითქოსდა ჩავიდინეთ დანაშაული – სახელმწიფოს ღალატი ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების გზით. ეს იყო ყველაზე საშინელი პერიოდი ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაში. სამი დღე ვიყავი დაკავებული. ის სამი დღე ხდებოდა პიროვნების დაშლა, ყველა შესწავლილი ჰყავდათ, იცოდნენ, ვისთან როგორი მოპყრობა შეიძლებოდა. ფიზიკური ზემოქმედება, ძირითადად, მამაკაცებთან იყო. მებრძოლების ღირსება ფიზიკური ძალადობით ინგრეოდა და ჩემი – სხვანაირად. მთელი ცხოვრება ვამბობ: ჩემი დასკვნები მართალია, მილიონი რომ დამიდო, ტყუილ დასკვნას არ დავწერ. ეს იყო ჩემი სიამაყე, ჩემი პიროვნების ნაწილი და ამ დროს მოაქვთ ფურცელი, რომელზეც რაღაც აბსურდი წერია და მე ეს უნდა ვაღიარო. ჩემი მოკვლა აღარ იყო საჭირო. მე ჩემით ვკვდებოდი, დავდიოდი და ვამბობდი: ამის შემდეგ როგორ ვიცხოვრო ამქვეყნად. იქიდან გამოსულს  ერთი წელი, ადამიანებთან კონტაქტი არ მქონდა, მეგობრების ნახვა არ შემეძლო. ყველაზე კარგი და კომფორტული ჩემთვის იყო – შევიდოდი აბაზანა-ტუალეტში, კარს ჩავკეტავდი, წყალს მოვუშვებდი, შუქს ჩავაქრობდი და აბაზანაში ვიწექი. ქუჩაში არ გავდიოდი, ქალაქი ჩემთვის იყო აბსოლუტურად უცხო და მტრული. რომ დაღამდებოდა, მანქანას მოაყენებდნენ და მხოლოდ მაშინ შემეძლო ცოტა ხნით გავლა. ბევრს ვკითხულობდი და მეუფე სერაფიმთან ვურთიერთობდი. ჩემი სიკვდილი შეაჩერა მეუფე სერაფიმმა. აღსარება ვუთხარი და შემდეგ ვეზიარე. დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა. ერთწლიანი კურსი გავიარე. ვხვდებოდი, რომ ეს საჭიროა გადარჩენისთვის, მერე თვითონ შევძელი ფსიქოლოგთან მევლო. 

– როგორ მოხდა თქვენი აყვანა და კონკრეტულად რა ეწერა დასკვნაში?

– მშობლების აგარაკზე ვიყავი. დილის ხუთ საათზე, სიბნელეში, მოვიდნენ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანები (მე და ბავშვს ერთ საწოლში გვეძინა). ვიღვიძებ და ვხედავ, თავზე ნიღბიანები მადგანან, ავტომატი აქვთ მოშვერილი და ეს ავტომატი ანათებს. ბუნებრივია, ყაჩაღები მეგონა. ერთი, რაც ვთქვი – ბავშვი არ შემიშინოთ-მეთქი. რომ თქვეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ვართო, ცოტა ამოვისუნთქე. თურმე, ყაჩაღები არ ყოფილან და არ დაგვხოცავენ-მეთქი. ჯერ ერთი, რაში სჭირდებოდა ჩემს აყვანას ოცდაათი კაცი, გამქცევი ვიყავი, ცეცხლს გავხსნიდი, თუ რას მოვიმოქმედებდი? ერთი კი, გულწრფელად ვუთხარი მადლობა, რომ ჩხრეკის დროს, არაფერი ჩამიდეს. მეუბნებიან, რომ ბრალი მედება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. საბრალდებო დასკვნაში ისეთი რაღაცეები ეწერა... თურმე სამასი შეიარაღებული კაცი უნდა მომეგროვებინა, ბურჯანაძე უნდა მოგვეკლა. თუმცა, არ ვიცი, რას ვერჩოდით ამ ბურჯანაძეს. შემდეგ, ოქრუაშვილი, სააკაშვილი უნდა ჩამოგვეგდო... 2006 წლის 6 სექტემბერს ყოფილ ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკში, მოდულის შენობასთან ახლოს, არანორმალური შოუ მოაწყვეს: კასკიანი, ავტომატიანი ადამიანები იდგნენ, რიგრიგობით შევყავდით, გარშემო უამრავი ხალხი, ტელეკამერები ტრიალებდა. ვერ ვხდებოდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს, ვერტმფრენები დაფრინავდნენ. პრაქტიკულად, ეს იყო სერიოზული ზეწოლა ჩემს ოჯახზე. 

