კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რატომ აშიშვლებს უცხოეთში ჩასული ეკა ჩხეიძე მანეკენებს და რატომ ვერ დადიოდა ის ამერიკაში მამასთან, თემურ ჩხეიძესთან ერთად ხელიხელჩაკიდებული

არ მეგულება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა, სხვა ქვეყნების კულტურის ნახვა, მისი შეგრძნება და გაზიარება არ ხიბლავდეს. თუმცა, ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ცოტას ეძლევა. მოინახულო პარიზი, ლონდონი, რომი, იერუსალიმი... ეს ის ბედნიერი წამებია, რომელსაც გონებიდან და ცნობიერებიდან ვერასდროს ამოშლი. მსახიობ ეკა ჩხეიძეს ასეთი მოსაგონარი ბევრი აქვს, რადგან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი და მისთვის ყველზე დიდი განტვირთვა, დასვენება და სასიამოვნო შეგრძნება, სწორედ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაა. ის ახლახან დაბრუნდა რომიდან და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშაა. სად გრძნობს თავს სხვა განზომილებაში, ვისთან ჩავიდა რომში და რომელ ქვეყანაში იცხოვრებდა სიამოვნებით, ამაზე თავად გვესაუბრება. 

 

ეკა ჩხეიძე: არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს. პირადად ჩემთვის, მოგზაურობა და უცხო ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა ისეთ შეგრძნებებთან ასოცირდება, რომლის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. ზოგი ფულს აგროვებს საგნების შესაძენად, ბინის გასარემონტებლად, მანქანის შესაძენად, მე კი, ამ ყველაფერს მირჩევნია ფული დავაგროვო და ვიმოგზაურო. სიტუაციას რომ ვიცვლი, შინაგანად ვმდიდრდები. თუ ქვეყანაში მეორედ ან მესამედ ვხვდები, უფრო სხვა თვალით ვაფასებ იქაურ ქუჩებს, შენობებს, ხალხს. 

– ახლახან დაბრუნდი რომიდან და როგორც ვხვდები, ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ. ვისთან ერთად იყავი იქ?

– ჩემი გოგონა სწავლობს რომში და მე და ჩემი ვაჟი ჩავედით მასთან სტუმრად. ასე მეგონა, სამოთხეში ვიყავი. არა, კი არ მეგონა, ზუსტად ვიცი, სამოთხეში მოვხვდი! ადვილად ვეჩვევი იმ სიტუაციას, სადაც ვხვდები. ის მხარე და ხალხი მიყვარდება, სადაც ფეხს ვდგამ და არც ადაპტაცია მიჭირს უცხო ადგილას. სიახლეები მიყვარს და ადვილად ვერგები გარემოებებს, სადაც ვხვდები. ზაფხულში თუ ვერ წავედი სადმე, ჩათვალეთ, ვერ ვისვენებ, რაც არ უნდა დრო მქონდეს და არც სამსახურში მივდიოდე. მირჩევნია, სადმე წავიდე და შევიცვალო გარემო. როცა უცხოეთში მივდივარ, ჩემი გადახალისება ხდება და ამ გადახალისების გარეშე, ძალიან მიჭირს.

– წელიწადში რამდენჯერ ხდება შენთვის მსგავსი გადახალისება?

– ზოგჯერ ვერ ვახერხებ გადახალისებას უცხო ქვეყანაში წასვლით. მადლობა ღმერთს, გასტროლებზეც მიწევს უცხოეთში წასვლა და ოჯახის წევრებთან ერთადაც. ზუსტად ვერ გეტყვით, წელიწადში ეს რამდენჯერ ხდება, მაგრამ ბევრ ქვეყანაში რომ ვარ ნამყოფი, ეს ფაქტია. ერთხელ მამასთან ერთად ვიყავი „პაეზდკაში” ისრაელში და ამერიკაში – გასტროლზე. ქმართან და შვილთანაც მიწევს ხშირად წასვლა, მეგობართანაც გახლდით სტუმრად ლონდონში. მიზეზი და საშუალება თუ მაქვს, მოგზაურობაზე უარს ვერ ვიტყვი.

