კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სანქციებია გათვალისწინებული ევროკავშირის ქვეყნებში მარიხუანის შენახვა-მოხმარებისთვის და რა შედეგს გამოიღებს საქართველოში 200 000 ნარკომანის არსებობის პირობებში მარიხუანის ლეგალიზაცია

ფაქტია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა საკმაოდ მაღალ, მე ვიტყოდი, არაადეკვატურად მაღალ სასჯელს ითვალისწინებს (თუმცა ის არა მომხმარებელთა, არამედ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგაა მიმართული. უბრალოდ, მცირე დოზების გამო ხშირად ამ მუხლის ქვეშ მომხმარებლებიც ხვდებიან). აქედან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილი მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს, რაც, ექსპერტთა თქმით (რასაც სრულად ვეთანხმები), სრულ კატასტროფას გამოიწვევს.  რატომ არის დაუშვებელი მარიხუანის ლეგალიზაცია საქართველოში ამ ეტაპზე და რა საფრთხეს შეიცავს ის სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის, – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, უშიშროების გენერალ-მაიორ ჯემალ ჯანაშიასთან ერთად შევეცდებით.

 

– როგორ ებრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას?

– ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო საკანონმდებლო პრაქტიკა ემყარება 1961, 1971 და 1988 წლების საერთაშორისო კონვენციებს. ეს სამი კონსტიტუციური დოკუმენტი მარიხუანა-კანაბისის მოხმარება-შენახვას მთელი მსოფლიო საზოგადოების სერიოზულ პრობლემად აცხადებს და მოითხოვს, წევრმა სახელმწიფოებმა მკაცრი ღონისძიებები გაატარონ მისი ნეიტრალიზაციისთვის. მაგალითად, ევროკავშირის სახელმწიფოების კანონმდებლობა მარიხუანა-კანაბისის პირადი მიზნით შენახვა-მოხმარებისთვის, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ანიჭებს უპირატესობას, არამედ აქტიურად იყენებს უფრო მკაცრ სასჯელებსაც. კერძოდ: ლატვიაში კანაფის მცირე ოდენობით შენახვა ან მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რის გამოც პირს ეკისრება ჯარიმა 110 ევრომდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. ხოლო პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში პირი შესაძლოა, დაისაჯოს პატიმრობით 2 წლამდე; ბელგიაში კანაფის შენახვა პირადი მოხმარების მიზნით აკრძალულია; ჩეხეთის რესპუბლიკაში 5 გრამზე მეტი ჰაშიშის შენახვისთვის სისხლისსამარათლებრივი სანქციები გამოიყენება. გერმანიას მკაცრი პოლიტიკა აქვს არჩეული და მარიხუანის ოდენობები განისაზღვრება თითოეული ლანდის კანონმდებლობით. კანაფის შენახვა პირადი მოხმარების მიზნით, სისხლისსამართლებრივად ისჯება პოლონეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ფინეთში, ლუქსემბურგში, ნორვეგიასა და შვედეთში. უმკაცრესი მიდგომა აქვს ამ მხრივ ჩვენსავით  ორად გახლეჩილ კვიპროსის რესპუბლიკას: კანაბისის მოხმარებისთვის უმკაცრესი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული: თავისუფლების აღკვეთით 2-დან 8 წლამდე.

– განსაკუთრებით ამ ფონზე ძალიან საინტერესოა ჰოლანდიის გამოცდილება. 

