კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რაში გაიარა მეუღლესთან კონსულტაცია ანუკი ქორქიამ და როდის არის მისთვის საქმეში მიღებული შედეგი ყველაზე „გემრიელი“

5 თვეზე მეტია, რაც ანუკი ქორქიას ცხოვრებაში განსხვავებული და ძალიან მნიშვნელოვნი ეტაპი – დედობა დადგა. გიორგი ჩიქოვანი უკვე 5 თვისაა და შეიძლება ითქვას, ამ პატარა და უსაყვარლესმა ვაჟკაცმა უკვე შეძლო, მთელი ოჯახის გადარევა, მათი საკუთარ ნება-სურვილზე ტარება. მშვენიერი ანუკის კარიერაც ბოლო პერიოდში საკმაოდ დატვირთული იყო. ის ერთდროულად ორი შოუს წამყვანი გახლდათ. 

 

ანუკი ქორქია: მგონი, უფრო ჩანდა, რომ ძალიან დატვირთული პერიოდი მქონდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. რადგან თვითონ გუნდმა ძალიან შემიწყო ხელი იმაში, რომ ჩვილი ბავშვი მყავს და რომ არ ვყოფილიყავი ისეთი დატვირთული, როგორი დატვირთულებიც ყველა სხვა დანარჩენი იყო. ამიტომ ერთი სამუშაო დღე მქონდა, ანუ კონკრეტულად შოუს დღე, რადენიმე საათით ადრე მივდიოდი, რომ მოვწესრიგებულიყავი და ასე გავსულიყავი სცენაზე. რადგან ორი შოუ დაემთხვა, ამიტომაც ორი დღე მქონდა დაკავებული. წინა დღეს უკვე სახლში ვმუშაობდი: კომპიუტერში ვათვალირებდი მასალებს.

– ძალიან მომზადებული იყავი, ისე, როგორც გჩვევია ყველა დეტალს, ნიუანსს აქცევდი ყურადღებას, განსაკუთრებით „ორი ვარსკლავის“ წაყვანისას. 

– მადლობა. აქამდე კი მქონდა ლაივის გამოცდილება, მაგრამ ასეთი ფორმატის შოუ არ წამიყვანია. შევეცადე, ამ ყველაფერს მაქსიმალურად კარგად, სწორად მოვრგებოდი. ყველა გადაცემაზე ვცდილობდი, უფრო და უფრო დამეხვეწა  არა მხოლოდ მეტყველება, არამედ ვიზუალური და ინფორმაციული მხარეც. ნელ-ნელა, ალბათ, ყველაფერი უკეთესი იქნება, თუმცა, მგონი, არც ახლაა ცუდი. 

– მოგეწონა ამ ტიპის გადაცემის წამყვანობა?

– ძალიან მომეწონა, აზარტიც არის, დაძაბული პროცესიც, მაგრამ მე მიყვარს მუშაობა. ზერელედ არაფერს ვაკეთებ. ამიტომ, როცა საქმეში თავით ვარ ჩაფლული, მერე შედეგიც გემრიელია. ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი, კარგად მიმიღეს. შესაბამისად, მეც კმაყოფილი ვარ. როცა გავთხოვდი, ერთი წელი არც მეცალა იმისთვის, რაიმე სერიოზული დამეწყო. ოჯახი საპასუხისმგებლო თემაა. ამიტომ, გათხოვება და თან, დღე და ღამე სამსახურში ყოფნა, არ არის სწორი. არჩევნის წინაშე დავდექი და თავისუფლება ავირჩიე. შემდეგ იყო ორსულობის პერიოდი, ჩვილი ბავშვი, ნელ-ნელა ფორმაში ვდგებოდი, ბავშვიც უკვე წამოჩიტული იყო, „იმედიდან“ რომ შემომთავაზეს წამყვანობა. თავიდან თავი შევიკავე, ვიფიქრე, ძალიან დატვირთული ვიქნებოდი და არ ვიყავი მზად იმისთვის, ბავშვი დიდი ხნით დამეტოვებინა. მაგრამ, მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი, შემომთავაზეს ჩემთვის მისაღები ყველანაირი პირობა და ერთწლიანი კონტრაქტი. ჩემი მხრიდან დასაწუნი და საყოყმანო არაფერი იყო. ამიტომ მივიღე კიდეც გადაწყვეტილება. 