– მამა, ბატონი თემურ ჩხეიძე როგორია „პაეზდკაში”?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ერთად ვიყავით მე, მამა და ჩემი და ისრაელსა და ამერიკაში და გარდა იმისა, რომ ერთად ვსაუზმობდით, მეტად ვერ ვნახულობდით მამას. ცალ-ცალკე ნომრებში ვიყავით. მამას რეპეტიციები ჰქონდა თეატრებში და სად ეცალა ჩვენთან ერთად ხელჩაკიდებულს ევლო ნიუ-იორკის ქუჩებში? (იცინის). 

– რომელ ქვეყანაში გინდა ძალიან მოხვედრა და ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებ?

– ძალიან მინდა ბრაზილიაში წასვლა. ვხუმრობ ხოლმე, ამდენი ხანია, ბრაზილიურ სერიალებს ვახმოვანებ და ასე მგონია, ამ ქვეყნის თითოეული ქუჩა, კეფე და სახლი ზეპირად ვიცი-მეთქი. დარწმუნებული ვარ, წინა ცხოვრებაში  ბრაზილიელი ვიყავი და კარნავალის აქტიური მონაწილე (იცინის). აზიაშიც არ ვარ ნამყოფი – ჩინეთი, იაპონია, ირანი და ამ ქვეყნების მონახულებაც ძალიან მინდა. იმედია, მოვახერხებ. წინ მაქვს ყველაფერი. 

– ყველაზე მეტად, შენზე რომელმა ქვეყანამ მოახდინა შთაბეჭდილება?

– პარიზში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ასე მგონია, ეს ქვეყანა ჩემია. გაღიმებული დავდივარ, სულ სხვა განზომილებაში ვარ და შემიძლია, საათობით, მარტო ვიარო ქუჩებში. პარიზის ყველაფერი მომწონს. არ დამავიწყდება, როცა ფლორენცია ვნახე პირველად, ასე მეგონა, სხვა საუკუნეში გადავვარდი. აი, რომში, ვატიკანის მუზეუმში რომ შევედი, ტირილი ამივარდა. წმინდა პეტრეს ტაძარში კი სრული უსუსურობის შეგრძნება დამეუფლა, მივხვდი, რომ ყველაფერი გენიალური უკვე შექმნილია და ჩვენ რისთვის ვარსებობთ, ვერ ჩავწვდი. თუმცა, ეს პირველად რომ ვნახე მაშინ დამემართა, ახლა მეორედ ვიყავი რომში და ასე მეგონა, პირველი ტალღის დარტყმა გადავიტანე და სულ სხვა, მეორე ტალღის დარტყმის ემოცია ვიგრძენი ამჯერად. ევროპაში, სხვანაირად, უფრო ღრმად სუნთქავ, თითქოს იხსნება მესამე ფილტვი. ევროპაში – ცივა მომწონს, წვიმს მომწონს, ცხელა მომწონს, ყველაფერი მომწონს და რა ვქნა? 

– ვინც კი პარიზში მოხვდა, ამბობს, იქ სიყვარულის ყველა განზომილება გამეხსანაო. იტალიიდან ჩამოსულები ამბობენ, ეს არის ადგილი, სადაც ბედნიერებას შეიგრძნობო და ასე შემდეგ.

– გეთანხმებით, მაგრამ ლონდნზეც ხომ გიჟდებიან? მაგრამ, მესამე ფილტვი იქ არ მეხსნება, რაც იტალიაში და პარიზში მჭირს. ლონდონი მომწონს, სამჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ რომ მკითხო, ახლა ლონდონში გინდა თუ პარიზშიო, პარიზს ავირჩევ. ვერ გეტვყით, სიყვარულის ხაზები მეხსნება პარიზში-მეთქი, მაგრამ გულში რომ რაღაც თბება, ამას ნამდვილად ვგრძნობ. სხვათა შორის, პარიზში რომ ვარ, ყველას ლათინოამერიკელი ვგონივარ და მეც ვიფერებ (იცინის). რომ მკითხოთ, სად იცხოვრებდი დიდი სიამოვნებოთო, გეტყვით, რომ მინდა, ბინა პარიზში და რომში. თუმცა, სასტუმროშიც კარგად გავჩერდები, თქვენ ფული მომეცით (იცინის).

