კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

„პირადი ანგარიში“ ლევ იაშინთან და დახრჩობას გადარჩენილი ფეხბურთელი

„ასტაროჟნა, დეპუტატ!“

დღეს დიდი დღეა! დიდი დღე!..

ხუმრობა ხომ არაა, თბილისში სათამაშოდ მოსკოვის „დინამო“ ჩამოვიდა. შეხვედრა მაშინდელ „ქარიშხალას“ სტადიონზეა. მართალია, მატჩი ამხანაგურია, მაგრამ რუს თანაკლუბელებთან შეხვედრა ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევდა საქართველოში. სტადიონზე ტევა არაა.

ჩემი ახლო მეგობარი გახლდათ მათი გოლკიპერი, მსოფლიოს მეკარეთა ეტალონი, დიდი ლევ იაშინი.

სხვა რომ არ ყოფილიყო და მარტო თვითონ ჩამოსულიყო სათამაშოდ, სტადიონი მაინც გადაიჭედებოდა... ცოცხალი იაშინის ხილვა ყველა ქართველის ოცნება იყო.

მატჩის დაწყებამდე ბევრი ვიჭუკჭუკეთ მე და იაშინმა და აი, დროც მოვიდა.

– მოგიგებთ! – „მივეცი დუხი“.

– „ნე დუმაიუ”! – არ დამეთანხმა. ყოველ შემთხვევაში, შენ ჩემთან ვერაფერს გახდები და წინასწარ ნუ ტრაბახობო, – „დამიბარა“.

დაიწყო მატჩი და დაუზვერავად ვეკვეთეთ ერთმანეთს ქართველები და რუსები. მართალია, ძალიან ძნელი იყო, მაგრამ შეგნება იმისა, რომ სახლში უნდა მოგვეგო, ნორმალურზე ბევრი გახლდათ. გარდა ამისა, მე იაშინთან „პირადი ანგარიში“ მქონდა გასასწორებელი. თუმცა, არადა არ მომეცა სულ მცირე შანსიც კი, რომ მოსკოველთა დაცვას გავქცეოდი. იმედი რომ გადამეწურა და სულ არ ველოდი, სწორედ მაშინ გავარდა გივი ჩოხელი შესანიშნავ პოზიციაზე. ელვისებურად „შევყევი“. გივიმ ორი დამცველი ჩამოიტოვა და ტყვიასავით გამჭოლი პასი გამომიგზავნა. ჩემი ფეხიდან გასხლეტილი ბურთი სოლივით გაერჭო იაშინის კარის ბადეში.

სანამ მაყურებელი დაიჯერებდა, რაც მოხდა, წამიერი სიჩუმით ვისარგებლე და იაშინს გავძახე:

– „ვინიმაი, დეპუტატ!” (გამოიღე, დეპუტატო!)

ჩვენი გადარეული მაყურებლის ბღავილში მაინც მომწვდა იაშინის გაწბილებული ხმა:

– „ვოვა, ტი პაბედილ, ნო პოლიტიჩესკი ტი პლოხო პადგატოვლენი სუბიეკტ!!!” მეტი რაღა ეთქმოდა, მაშინ ის მართლაც იყო საბჭოთა კავშირის დეპუტატი...

მიშველეეეთ!!!

გივი ჩოხელი იყო ჩემი გატანილი გოლის თანაავტორი და ხშირად მიმეორებდა – ნუ მოგაქვს თავი, ის გოლი ჩემი იყოო.

გავიხსენებ და გეტყვით, რომ გივიმ ცურვა არ იცოდა.

რადგან „ჩავუშვი“, ბარემ ბოლომდე გაგეხსნებით.

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მაშინ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. არ ვარგოდა მოედანი, არ იყო ცხელი წყალი, ცივიც არ იყო ხშირად და ასე შემდეგ. ამიტომ, ნავარჯიშევი ფეხბურთელები მშობლიურ მტკვარში „განვიბანებოდით“ ხოლმე. 

ერთი ასეთი „განბანვაა“ და მესმის სასოწარკვეთილი ხმა.

– მიშველეთ!!

გავიხედე და... გივი მიაქვს მტკვარს. მარტო თავი უჩანს და ეს თავი ყვირის. გამიკვირდა და როგორ! კაცო, შუა ივლისია, მტკვარი ამ დროს ძლივს მოდის, არადა, ეს მაინც ყვირის:  მიშველეთ!

ცურვა ფეხბურთზე კარგად ვიცოდი, მაგრამ არ მივეშველე.

– ფეხზე ადექი, ფეხზე! 

დამიჯერა, წამოდგა და „გადარჩა“. მუხლამდე წვდება წყალი. არადა, იხრჩობოდა. „ხელი მოუსვი და გეშველებაო“, რომაა ნათქვამი, მე შევცვალე ახალი მოწოდებით: „ფეხზე ადექი, გივი!“.

თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელის  ვლადიმერ ბარქაიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3