კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ყალიბდება ბავშვში მშობლის რეაქციის მიხედვით და რატომ უნდა ისწავლოთ შვილის სწორი დასჯა და წახალისება

რასაკვირველია, ყველა მშობელს სურს, მისი შვილი იყოს დამჯერი, ზრდილი, ერთი თქმით ასრულებდეს ყველა მითითებას, არც მაღაზიაში შესული იწყებდეს – მიყიდე, მიყიდეს და არ ქმნიდეს ზედმეტ  პრობლემას თავისი ბავშვური ჭირვეულობით. თუმცა, ცხადია, ასე არ ხდება. ჩვენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და დღეს ღიმილით გვახსენდება ჩვენივე ბავშვური ჭირვეულობები, რასაც დღეს შვილებს მკაცრად ვუკრძალავთ. თუ დაფიქრდებით, თავად მიხვდებით, რომ შვილის „გაწვრთნა” და „მორჯულება”, ისე როგორც თქვენ გსურთ, უბრალოდ, სისულელეა და ეს წყლის ნაყვას უფრო ჰგავს. ბავშვი ყოველთვის უნდა იყოს ლაღი, მოუსვენარი, მიზანდასახული, მოაზროვნე და საკუთარი იდეების მქონე. 

შესაძლოა, ზოგ მშობელს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ, ბავშვთან პრობლემებს ის ურთიერთობები და თვისებები ქმნის, რაც მისი სწორი განვითარებისა და ადამიანად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. კერძოდ, ესენია: მიზანდასახულობა, საკუთარი იდეების განხორციელება, მიზანსწრაფვა, აზრების ხმამაღლა წარმოთქმა, დამოუკიდებლობა და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჯიბრში ჩადგომაც კი. ზოგი მშობელი ამის წაკითხვის შემდეგ დაიბნევა და იკითხავს: კი მაგრამ, თუ ბავშვის ყველა საქციელი მოვიწონე, შევაქე და მივეცი სრული დამოუკიდებლობა, ასე როგორ შეიძლებაო. გიპასუხებთ, რომ აუცილებელია, გამოინახოს ოქროს შუალედი მშობლის აკრძალვებსა და ბავშვის თავისუფალ ქმედებებს შორის. ასეთი გონივრული ბალანსის  მეშვეობით, მყარსება ის ჰარმონია ურთიერთობებში, რაც მშობელსა და ბავშვს შორის აუცილებელია. 

ბავშვი, მოევლინება თუ არა ქვეყანას, მაშინვე იწყებს თვითდამკვიდრებისთვის ზრუნვას. აქედან გამომდინარე, ბავშვებს არც ისეთი უზრუნველი და უშფოთველი ცხოვრება აქვთ, როგორც ეს, ერთი შეხედვით ჩანს. ასე რომ, მათი გარშემო მყოფებთან საკუთარი თავის იდენტიფიკაცია, არც ისე იოლია. ტირილი, ყვირილი, წუწუნი, გაბუტვა – ბავშვისთვის საკუთარი უფლებების დემონსტრირებაა. ასეთ დროს კი მშობლის რეაქცია – სწორი ჩარევა, რჩევის მიცემა თუ აკრძალვები, მისთვის ხასიათის ჩამომყალიბებელი ფაქტორია. სწორედ მშობლის რეაქციის მიხედვით ყალიბდება ბავშვში მიზანდასახულობა, პრობლემებისადმი სწორი მიდგომა, წინაღობების გადალახვის გზების ადვილად მოძიება და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი. რასაკვირველია, განსაზღვრული ტიპის აკრძალვები აუცილებელია. თუმცა, ეს არ უნდა ეხებოდეს ბავშვის ყველა საქციელს და ის მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. მაგალითად, თუ თქვენი შვილი თავისივე თანატოლს სცემს, ხელს ურტყამს, კბენს ან თმას წიწკნის, ამ დროს კი არ უნდა უყვიროთ და ცემით, ან კუთხეში დგომით დასაჯოთ, არამედ, გაიყვანეთ ცალკე და წყნარად აუხსენით, რომ მსგავი რამ მასაც რომ გაუკეთონ, როგორ ეტკინება, ეწყინება, იტირებს და უბრალოდ, არასასიმოვნოა. შემდეგ, მისი აზრი მოისმინეთ და თუ ხვდებით, რომ ნანობს, მიიყვანეთ „დაზარალებულთან” და ბოდიში მოახდევინეთ, ათქმევინეთ, რომ ამას არასდროს აღარ ჩაიდენს, და, რომ ეს ცუდი საქციელია. ასე რომ, ეცადეთ, პატარას სწორი შენიშვნები მისცეთ, ხშირად იზრუნოთ მის წახალისებაზე და დასჯის მეთოდებიც შესაბამისად, შედარებით დიპლომატიური შეარჩიოთ. 