– როდესაც ასეთი შემოთავაზება მიიღე, ალბათ, მეუღლესთანაც გაიარე კონსულტაცია. 

– მეუღლეს გავაცანი პირობები. მანაც იკითხა: თუ შევძლებდი, რომ საქმისთვისაც და ოჯახისთვისაც კარგად გამერთვა თავი. თან, მან იცის, რომ ზერელედ არაფერის კეთება არ მიყვარს. რომ ავუხსენი: კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვიქნები დაკავებული 4-5 საათის განმავლობაში-მეთქი, მან ამაში ვერანაირი ბარიერი ვერ დაინახა. ეს ერთგვარი სტიმულიც იყო იმისთვის, რომ მალე დავბრუნებოდი ჩემს ფორმას და სამუშაო ენერგიით სავსე ვყოფილიყავი. ბავშვის დაბადების შემდეგ ცოტა დაბნეული და ემოციური ხარ. ამ ყველაფრის დაბალანსებაში კი სამსახური გეხმარება და მეც დამეხმარა. 

– გყავს ძიძა? 

– დამხმარე მყავს სამი თვიდან. თავიდან ძალიან რთული იყო: ახალი ნაოპერაციები ვიყავი, ბუნებრივ კვებაზე მყავდა ბავშვი, დღე და ღამე არ ეძინა, სულ ტიროდა, ჩემ გვერდით იყო. რა თქმა უნდა, ჩემი დედამთილი ძალიან მეხმარებოდა, დედაც, ბებიაც, ლიკაც, მეუღლეც, ყველანი მეხმარებოდნენ. მაგრამ, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, 20 წუთში ერთხელ შია, გამუდმებით ტირის, თან სულ გინდა, თან გყავდეს. გგონია, რომ შენი სუნი, შენი ენერგია ამშვიდებს. ამიტომ, როცა დღე და ღამე დაუსრულებლად გრძელდება, იფიტები. თორემ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საკუთარი შვილისთვის დრო არ გემეტება და წუწუნებ. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე არ გაქვს იმის ძალა, ამ ყველაფერს გაუმკლავდე. როგორც კი სამ თვეს მივუახლოვდით, ავიყვანე დამხმარე ქალი, რომელიც ისედაც ჩვენს ოჯახში მუშაობდა. ძალიან კარგი, სანდო ადამიანია, კეთილშობილი, ღვთისნიერი პიროვნება. მასთან შვილს რომ ვტოვებ, არ მაქვს იმის შიში, ბავშვს რამე მოაკლდება. 

– როგორი ემოცია გქონდა, როცა პირველად გიორგი სახლში დატოვე? 

– მეგონა, მთელი ქვეყნიერების წინაშე რაღაც დავაშავე, სრულიად შეურაცხადი ვიყავი. ორთვე-ნახევრის იყო, ჩემს საქმეზე გავედი, ნახევარი საათით აქვე, სახლთან. ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი: თხუნელასავით ვარ, დღის სინათლე თვალს მჭრის-მეთქი. ასე, 3 თვის იყო, როცა უფრო დიდი ხნით დავტოვე და ძალიან გამიჭირდა. ახლაც არ ვტოვებ დიდი ხნით, მაგრამ უკვე მივეჩივე და ეს ნორმალური გახდა ჩემთვის. 

– ბუნებრივ კვებაზე გყავს?