– ნიდერლანდები ცალკე თემაა. ის გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ევროპაში მარიხუანის გავრცელებისა და სელექცია-გასუფთავება-რაფინირების მამოძრავებელი ღერძია. ხანგრძლივი სელექციის პერიოდში გამოყვანილი ჯიშები 25-28 პროცენტ ტეტრაჰიდროკანაბიოლს შეიცავს. იმ პერიოდში ქვეყანამ 40 ტონა პროდუქცია აწარმოა, რომელიც 50 000-მდე ჰოლანდიელმა საკუთარ სათბურებში მოიყვანა. მოგვიანებით, ტურისტების მოზიდვის მიზნით, მარიხუანის გარკვეული დოზებით –  25 გრამის მოხმარება კაფეებსა და ბარებში დაუშვეს. ესე იგი, მარიხუანა, სამწუხაროდ, მათი ეკონომიკის ნაწილი გახდა. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავიანთი ხაზინის შესავსებად ჰოლანდიამ გაცილებით ადრე, კუნძულ იავაზე სამხრეთ ამერიკული კოკას პლანტაციები გააშენა, თავის ქარხნებში კოკაინის წარმოება ააწყო  და მისი უდიდესი ექსპორტიორი გახდა. 1926 წელს ძირითადად ევროპისთვის, 600 ტონა კოკაინი აწარმოა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჰოლანდიას ნოყიერი წინაისტორიული პირობა ჰქონდა, რომ ნარკოტიკებისადმი ლიბერალური დამოკიდებულება ჰქონოდა.

– სანამ საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე გადავიდოდეთ, მიმოვიხილოთ, რა ვითარებაა ნარკომანიის მხრივ ჩვენთან და ნარკოტიკებისგან რა დოზით დაზიანებული ქვეყანა ვართ?

– საქართველოში ნარკოტიკული სიტუაცია კვლავ რთულია, ამას მრავალი მიზეზი აქვს. უპირველესად, ამის მიზეზია უკანასკნელ წლებში მხოლოდ რეპრესიულ მეთოდებზე დამყარებული ნარკოსტრატეგია, ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა სიძნელეებმა ახალი იმპულსი მისცა ნარკოტიკების არასამედიცინო დანიშნულებით მომხმარებელთა მატებას. შენარჩუნებულია გაახალგაზრდავების ტენდენცია, ნელ-ნელა, მაგრამ მყარად ყალიბდება ქალთა ნარკომანიაც, განსაკუთრებით მარიხუანის მოხმარების მხრივ. დღეს სიღრმისეული კვლევების გარეშეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 10 პროცენტით გაიზარდა და ეგრეთ წოდებული შემდგარი, ანუ ინიექციური ნარკომანების რიცხვი დაახლოებით 40 000-ია, ხოლო ნაკროტიკების პერიოდულად მომხმარებელთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. საქართველო ნარკოტიკებით დაზიანებული ქვეყნის კლასიკური ნიმუშია. 

– როგორ აფასებთ ნარკოტიკების, კერძოდ, მარიხუანის გამოყენებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების საკითხს?

– ეს თემა ნარკოტიკების არასამედიცინო მიზნით მოხმარების ლიბერალიზაციას, ხოლო მარიხუანის მომხარებლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ეხება. განა არ ვიცით, რომ ნარკოტიკების ინტენსიურად მომხმარებლები ავადმყოფთა კატეგორიას მიეკუთვნებიან და მათ მიმართ საჭიროა არა მხოლოდ რეპრესიული, არამედ სამედიცინო, სოციალური, სამართლებრივი კომპლექსური მექანიზმების შემუშავება?! სწორედ ასეთი მიდგომაა დამკვიდრებული ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მაგრამ იმ სახელმწიფოებში თითოეულ ადამიანზე დღეში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება: ევროპაში –  60 ევრო: აშშ-ში –  80 დოლარი. ბოლო წლებში აშშ-ის მთავრობამ თითქმის ტრილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ მხოლოდ ახლა მიაღწია ნარკომომხმარებელთა რაოდენობის დასტაბილურებას და ამის შემდეგ დაიწყეს ფიქრი ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარებაზე. ჰოლანდიაში ეს ციფრი 117 ევროა, ჩვენთან კი –  მხოლოდ 50 თეთრი. საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ნარკომანთა მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო დაწესებულებების ქსელი. დეტოქსიკაციური მკურნალობისთვის საჭირო რამდენიმე კლინიკაა, მსურველი კი გაცილებით მეტია. ბოლო 3 წელიწადში მკურნალობის კურსი 300-ზე ცოტა მეტმა ადამიანმა გაიარა, საიდანაც თანხის 40 პროცენტი სახელმწიფომ დააფინანსა, ხოლო დანარჩენი თანხა (1 200-1 500 ლარი) პაციენტებმა დაფარეს. ასეთივე მდგომარეობაა თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. ვთქვათ, გავაუქმეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. როდესაც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ის მექანიზმები, რაც აუცილებელია შეზღუდვების გასაკონტროლებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიანთ ნებაზე მივუშვათ ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებიც ევროპაში არსებული მოდელით მუდმივი კონტროლის რეჟიმში უნდა ცხოვრობდნენ.