მშობლის მოთხოვნა, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს და ფიზიკურ მონაცემებს. როცა ის სათამაშოებს მიმოფანტავს და შემდეგ არ ალაგებს, აქაც მშობელმა უნდა გამოიჩინოს მის მიმართ მოთმინება. ასე კი არ უნდა უთხრას: ნახე, რას ჰგავს სახლი, ყველაფერი მიმოფანტულია და ახლავე დაალაგე თავის ადგილასო, არამედ უნდა მოეფეროს და მშვიდად უთხრას: მოდი, საყვარელო, დავალაგოთ სახლი, სათამაშოებს თავისი ადგილი მივუჩინოთ და ხვალ ისევ ვითამაშოთ დალაგებულ ოთახშიო. აკრძალვა და აღზრდა სხვადასხვა ფენომენია და ის ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. თუ ეს დიქტატსა და მშობლის მკაცრ ტონში გადაიზარდა, ბავშვი ხდება გულჩათხრობილი, ჭირვეული, ჩაკეტილი. მაგრამ, თუ ბავშვი, მიუხედავად ყველაფრისა, არ ითვალისწინებს თქვენს რჩევა-დარიგებას და მაინც თავის ჭკუაზე დადის, მაშინ მისი დასჯა აუცილებელი ხდება. თუ როგორ დავსაჯოთ ბავშვი სწორად, ამასაც მშობლის მხრიდან სწორი მიდგომა უნდა. აუცილებელია, აუხსნათ მის კონკრეტულ ცუდ ქცევას რა მოჰყვება, როგორ აწყენინა მშობლებს, ბებია-ბაბუას, და-ძმას, და, არამც და არამც არ შეაშინოთ, რომ ბუა მოვა და წაიყვანს, ან პოლიციას გამოიძახებთ და დააჭერინებთ მის თავს, ან ბავშვთა სახლში ჩააბარებთ. უბრალოთ, შეაშინეთ იმით, რომ არ წაიყვანთ სასეირნოთ, არ უყიდით ნაყინს, სათამაშოს, არ წაუკითხავთ ზღაპარს, და ასე შემდეგ. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, აგრძნობინოთ შვილს, რომ მისი დანაშაულიც და სასჯელიც გაწუხებთ და გულს გტკენთ, რადგან მისთვის თქვენი ემოცია და განწყობა ძალიან შესამჩნევი და გასათვალისწინებელია. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ბავშვის დასჯა ოთახში მარტოდ ჩაკეტვით. ამ დროს შესაძლოა, ბავშვმა დანაშაულზე არ იფიქროს და მომავალში, უბრალოდ, მარტო დარჩენის შიშები დასჩემდეს.

ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბება ხდება მისი წახალისებით და ქებითაც. ეს საკმაოდ კარგი ეფექტის მომტანია. თუმცა უსაფუძვლო ქებამ და წახალისებამ, არ არის გამორიცხული, პირიქით, პატარაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მაგალითად, გაათამამოს და გაუჩინოს გრძნობა, რომ ის თავის თანატოლებზე კარგია, ჭკვიანი და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს მათგან. თუ ბავშვი საკუთარი ინიციატივით დაალაგებს თავის ოთახს, გარეცხავს ჭურჭელს ან წიგნებს თაროზე ლამაზად დააწყობს, წაახალისეთ, წაიყვანეთ მაღაზიაში და უყიდეთ შოკოლადი, ნაყინი ან სახატავი ფანქრები. აუცილებლად გაუსვით ხაზი, რომ ეს მისი ქცევის გამო დაიმსახურა. ან, უბრალოდ, მადლობა გადაუხადეთ, ან გამოთქვით სურვილი, მისი საყვარელი თამაში ეთამაშოთ, მასთან ერთად ხატოთ ან წაუკითხოთ საყვარელი წიგნი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირი და საფუძველს მოკლებული ქება კი, მას ზედმეტ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს საკუთარ თავზე. ნუ ეტყვით ხშირად, რომ ის ყველაზე კარგი ბავშვია, ყველაზე ლამაზი და ჭკვიანია. ესეც ცუდ გავლენას მოახდენს მასზე და მომავალში გაუჭირდება სხვისი აზრის გათვალისწინება, რჩევების მიღება და რეალობასთან შეგუება. 

 

 

скачать dle 11.3