– ალბათ, ბევრ კითხვას უსვამდით საკუთარ თავს – რა უნდოდათ თქვენგან სინამდვილეში, რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი? 

– ჟვანიას საქმეს უკავშირდებოდა, რად უნდა ამას ლაპარაკი. სამწუხაროდ, დიდი შეცდომა დავუშვი, რომ პოლიტიკაში წავედი. ეს არ უნდა გამეკეთებინა და მე ამას დღემდე უპატიებელ შეცდომად მივიჩნევ. არ მქონდა ამის გამოცდილება, მაგრამ ჩემი სურვილი არ იყო, ეს თავისთავად მოხდა. მოვლენები დაერთო ერთმანეთს. ალბათ, უნდა გამეაზრებინა. 

– უკაცრავად, ჟვანიას საქმეს უკავშირდებაო, ამწუთას მითხარით...

იმ დღესვე გამოვეხმაურე ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვითომ ეს იყო CO-თი მოწამვლა. დილის რვა საათზე ამ დასკვნის დადება, იყო უკანონობა ანუ, პირადპირი დაკვეთა ერთი მარტივი მიზეზით – ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებული ვერ იქნებოდა და გამორიცხული იყო, მერაბიშვილს ასე, უაპელაციოდ ეთქვა რა იყო სიკვდილის მიზეზი. ძალიან კარგად ვიცი, რომ რესპუბლიკურის სასექციოში არ არის ის აპარატი, რომელმაც შეიძლება CO დაადგინოს. ჯერ კიდევ გაკვეთა არ იყო დამთავრებული, ექსპერტები აცხადებენ, რომ კონცენტრაცია CO-სი ოცი პროცენტიაო. იმ საღამოს ვთქვი, CO-ს კონცეტრაცია არ არის სწორი – უნდა იყოს სამოცი და მეტი. მეორე დღეს ოფიციალური ექსპერტიზის შედეგები შეცვალეს და გამოაცხადეს, რომ უსუპოვისა და ჟვანიას სისხლში CO სამოცი და მეტი პროცენტია. ანუ, მათი ძირითადი ვერსია იმდღესვე ეჭვქვეშ დადგა.  ოჯახმა არ მომმართა – რომ მოემართა, ვიტყოდი იმას, რასაც ვნახავდი და დარწმუნებული ვარ, დღეს მე თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ალბათ, უფალმა დამიფარა. შემთხვევითი სულაც არ არის ლევან სამხარაულის სიკვდილი, იმიტომ რომ, ეს ბიჭი ვახო კომახიძის ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოკლეს. 

– ამის შემდეგ, ალბათ, სხვა პრობლემებიც შეგექმნათ, თუნდაც სამსახურთან დაკავშირებით.

– ორი წელი ვიარე პრობაციაში. კვირაში ერთხელ მივდიოდი, ხელს ვაწერდი და მოვდიოდი. აქ, ჩვენთან უბანში, ერთი კრიმინალური ავტორიტეტია და იცინოდა: მე თვეში ერთხელ ვაწერ ხელს და მაია ჩემზე საშიშია, კვირაში ერთხელ დადისო. ექვსი წელი არ მიმუშავია. ერთადერთი სარგებელი, რაც ვნახე ნაციონალური ხელისუფლებისგან, ეს იყო მერიის უფასო ინგლისურის კურსები. ცოტა ვიგრძენი, რომ ესე იგი ამ ქვეყანაში კიდევ რაღაც ვარ, რაღაცის უფლება მაქვს. ოღონდ, ორჯერ გავიარე კონკურსი, როგორც წესი, ერთხელ გადიან. რამდენჯერმე ვცადე კერძო სტრუქტურებში სამსახური, რომ მარტო წიგნების კითხვაში არ ვყოფილიყავი. თუ გქონდა ეს დამღა, როგორც ებრაელებს საკონცეტრაციო ბანაკში, მერე სულ ასე დადიოდი. ვამბობდი, ოღონდ სამუშაო მქონდეს და არასოდეს ვიტყვი – დავიღალე-მეთქი. ახლა უამრავი სამუშაოა და რომ წავიწუწუნებ, მახსენდება პირობა, რომელიც ჩემს თავს მივეცი. თბილისში დავამთავრე ინსტიტუტი, ხუთი წელი ლენინგრადში ვიმუშავე. იქ შევისწავლე სასამართლო მედიცინა, შემდეგ დავბრუნდი და ვმუშაობდი სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ჩაჩუა და გეჯაძე იყვნენ მოადგილეეები. იმდენად განსხვავებული იყო რუსული და ქართული ექსპერტიზა, რომ მართალი გითხრათ, ჩემთვის დამოუკიდებელი ექსპერტობა უფრო მისაღები იყო, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა. მერე კიდევ ერთხელ მომიწია სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა სააკაშვილის დანიშვნით, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. დაწერილ ბრძანებაზე მივედი სამუშაოდ. ეს იყო იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის დირექტორობა, ყველანაირი ექსპერტიზა შედიოდა – კრიმინალისტიკური, ბალისტიკური... შემდეგ ისევ დამოუკიდებელ ექსპერტიზაში წავედი. 

