კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას იხდის ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოველწლიურად იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და იმავდროულად, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 1967 წელსაა დაბადებული. 1992 წელს ჩააბარა ან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი მედიცინაში; 1995 წელს – ჩააბარა ან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამჯერად მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში; 1998 წელს ჩააბარა ან დაამთავრა ილინოისის უნივერსიტეტი და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში (ან, რადგან მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში რთული დასადგენია, ჩააბარა თუ დაამთავრა). გიორგი კვირიკაშვილის შრომითი ბიოგრაფია 1993 წელს იწყება „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცრად. 1996 წლისთვის კი ის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილეა. 1996-1997 წლებში Trade Invest Bank - გენერალური დირქტორის მოადგილე იყო. 1998 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორად და აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილედაც იმუშავა. 1999 წელს სახელმწიფო კანცელარიაში გადავიდა ფისკალური, მონეტარული და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა. 2004 წელს ამჟამინდელი „ტაოპრივატბანკის“ აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტად დაიწყო მუშაობა (2006 წლამდე), 2006 წლის თებერვალში „ქართუ ბანკში“ გადავიდა და იქ 2011 წლამდე გენერალურ დირექტორად იმუშავა. 2012 წლის მარტ-ოქტომბერში ამერიკული საკონსულტაციო ფირმა „Lenzie Fisher Hendry LLC” - საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტი იყო; 2012 წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა, 2013 წლის 26 ივლისიდან კი ვიცე-პრემიერობაც შეითავსა.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კანცელარიის თანამშრომელმა.  ოჯახის წევრებად მიუთითა 1967 წელს დაბადებული მეუღლე მაია ცინაძე და სამი შვილი: 1991 წელს დაბადებული ანა, 1994 წელს დაბადებული ნინო და 1996 წელს დაბადებული ჯემალი. იმხანად ოჯახის ერთადერთ უძრავ ქონებას შეადგენდა 44 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნოდა. სულ 1998 წლის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილის სახელფასო შემოსავალმა 2 000 ლარი შეადგინა. ასევე, მიიღო ედმუნდ მასკის სტიპენდია 11 400 აშშ დოლარის ოდენობით. 2000 წელს დეკლარაცია პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ამავე დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მის წლიურ შემოსავალს 1999 წელს 2 710 ლარი შეუდგენია. 2001 წლის დეკლარაციაში მისი შემოსავლები მითითებული არ არის. გიორგი კვირიკაშვილმა 2002 წელსაც, როგორც პარლამენტის წევრმა, ისე შეავსო დეკლარაცია. მისი ქონება და ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია, თუმცა, როგორც პარლამენტის წევრს, 2001 წელს 7 980 ლარი აუღია, ხოლო, როგორც ლექტორს – 125 ლარი. 2002 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა, 9 000 ლარი აიღო, როგორც ლექტორმა, ისევ – 125. 2003 წელს მისი, როგორც პარლამენტარის, ხელფასი იგივე დარჩა, თუმცა, როგორც ლექტორმა, ამჯერად 250 ლარი აიღო. 2005 წელს გიორგი კვირიკაშვილი დეკლარაციას ავსებს, როგორც ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, თუმცა დეკლარაციის იმ ფორმაში წინა წლის შემოსავლები მითითებული არ არის. 

2012 წელს გიორგი კვირიკაშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც ეკონომიკის მინისტრმა. ოჯახში წელს მატება ჰქონიათ – 2007 წელს მეოთხე შვილი ნიკოლოზი შესძენიათ. მათი უძრავი ქონება კი შემდგნაირია: გიორგი კვირიკაშვილის საკუთრებაა ზოვრეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი (190 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (432 კვ. მ.); საცხოვრებელი სახლი (250 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (3 450 კვ. მ.) ქვიშხეთში, საცხოვრებელი ბინა თბილისში, სამგორის რაიონში (54 კვ. მ.). დეპოზიტზე თანხასაც მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილი ინახავს – 20 300 აშშ დოლარს „თი ბი სი ბანკში“ და დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 5 500 აშშ დოლარი. 2012 წლის განმავლობაში მან, როგორც „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, 112 000 ლარი აიღო. 2011 წელს აღებული იპოთეკური სესხის მომსახურება 20 850 აშშ დოლარი დაუჯდა. ერთ-ერთი შვილის სწავლის საფასური კი – 7 000 ლარი.

 

скачать dle 11.3