– თუ არის ცნობილი, რა შედეგი მოსდევს დეკრიმინალიზაციას? მცირდება თუ იმატებს ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა?

–  ნაჩქარევი და მოუმზადებელი დეკრიმინალიზაციის კლასიკური ნიმუშია რუსეთის ფედერაცია, სადაც 1992 წლის 12 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ნარკოტიკების არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააუქმა. შედეგად, სულ რაღაც, 6 თვეში ამას მოჰყვა ნარკომანიის 100 პროცენტით აფეთქება. დღეს რუსეთი ნარკოტიკებით ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ქვეყანაა ევროპის კონტინენტზე და, ბოლო მონაცემებით, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. საპირისპიროა ჩვენს მეზობელ თურქეთში არსებული ვითარება: იქ ნარკოტიკის არასამედიცინო მიზნთი გამოყენება მკაცრად ისჯება, თუმცა 2005 წელს მიღებული სისხლის სამართლის კოდექსი უშუალოდ აღარ ახდენს კანაბისის მოხმარების ფაქტების კრიმინალიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ ოპიუმის, ჰეროინის, კოკაინისა და სინთეტიკური სახის ნარკოტიკის მოხმარება მკაცრად ისჯება. მაგრამ ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვა, ითვალისწინებს პატიმრობას 1-2 წლამდე. ამასთან, შესაძლებელია, პირი ჩართული იქნას სარეაბილიტაციო პროგრამაში და მიესაჯოს პირობითი მსჯავრი, ვადით 3 წლამდე. ეს და სხვა მაგალითები მოწმობს, რომ მოქალაქეებმა ადრეული წლებიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ნარკოტიკების არასამედიცინო დანიშნულებით მოხმარება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

– ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მარიხუანა მეტად უვნებელი ნარკოტიკია და საერთოდ არ არის ნარკოტიკი, რაც, ჩემი აზრით, დიდი ბოროტებაა. ერთია, რომ მარიხუანის მოწევისთვის ადამიანს 8 წლით ციხეში არ უნდა უშვებდნენ, მაგრამ იმის მტკიცება, რომ მარიხუანა უვნებელია, უბრალოდ, დანაშაული მგონია.

– ჩვენ მუდმივად ვართ მოწმენი გაუთვითცნობიერებელი ხმაურიანი განცხადებების, როდესაც ნარკომანია სოციალურ მოვლენად და ავადმყოფობად ცხადდება, რასაც არცთუ იშვიათად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აკეთებენ. მაგალითად, ამას წინათ ერთ-ერთ ტელეარხზე გამომსვლელმა განაცხადა: რა კარგი იქნებოდა, მოვწევდით მეგრულ ან სვანურ კანაფსო. თითქოს მიზანმიმართულად აჩვევენ ამ მოსაზრებას საზოგადოებას. სხვათა შორის, ცივილიზებულ სივრცეში ამ ტიპის განცხადებები კანონით ისჯება. მეორე მხრივ, ქართველმა ერმა საუკუნეების განმავლობაში გაუძლო უცხოტომელთა შემოსევებსა და ბატონობას, რომელთა კულტურისა და იტორიის ნაწილი იყო თრიაქის მოწევა და ეს მავნე ჩვევა მაინც ვერ დანერგეს ჩვენს სამშობლოში. დღეს, სამწუხაროდ, საპირისპირო სურათი გვაქვს. არ შეიძლება, სიცხადე არ შევიტანოთ ეგრეთ წოდებული „რბილი ნარკოტიკის“, მარიხუანის ტერმინოლოგიაში. ევროპაში ის უკვე რევიზიას განიცდის: რადგან მრავალწლიანი სელექციის შედეგად გამოყვანილია „რბილი ნარკოტიკის“, მარიხუანის ახალი ჯიშები, რომლებშიც ტეტრაჰიდროკანაბიოლის შემცველობა 20 პუნქტს აჭარბებს და 25-28-ს უტოლდება. ის ორგანიზმზე თითქმის ეგრეთ წოდებული მძიმე ნარკოტიკების –  ოპიუმის, ჰეროინის, კოკაინის შესაბამის ზემოქმედებას იწვევს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ჩაატარა კვლევა პროფესორმა გაბინმა და დაადგინა, რომ მარიხუანის ყოველი მე-5, მე-6 მომხმარებელი მძიმე ნარკოტიკზე, ოპიუმსა და ჰეროინზე გადადის. მეტიც, როგორც ცნობილი ექსპერტი გელა ლეჟავა ამბობს, დღეს ეს მაჩვენებელი უკვე ყოველი მესამე, მეოთხეა.

