კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რთულია თუ არა ოთახის პირობებში ვარდის გახარება, როგორი პირობები შევუქმნა მას და რა საშუალებებით გავამრავლო ის?

პასუხი: ძველი დროიდან მოყოლებული, დღემდე ვარდი ყვავილების დედოფლად მოიაზრება. ის ოთახის პირობებში ძალიან ჭირვეული და რთული მოსავლელი ხდება. მას სჭირდება კარგად განათებული ფანჯარა, უმჯობესია, იყოს მზის პირდაპირი სხივები და სუფთა ჰაერი. არ უყვარს გადახურება და გამოშრობა. გაზაფხულიდან შეგიძლიათ, მცენარე აივანზე გაიტანოთ. პირდაპირი განათება და გრილი ჰაერი მისი უპირველესი მოთხოვნილებაა. ფოთლების უეცარი ჩამოყრის შემთხვევაში, აუცილებლად შეამოწმეთ მიწის კომი – შესაძლებელია, მას ნიადაგი გამოუშრა, ან, შეიძლება, ამის მიზეზი იყოს მწერების უეცარი თავდასხმა. ვარდის გახარებაზე, ასევე, ცუდად მოქმედებს ტემპერატურის უეცარი ვარდნა და განათების ცვალებადობა. 

 ვეგეტაციის პერიოდში, კვირაში ერთხელ, მცენარეს მიაწოდეთ ორგანული და მინერალური სასუქები. ზრდისა და აყვავილების პერიოდში კი მორწყეთ ინტენსიურად – მთავარია, მიწის კომი არ გამოშრეს; სასურველია ყოველდღიურად წყლის შეპკურებაც. აგვისტოს მეორე ნახევრიდან მორწყვას უნდა მოუკლოთ. თუ გსურთ, რომ ვარდმა გაზაფხულის დასაწყისშივე იყვავილოს, სავალდებულოა ზამთარში კარგი სითბო და დამატებითი სინათლის წყარო, ანუ – განათება. 

 ვარდის კარგად გასახარებლად საჭიროა მისი გაკრეჭა. შემდეგი წლის ყვავილობისთვის არ არის აუცილებელი ნიადაგის მთლიანად გამოცვლა, მხოლოდ ზედა ფენა შეუცვალეთ – ეს სრულიად საკმარისი იქნება. 

როდესაც მცენარე ზრდას დაიწყებს, აუცილებელია მორწყვის განახლება და დამატებითი სასუქების მიწოდება. თუ გსურთ, რომ ყვავილობა კარგი ჰქონდეს, მოაწყვიტეთ 2-3 ბუტონი. დაყვავილებული ყვავილებიც სწრაფად მოაცილეთ ხოლმე. 

 ვარდი ძირითადად მრავლდება კალმით. სრულყოფილი და ჯანმრთელი ნერგის მისაღებად საჭიროა დაკალმების პერიოდის სწორად შერჩევა. ყველაზე კარგი ხარისხის კალამი გამოდის ფანქრისოდენა მოყვავილე ღეროებიდან 2-3 კვირტის დატოვებით. თუ აჭრილი კალამი მაშინვე არ დააკალმეთ, შედეგი სასურველი არ იქნება. 18 გრადუსის ქვემოთ, ვარდი საერთოდ არ დაკალმდება. მის კალამს მუდმივად უნდა შეუნარჩუნოთ ტენიანობა და ნიადაგში უნდა შედიოდეს ტორფი და ქვიშა. 

გაითვალისწინეთ, ვარდს ყველაზე ხშირად უჩნდება ობობა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ეს მცენარე კარგად იტანს სპირტის ხსნარს და ასევე უყვარს ულტრაიისფერი დასხივება. 

კითხვა: როგორ მოვუაროთ სუროს და რა პირობები შევუქმნა მას?

პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოუშრობთ, თორემ, ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც; კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. ის დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ, სურო სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე, თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და, გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.

 

 

скачать dle 11.3