– შენი აზრით, ქართველები რომელი ქვეყნის ხალხს ვგავართ ყველაზე მეტად?

– ხომ ამბობენ, ქართველები იტალიელებს ვგავართო? მე გეტყვით, რომ იტალიელები არიან ძალიან ზარმაცები, დღემდე არსებობენ იმ მუზეუმებით, ნანგრევებითა და სიძველეებით, რაც აქამდე შემორჩათ და ძველი დიდებით ცხოვრობენ. განსაკუთრებით ეს რომში დავინახე. მხოლოდ ტურიზმით არსებობენ. მილანი სხვა ტემპორიტმული ქალაქია, უფრო „დაქოქილი”. აი, მილანში მე „ვიქოქები”, დანარჩენ იტალიაში კი დრო თითქოს მიზოზინობს. ჰოდა, თუ ამ საზომით ვიმსჯელებთ, სიზარმაცით იტალიელებს ნამდვილად ვგავართ ქართველები (იცინის). 

– ეკა, მგზავრობას როგორ იტან და თუ მოხვედრილხარ თვითმფრინავით ფრენისას ტურბულენტურ ზონაში?

– ფრენაც გადასარევად ვიტან, არც სასმლის და არც დამამშვიდებლების „ჩარტყმა” არ მჭირდება (იცინის). ვჯდები თუ არა თვითმფრინავში, ეგრევე ვიძინებ. რაც შეეხება ტურბულენტურ ზონას, მონტელიეს ფესტივალიდან მოვფრინავდით და იუგოსლავიას რომ  გადავუფრინეთ, გამოაცხადეს, ომია და მოგვიწევს ძალიან მაღალ სიმაღლეზე ასვლა და ისე ფრენაო. ატყდა ერთი ამბავი, პანიკა, თუმცა მე სულაც არ შემშინებია. არადა, იცით როგორ მიფრინავდა თვითმფრინავი? აყრილ-დაყრილ ასფალტზე რომ გადაივლი მანქანით და ჯაყჯაყებ, ზუსტად იგივე შეგრძნება იყო. არც კადრებივით  ჩაუვლია ჩემს ცხოვრებას და არც პანიკაში ჩავვარდნილვარ. ვიჯექი და გემრიელად ვჭამდი (იცინის). ისეთი გემრიელი საჭმელები მოგვიტანეს ბორტგამცილებლებმა, იმაზე უარს როგორ ვიტყოდი? ჰოდა, ვინც პანიკობდა და საჭმელს პირი არ დააკარა, იმათიც მე გეახელით გემრიელად (იცინის). რა ვქნა, არც ერთ მომენტში არ მაქვს ფრენის შიში. აი, ახლაც რომ მითხრათ, მივფრინავთ და ჩაბარგდიო, ზუსტად თხუთმეტ წუთში, მექნება ბარგი ჩალაგებული. მარტო სადმე დამიძახეთ და მზად ვარ. 

– შოპინგი თუ გიყვარს უცხოეთში?

– ძალიან მიყვარს შოპინგი უცხო ქვეყანაში და ვერავინ დამაჯერებს, თუ მეტყვის, მე ეს არ მიყვარსო. თან, სიარული და მაღაზიებში ძებნა არ მიყვარს, ძირითადად, მანეკენებს ვხდი. დავინახავ მანეკენზე კაბას, მომეწონება, დავუძახებ გამყიდველს და ვაშიშვლებინებ (იცინის). არ დამავიწყდება, ერთხელ, მონტელიეში ჩვენებს ჩამოვრჩი და დავიკარგეთ. ნატო მურვანიძეს დაუნახავს შიშველი მანეკენი მაღაზიის ვიტრინაში და უყვირია: აი, აქ გაიარა ახლა ეკამ, მივაგენითო (იცინის). მართალაც, ასე იყო.

 

скачать dle 11.3