კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარულის გეოგრაფია

სიყვარულის გეოგრაფია

სასიყვარულო ტრადიციები ზოგიერთ ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, გაგაოცებთ. თუმცა, ადგილობრივებისთვის განსაკუთრებული მათში არაფერია  

დავიწყოთ ნიგერიით – ბოროროს ტომში ყოველწლიურად ტარდება „სილამაზის კონკურსი“ ვაჟებს შორის. მონაწილეები საგულდაგულოდ იგრიმებიან და სათითაოდ ეჩვენებიან ტომის ათ ულამაზეს გოგონას. ყველაზე ლამაზ ჭაბუკს უფლება ეძლევა, ჟიურის წევრებიდან ამოირჩიოს ისინი, ვინც მას მოსწონს და იცხოვროს რამდენიმე პარტნიორთან ერთად ერთი თვის განმავლობაში. ჩვენს სილამაზის კონკურსებში ასეთი პრიზები არ არის.

კენია – ამ ქვეყანაში ახალგაზრდა გოგონას სიყვარულის შესახებ ყველაფერს მისი გვარის უხუცესი ქალი ასწავლის. ზოგჯერ „მასწავლებელი“ პირველ ღამეს ახალდაქორწინებულების საწოლის გვერდით ატარებს და ახალბედებს მითითებებს აძლევს. ძირითადად, რჩევებს პატარძალი იღებს. ახალგამომცხვარი ქმარი კი ვალდებულია, ერთი თვე ცოლის ტანსაცმლით იაროს. მიჩნეულია, რომ ეს მას დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რამდენი საზრუნავი აქვს ქალს ოჯახში.

ნეპალი – აქ მიღებულია მრავალქმრიანობა. ქალიშვილი ჯერ ოჯახის უფროს ვაჟიშვილზე თხოვდება... მერე უმცროსი ძმებიც იზრდებიან და მათაც უწევს ცოლობას. თუმცა, ყველაფერი მაინც მოლაპარაკებაზეა. ქალია მთავარი და როგორც ის იტყვის, ისე მოხდება.

იაპონია – ამომავალი მზის ქვეყანაში სიყვარულის თამაშები რთული და საინტერესოა. მამაკაცი მოქმედებს პრინციპით – ბატონობა და მორჩილება. მხოლოდ სიამოვნების მინიჭება პარტნიორისთვის, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

ფილიპინები – პირველ საქორწინო ღამეს ცოლ-ქმარს ინტიმური ურთიერთობა აკრძალული აქვთ. ამიტომ, ნეფე-პატარძალს უფლება აქვთ იმდენი ალკოჰოლი დალიონ, რამდენიც უნდათ, იმხიარულონ და გაერთონ, როგორც ესიამოვნებათ.

 

ოცნების ქვეყანა

გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში ოცნებობს, აღმოჩნდეს იაპონიაში. თუ პარიზი ლუვრია და ეიფელის კოშკი, ლონდონი – ბიგ ბენი, ტოკიოში ყველაფერი გაოცებთ. ხმაურიანი ღირსშესანიშნაობები აქ არ არის, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგალითად, ტოკიოში ერთ-ერთ სადგურ სიბუიაზე დგას ყველაზე ცნობილი იაპონელი ძაღლის, ხატიკოს ქანდაკება, რომელიც ყოველდღე ელოდებოდა პატრონს სამსახურიდან დაბრუნებისას. ის ერთხელაც არ დაბრუნდა – სამსახურში ინფარქტით გარდაიცვალა. ძაღლი 10 წელი, ფეხმოუცვლელად იჯდა სადგურზე, სანამ თვითონაც არ მოკვდა. ხატიკო იაპონიაში მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოა. შეყვარებულები ძაღლის ბრინჯაოს ქანდაკებასთან მიდიან და ერთდროულად ჰკიდებენ ხელს თათზე. ამის მერე მათ სიკვდილიც ვეღარ დააშორებთ.

ტოკიოს სატელევიზიო კოშკი მსოფლიოში ყველაზე მაღალია – 634 მეტრი. თუმცა, ამ სიმაღლიდანაც კი ტოკიოს ყველა უბანი არ ჩანს. გარდა რამდენიმე პანორამა მოედნისა, საიდანაც ქალაქის ხედებით ტკბობა შეიძლება. ტოკიოს ტელეკოშკში არის პლანეტარიუმი, აკვარიუმი, ათეული რესტორანი და 300 მაღაზია. ანუ, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრია.

საკმარისია, რომელიმე ხე აყვავდეს, რომ იაპონელებისთვის ზეიმის ხანა დგება. ალუბლის ყვავილობა ჩვეულებრივი დღესასწაულია. „საკურა“ აქ წმინდა ხეა. მისი ყვავილობა – უდიდესი მოვლენა.

ცენტრალურ პარკში – ხამარიკიუში ხეები ისეა დარგული, რომ მთელი წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, რაღაც აუცილებლად ყვავის.

განსაკუთრებულია ცუკიძი – თევზის ბაზარი, თავისი რესტორნებითურთ. სადაც ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ უცნაურ და იშვიათ კერძებს მოგართმევენ.

 

скачать dle 11.3