კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომპარავები

ანუ როდის არის საბიუჯეტო ფულის ფლანგვა მადლი

 

ამ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ბედოვლათობისა თუ სხვა, უფრო ამაღლებულ და საფუძვლიან მიზეზთა გამო, აქამომდე უფლებაშეჩერებულ მერ ბ-ნ უგულავას სასამართლომ ისევ აღუდგინა უფლებამოსილება – უკანონოდ ჰქონდა შეჩერებულიო და, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ დიდად ვერც ხახვს აჭრიან ყურებზე, თუმცა მილიონების გაფლანგვას ედავებიან (და ჩვენც გვსმენია).

ამის პარალელურად და იმისიც, რომ სალონიკის მერს სამუდამო პატიმრობა უკვე მიუსაჯეს, სხვათა შორის,  საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო, სულ ახლახან იტალიის პოლიციამ ვენეციის მერი –  ჯორჯო ორსონი გასკვანჩა და, ზედაც, 34 ჩინოვნიკი მიაყოლა. ბრალდება უცვლელია: დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვა.

აწ დაპატიმრებულ სახმოხელეებს ქვეყნიდან 20 მილიონი ევრო გაუტანიათ, მაშინ, როდესაც ეს თანხა ვენეციის წყალდიდობისგან დასაცავი გამაგრებითი სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეს 20 მილიონი ჩინოვნიკებმა პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დასაფინანსებლად (ანუ საკუთარი სკამების გასამყარებლად) გამოიყენეს .

ვენეციისა და თბილისიის მერების საქმეები ტყუპი ძმებივით (გნებავთ, დებივით) ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა არც ევროკავშირსა და არც თეთრ სახლს განგაშის ზარები არ შემოუკრავთ – პოლიტიკური დევნააო, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ჩვენს პარტნიორ დასავლეთში, ჯერ ერთი, ამ ჩვენს სამართლადმაცავ ორგანოებს საერთაოდ არ სცემენ პატივს („ტიპა“ – „სავსემ ნე უვაჟაიუტ“) და, რაც მთავარია, ნორჩი დემოკრატიის ქვეყნებში ჩინოვნიკების მიერ საბიუჯეტო თანხის პარვა დემოკრატიის სინორჩის ყველაზე ეფექტიანი გამოვლენაა?!

скачать dle 11.3