– სამწუხაროდ, არა. ძალიან პატარა იყო, როდესაც ვირუსი გადავდეთ და ამის გამო საავადმყოფოში მოვხვდით. ნერვიულობის ნიადაგზე გამიშრა რძე, შემდეგ კი დამიბრუნდა, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და ძლივს მივიყვანე სამ თვემდე. ექიმები კი მეუბნებოდნენ: ასე ნუ ნერვიულობ, ყველა ბავშვი ცივდებაო. მაგრამ, ეს ნერვიულობა შენგან დამოუკიდებელი ემოციაა და სამწუხაროდ, ვერ მოვერიე. 

– გარეგნობით ორივეს გგავთ. 

– ვინც მე მიცნობს, ის ამბობს: კოპიო შენ ხარ, მაგრამ როგორც კი კახას ნახავენ, იძახიან: კოპიო მამამისიაო. ალბათ, ორივეს გვგავს. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ხშირად უთქვამთ: თქვენ ერთმანეთს გავხართო, დაახლოებით ერთი სტილის ნაკვთები გვაქვს. თავიდან მეგონა, ძალიან უხასიათო და რთული ბავშვი იყო, რადგან სულ ტიროდა. თუმცა, ალბათ, ყველა დედას ასე ჰგონია, რადგან, სანამ ბავშვს კუჭ-ნაწლავის სისტემა ჩამოუყალიბდება, გარკვეული პრობლემები აწუხებს და მისგან დამოუკიდებლად აქვს ეს უხასიათობა, ჭიჭყინი. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ზნის ბავშვია. კარგი ხასიათისაა, უბრალოდ, არ უყვარს ძილი და მიჩვეულია ხელში ყოფნას. თავისით არ იძინებს და წყნარად არ არის, თუ ხელში არ გვიჭირავს. მივხვდით, რომ ძალიან გაგვინებივრებია. ცოცხალი, ცელქი და ჯიუტია. უცებ, რაღაც რომ არ მოეწონება და არ შეუცვლი, ჩვეულებრივი კაცივით ყვირის. 

– როგორი დეიდაა ლიკუნა? 

– არაჩვეულებრივი დეიდაა. ძალიან უყვარს და ბევრს ეთამეშება. სულ მეუბნება: გადაუღე, რა ფოტო და გადმომიგზავნეო. რას აკეთებს, – სძინავს? მიდი რა, გადაუღე ფოტო და გადმომიგზავნე. ასე რომ, მთელი დღე ფოტოების გაცვლაში ვართ. 

– როგორც მივხვდი, ერიდები სოციალურ ქსელებში ბავშვის ფოტოების დადებას ან ტელევიზიაში, ჟურნალების ფურცლებზე მის გამოჩენას. 

– ერთი-ორჯერ გამოვაქვეყნე „ფეისბუქზე“ და მაშინვე ჩავკეტე. ზღვა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ბევრმა მითხრა: ჯერ პატარაა, თვალი არსებობს და ასე შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ არ მჯერა ასეთი რაღაცეების. თუმცა, ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ ბავშვის არსებობით, მინდოდა, ჩემი ემოცია ყველასთვის გამეზიარებინა. ამ ეტაპზე თავი შევიკავე, სანამ არ წამოიჩიტება, ვცდილობ, საჯაროდ არ გამოვაქვეყნო ფოტოები – არც გადაცემაში მიმყავს და არც ჟურნალის ფურცლებზე ვაქვეყნებ. 

– შენც, ალბათ, შეიცვალე დედობის შემდეგ?

– თითქოს უფრო დასერიოზულებული ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. 25 წლის და 30 წლის ქალი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან ხომ განსხვავდება. თითქოს მეც ამ ერთ წელიწადში 5 წლით გავიზარდე. ოჯახურ ცხოვრებაზეც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ბავშვის დაბადება. ჩვენს შემთხვევაში, ამან უფრო მეტად შეკრა, ძლიერები გავხდით და თითქოს რკინასავით შეგვადუღაბა, ერთ მთლიანობად  აღვიქმებით უკვე და არა შეყვარებული წყვილად ან ცოლ-ქმრად. 

 

скачать dle 11.3