– როგორ გახდით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი? 

– ძალიან მინდოდა ქირურგობა, მაგრამ მაშინ ვიღაც უნდა ჩარეულიყო. მახსოვს, მინისტრის მოადგილესთან შევედი და ვუთხარი, არ შემიძლია, თერაპევტი ვიყო, რაღაც არანორმალურად მინდა ქირურგობა-მეთქი. რომ არ გაგანაწილოთ ქირურგიაში, თავს მოიკლავო? არა, თავს არ მოვიკლავ-მეთქი და წამოვედი. იმ ადამიანმა ვერ გაიგო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის. მერე ლენინგრადში წავედი. მაშინაც რთული პერიოდი იყო. პირველი ოჯახი დამენგრა, შვილი მყავდა. მინდოდა, გავშორებოდი აქაურობას, ოღონდ მაშინ მქონდა საშუალება, სადმე წავსულიყავი და ცხოვრება თავიდან დამეწყო. უკვე მერამდენედ ვიწყებ ცხოვრებას თავიდან, მაგრამ ეს ბოლო მაინც საშინელი იყო. მერე აღარ მოვინდომე ქირურგობა. იქაც რთულია ექსპერტიზაში მოხვედრა, მავნე, მაგრამ საკმაოდ პრესტიჟულ პროფესიად ითვლება. ცოტა ხანს ვმუშაობდი სასწრაფოზე. რამდენიმე შემთხვევა იყო, ვიღაც რომ დაიღუპებოდა და მორგში ხვდებოდა გადაყვანა და ასე აღმოვჩნდი ექსპერტიზაში. 

– და შიში? 

– მე ჩემი ფილოსოფია მაქვს სიკვდილ-სიცოცხლეზე. ეგზისცენტრიალური თემები ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც ქირურგიაში ადამიანის შინაგან ორგანოებს ნახულობ, ამას უკვე ეჩვევი და აღარ იღებ იმ გარდაცვლილს, როგორც გარდაცვლილს. ის არის ჩვეულებრივი პაციენტი, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ცოცხალს შეუძლია თქვას, რა აწუხებს. წარმოიდგინეთ, რაც მუშაობის სტაჟმა იმატა ჩემს სპეციალობაში, ჩემმა რწმენამაც იმატა! სულის უკვდავების რწმენამდე მივედი ჩემი სპეციალობით და არა ეკლესიით. სული არსებობს და ამაში ეჭვი აღარ მეპარება. 

– წეღან საუბარში თქვით, ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ტყუილი დასკვნა არასდროს დამიწერიაო. აქა-იქ ყოველთვის ლაპარაკობდნენ თქვენზე რაღაცას. თქვენამდე არასდროს მოსულა ეს ჭორი? 

