კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაჭრა მამაკაცმა მეგობრის ცოლი და რა დატოვა მან შემთხვევის ადგილზე

41  წლის კახა წ-ძეს, რომელიც წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მეგობრის ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  დანაშაულის ჩადენის მოტივი, რომელიც განსასჯელმა სასამართლოზეც ისევე დაადასტურა, როგორც  წინასწარ გამოძიებაში,  სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია. განსასჯელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა დაზარალებული ქალბატონის შვილმა, 24 წლის გოგონამ, რომელიც ინციდენტის  თვითმხილველი შემთხვევით აღმოჩნდა  და ამტკიცებდა, რომ მამაკაცმა დანაშაული  ჩაიდინა არა აფექტურ მდგომარეობაში,  როგორც ამას თავად განმარტვდა, არამედ, წინასწარი განზრახვით  და მეგობრის ცოლთან ანგარიშის გასასწორებლად შეიარაღებული მივიდა.  იმის მიუხედავად, რომ კახა წ-ძე თავად გამოცხადდა პოლიციაში დანაშაულის აღიარების მიზნით, სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებებად არ ჩათვალა მისი დაცვის მხარის მიერ წამოყენებული არგუმენტები,   მამაკაცი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომლითაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.    

   ინციდენტი, რომელსაც 45 წლის ნანა მ-ძის მძიმედ დაჭრა მოჰყვა, დაზარალებულის ნათესავი ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.   სწორედ ამ ბინაში ემალებოდა ნანა მ-ძე 41 წლის კახა წ-ძეს ორი თვის განმავლობაში, რადგან ქალს მამაკაცთან და მის ცოლთან იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული დავა ჰქონდა.   ნანა კახას  ბავშვობის მეგობრის მეუღლე და მისი შვილის ნათლია იყო.  ქალს ახლო მეგობრობა ჰქონდა  კახა წ-ძის ცოლთან: მათ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდათ საერთო ბიზნესი – სილამაზის სალონი,  რასაც ქალებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით საქმის გარჩევაში მათი ქმრებიც ჩაერივნენ, რაც მძიმე  დანაშაულით – ახალგაზრდა ქალის მძიმედ დაჭრით დასრულდა.     

   გამოძიების მასალებით, კახა წ-ძემ  ქალს გულ-მკერდის არეში ჯერ  ორი  ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ყური ჩამოათალა. 

ამონაწერი თეა  გ-შვილის ჩვენებიდან: 

„ბოლო ორი თვე დედა ნათესავის სახლში იმალებოდა, რადგან იცოდა, რომ კახა მოკვლით ემუქრებოდა. იმ დღეს დედა არ მელოდა, შემთხვევით მივედი სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს ბინაში კახა წ-ძე იყო მისული. დედას საჭმელი მივუტანე და კარზე ზარი დავრეკე, მაგრამ კარი ღია დამხვდა.  სახლში შევედი და სასტუმრო ოთახში ძირს დავარდნილი დედა დავინახე. ჯერ ვერ მივხვდი, რა მოხდა, ახლოს მისულმა სისხლი დავინახე. უცებ სამზარეულოს კართან კახას შევეფეთე, რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა და სისხლიან ხელ-პირს  საკუთარი მაისურით იწმენდდა.  ზურგიდან  მივვარდი, მაგრამ, ხელი მკრა და უკან გადამაგდო. თავი მაგიდას დავარტყი და გონება დავკარგე. ალბათ, რამდენიმე წამი ვიყავი გონდაკარგული, რადგან, როცა თვალი გავახილე, კახა ჩემთან ძალიან ახლოს იდგა.  სისხლიანი დანა ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, რომ მეც მომკლავდა.   დავინახე  პისტოლეტიც, რომელიც იქვე, დედაჩემის გვერდით  ეგდო იატაკზე. როგორც კი  კახამ  შენიშნა, რომ მე  ცეცლსასროლი იარაღი დავინახე, პისტოლეტი აიღო,  დედას  გადააბიჯა და ოთახიდან სამზარეულოს გავლით  გავიდა, რადგან, მეორე მხარეს გასასვლელი მე მქონდა დაკეტილი.  ძლივს მოვახერხე  ფეხზე წამოდგომა. დედა სულ სისხლიანი იყო და  გონება დაკარგული ჰქონდა.  სისხლი მოსდიოდა  ყურიდანაც, მისი ყურის ბიბილო კი იქვე ეგდო. ფანჯარა გავაღე და  კივილი დავიწყე. 