– ძალიან საინტერესოა მარიხუანის ლეგალიზაციის შემთხვევაში მისი ღირებულების თემა.

– რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, იბადება კითხვა: სახელმწიფომ და კერძო სტრუქტურებმა რა ფასად უნდა მიჰყიდოს მომხმარებელს ეს ნარკოტიკული ნივთიერება?

თუ მარიხუანის გასაყიდი ფასი კანონიერ ბაზარზე მაღალი იქნება, მაშინ მომხმარებელი ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარს მიმართავს. თუ სახელმწიფო თავის ფასს დაიყვანს არალეგალური ბაზრის დონეზე, მაშინ ვაჭრები თავიანთ ფასს არ შეცვლიან. ასევე, ნაკლებ სარწმუნოა ჰიპოთეზა, რომ, თუ სახელმწიფო საკმაოდ დაბალ გასაყიდ ფასს დააწესებს, მაშინ ვაჭრები ვერ შეძლებენ მის მაღალ ფასად გაყიდვას. მეორე მხრივ, ფასების შემცირებით სახელმწიფომ შესაძლოა, მომხმარებელთა მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, ყოველ შემთხვევაში, ღარიბთა შორის მაინც. კიდევ ერთი მწვავე საკითხია შემდეგი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დავდგებით ახალი პრობლემების წინაშე. უმთავრესი კი ის არის, რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა არალეგალურად დაიწყებს მოპოვებას, რათა არ გადაიხადონ მარიხუანის შესყიდვისთვის თანხა. დაიწყება კანაფის დათესვა-კულტივირება ან სახელმწიფომ იაფფასიანი პროდუქტის იმპორტი უნდა დაიწყოს. გვაქვს საშიში მაგალითები, თუ როგორ აქცევს ნარკოტიკებზე მიჯაჭვული უამრავი ადამიანი ნაკოტიკების კომერციის არენად საზოგადოებას. ჩემი პესიმისტური პროგნოზით, ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ დიდი რაოდენობით მაღალი ტეტრაჰიდროკანაბიოლის შემცველობის მარიხუანის ნათესებს. ცნობილი ფორმულაა: მარიხუანის დეკრიმინალიზაცია უდრის ბაზარს პლუს მარიხუანის უკანონო ნათესები. არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა. ჩვენს ახლომდებარე აზიაში ოპიუმისა და კანაფის უდიდესი მარაგებია. ყაზახეთსა და ყირგიზეთში კანაფს რამდენიმე ასეულ ათასი ჰექტარი უჭირავს. ყაზახეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ოპიუმის, ყაყაჩოს პლანტაციებს რამდენიმე ათას ჰექტარამდე ტერიტორია უჭირავს, ხოლო რუსეთში –  ნახევარ მილიონ ჰექტარზე მეტი. სამწუხაროდ, ჩვენი საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, მეტად მყიფედაა დაცული. ნაკლებადაა შემოვლითი გზების პრობლემა, მაგრამ გვაქვს უკონტროლო ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით, საიდანაც უამრავი შემოვლითი გზაა და რამდენსაც უნდათ, იმდენ ნარკოტიკს შემოიტანენ. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ ნარკოტიკების ტრანზიტი გვემუქრება, არამედ, მეზობელი დიდი ქვეყნების სპეციალური ოპერატიული სამსახურების მიერ ნარკოტიკის მიზანმიმართულად შემოტანის პროვოცირებაც.

 

скачать dle 11.3