– შეიძლება, დამკვეთს სხვა რამ აინტერესებდეს, მაგრამ ვეუბნები: მე შენ ზღაპრებში ვერ გამოგყვები, რისი დასაბუთებაც შემიძლია, იმას დავასაბუთებ. მაგრამ, მე იმისთვის არ ვარ აქ, შენი სურვილი დავაკმაყოფილო. ეს პასუხი ან ასეთი იქნება ან ისეთი. შემიძლია, არ ჩავატარო ექსპერტიზა, მაგრამ დავწერო ის, რაც არ არის, არ შემიძლია. ერთი ექსპერტიზა იყო, სამედიცინო ექსპერტიზას არ ეხებოდა ოღონდ, პირდაპირ ამბობდნენ: აი, თანხა, რომლიდანაც ვიწყებთ ლაპარაკს. ძალიან დიდი უსიამოვნება შემემთხვა იმ საქმეზე. იქ დაიწერა ის, რაც იყო რეალურად. მინისტრის დონეზე იყო გარჩევა: კაი, ფული არა, მაგრამ როგორ არ გავაკეთე ეს საქმე... უკაცარავად, თანხას რომ ასახელებთ არ კითხულობთ ეს იყიდება თუ არა, ჯერ იკითხეთ და მერე დაასახელეთ-მეთქი. რაც დასახელდა, ძალიან დიდი თანხა იყო იმ დროს. ვის არ სჭირდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბედნიერი ვიყავი. ეს არც მკვლელობა იყო და არც სხვა მძიმე დანაშაული. ერთი პიროვნების ქონების მითვისება და ხელმოწერის გაყალბება იყო, თორემ სამედიცინო ექსპერტიზაში ფული არასოდეს არავის შემოუბედია. მე არ ვაკეთებდი ამ ექსპერტიზას, ის დაწესებულება აკეთებდა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. მოვიდა ის ადამიანი ჩემთან, ვისაც გაუყალბეს და რას მეუბნება იცით? ჩემი კაცობა იმაზე ჰკიდია, თქვენ სიმართლეს დაწერთ თუ არაო.

– თქვენს ხელში გაიარა გიორგი სანაიას და კიდევ სხვა ცნობილი გარდაცვლილი ადამიანების ისტორიამ. არანორმალურად მაინტერესებს ის, რაც იცის ექსპერტმა და სხვამ არავინ. 

– გიორგი სანაიას რაც შეეხება, ხელზე დამწვრობა იყო. ძალიან მაფიქრებს დღემდე, ეს რა იყო. კი, მკვლელობა მოხდა, ყველაფერი დამთავრდა, გამოიძიეს, მაგრამ ხელის მტევანზე რა დამწვრობა იყო, ვერ მივხვდი. ამოვიღე კანის პრეპარატი, გავახმაურე, ვილაპარაკე ამის შესახებ, რომ ეს იყო ახალი, სიკვდილამდე მოკლე დროში მომხდარი. მერე ჩემი ხელით წავიღე ამერიკაში, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ჩაიბარეს და სულ კარგად იყავით... ახლა რომ მივიძიოთ, აღარც იარსებებს, ალბათ. მე კი დავწერე დასკვნაში, რომ ეს იყო თერმული ზემოქმედებით, მაგრამ მაინც კითხვის ნიშნად რჩება. 

– გაიხსენეთ შემთხვევა, რომელიც თქვენს მეხსიერებას ისევე ცუდად შემორჩა, როგორც დაჭერის ფაქტი.

– იყო ასეთი უსიამოვნო შემთხვევა. დილით, ჩვეულებრივ, სამსახურში მივედი. თათბირი გვქონდა, განაწილდა, ვინ რა შემთხვევა უნდა გამოკვლიოს. ამ დროს ერთ-ერთი ექსპერტი რაღაცას ლაპარაკობს – ის გოგო ექიმი იყოო... დავინტერესდი, შევედი, დავხედე: სახეზე უამრავი დაზიანება ჰქონდა, მუცელი ბასრი იარაღით იყო გაფატრული, მოკლედ, საშინელი მკვლელობა იყო. შევედი კაბინეტში, წავიკითხე ისტორია. სახელი და გვარი რომ წავიკითხე, ცუდად გვახდი. ეს იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი. რომ შევხედე, ვერ ვიცანი, იმდენად შეცვლილიყო. ბუნებრივია, ვთქვი, ამას ხელს ვერ დავაკარებ-მეთქი. საერთოდ, ექსპერტები ახლობელზე არასოდეს ვმუშაობთ. სხვა ექსპერტმა გამოიკვლია. გავიდა დრო. შემოვიდა პრეპარატები, დავიწყე აღწერილობა და ამ დროს ვხედავ, იგივეა. მიკროსკოპის ქვეშ მიდევს მისი გული და ვფიქრობ, მაინც ვერ ავცდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას ველაპარაკებოდი:  რატომ უნდა მომხდარიყო ასე, რომ შენს გულში ჩამეხედა-მეთქი. 

 

скачать dle 11.3