კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, არსებობს თუ არა შემოწირულობის სამართლებრივი განმარტება; დადებით შემთხვევაში, რა ითვლება შემოწირულობად და, შესაძლებელია თუ არა შეწირული ნივთის უკან გამოთხოვა სამართლებრივი გზით?

პასუხი:  განგიმარტავთ: მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც და, როდესაც ჩუქება ხორციელდება საერთო-სასარგებლო მიზნით, მას სამოქალაქო სამართალში ეწოდება შეწირულობა. ამასთან, პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია, მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იქნა ის დათქმული და, თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან გამოითხოვოს შეწირულობა.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, ჩაითვლება თუ არა ჩუქება ნამდვილად, როდესაც ის ზეპირი ფორმით განხორციელდა და არ არსებობს ჩუქების შესახებ წერილობითი დოკუმენტი, თუმცა, მოხდა ნაჩუქარი ნივთის დასაჩუქრებულისათვის ფაქტობრივი გადაცემა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. რაც შეეხება უძრავ ქონებას, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, თუ ნაჩუქარი ნივთი დასაჩუქრებულისათვის გადაცემულია, ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა მჩუქებელს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნების უფლება სასამართლოს მეშვეობით? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მჩუქებელს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ამასთან, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, პირისთვის საჩუქრის საჯაროდ, ზეპირი ფორმით დაპირებას აქვს თუ არა რაიმე სამართლებრივი ძალა და მნიშვნელობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ ის წერილობითი ფორმითაა დადებული, შესაბამისად, ზეპირი ფორმით საჩუქრის თუნდაც საჯაროდ  დაპირება ამგვარ ვალდებულებას არ წარმოშობს.

კითხვა:   ჩემი მეგობრის მიერ აღებული სესხისთვის გაწეული მაქვს თავდებობა, რაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაში.  მეგობარი არ იხდის სესხს, რის გამოც სესხის გამცემმა შემატყობინა, რომ ვალის ამოღებას ჩემგან აპირებს. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება, უარი განვაცხადო მეგობრის ვალის გადახდაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავდები პირი ვარ? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თავდებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. შესაბამისად, თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვთ უარის თქმის უფლება, თუ კრედიტორი არ ცდილობს თქვენი მეგობრისგან ვალის იძულებით აღსრულებას.

скачать dle 11.3