დაჭრილ ნანა მ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მას  ორი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.  დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში  პოლიციაში დანაშაულის აღიარებით გამოცხადდა კახა  წ-ძე, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაული შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, კახა წ-ძემ კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ნანა მ-ძის მეშვეობით დაკარგა და ცოლ-შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩა, რაც ოჯახის ახლობელ ქალს არ აპატია. საქმის მასალების მიხედვით, ნანა მ-ძეს კახა წ-ძის ცოლთან ერთად სილამაზის სალონი ჰქონდა. პარალელურად  ქალებმა ჰოსტელის გახსნა გადაწყვიტეს და ნანა მ-ძემ ჰოსტელი კახა წ-ძის კუთვნილ ბინაში გახსნა. იპოთეკური კრედიტი მან კახა წ-ძის ბინის გირავნობით აიღო, მაგრამ, ქალებმა იპოთეკური სესხის გადახდა ვეღარ შეძლეს და რამდენიმე თვეში კახა წ-ძემ და მისმა მეუღლემ კუთვნილი ბინა დაკარგეს.  ამას ორ ოჯახს შორის დაპირისპირება მოჰყვა – კახა წ-ძე ჯერ მეგობარს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მის მეუღლეს – ნანა მ-ძეს. ის რამდენჯერმე მიუვარდა ყოფილ საქმიან პარტნიორებს სახლში და დაულეწა საოჯახო ნივთები, რის შემდეგაც უკვე ქმართანაც დაპირისპირებული ნანა მ-ძე იძულებული გახდა, ნათესავის ბინაში  შეხიზნულიყო. კახა წ-ძე ოჯახისგან ბინის გაყიდვას მოითხოვდა იმ მოტივით, რომ ჩემს ცოლს ბინა თაღლითურად დააკარგვინეთ და სანაცვლოდ ვალი თქვენი  ბინით უნდა გადაიხადოთო. მამაკაცებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე გახდა მათი საერთო ნაცნობების გარჩევის თემა, კახა  წ-ძის მეუღლე  სასამართლოში  გეგმავდა ყოფილ ბიზნესპარტნიორთან საქმის გარკვევას, მაგრამ კახა წ-ძემ  ცოლს საქმის სამართლებრივი  წარმართვა   არ აცალა და ყოფილი მეგობრის ცოლს – თავისი შვილის ნათლიას, თავად გაუსწორდა.  სასამართლო პროცესზე დანაშაულის თვითმხილველი, დაზარალებულის შვილი ამტკიცებდა, რომ კახა წ-ძე ცეცხლსასროლი იარაღითაც იყო შეიარაღებული და საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დაუვარდა კახა წ-ძეს შემთხვევის ადგილზე პისტოლეტი, რომელიც მას არ გამოუყენებია. განსასჯელმა კახა წ-ძემ  სასამართლოზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა კი უარყო. მისი განცხადებით, ნანას მოკვლა არ ჰქონდა გამიზნული, დანა მხოლოდ მის შესაშინებლად წაიღო და მისი გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქალმა მას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ამონაწერი განსასჯელის ჩვენებიდან: 

„ნანა ჩემთან საუბარში თავის დანაშაულს არ აღიარებდა, უფრო მეტიც, დამცინა კიდეც. დანა ორჯერ დავარტყი, ძირს დავარდნილს ზემოდან მოვექეცი და მის ყურზე დიდი ზომის ძვირფასი საყურე დავინახე. ისეთი არაადეკვატური ვიყავი, რომ იმავე დანით ყურის ბიბილო მოვაჭერი. რას ვაკეთებდი, გაცნობიერებული არ მქონდა”. 

გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო კახა წ-ძის კუთვნილი დანა, რომლითაც მძიმე დანაშაული იყო ჩადენილი. ის დამანშავეს კარადის ქვეშ შეეგდო, როგორც თავად განმარტა, არა დამალვის მიზნით, არამედ, ინსტინქტურად.    კახა წ-ძემ  საკუთარი  ქმედება მძიმე ემოციური მდგომარეობით ახსნა, თუმცა,  სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ჩადენის დროს განსასჯელი არ იმყოფებოდა აფექტურ მდგომარეობაში. მან დანაშაული ჩაიდინა  ბინის დაკარგვიდან ორი  თვის შემდეგ და ამ პერიოდის  განმავლობაში  რამდენჯერმე შეხვდა ქალს, რომლის მკვლელობის მცდელობისთვისაც ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.  

 

скачать dle 11.3