კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი გენიოსის მიერ დასმული თვითმფრინავიდან ბოროტმოქმედებმა 20 მილიონი მანეთი და 500 კილოგრამი ოქრო გაიტაცეს

ნორჩი ტექნიკოსი

1963 წლის მაისში, 13 წლის თბილისელმა მოსწავლემ ანდრო გაბელიამ მოსკოვში გამართულ ნორჩ ტექნიკოსთა საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა – მის მიერ აწყობილმა მოკლეტალღურმა რადიოგადამცემმა პირველი ადგილი მოიპოვა და საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერების აღტაცება დაიმსახურა. გამარჯვებული ქართველი მოსწავლე საკავშირო პიონერული ბანაკის, „არტეკის“ საგზურით დააჯილდოვეს და ივნისში პატარა ანდრო ერთი თვით ყირიმში გაემგზავრა. ანდრომ „არტეკშიც“ იყოჩაღა და საქვეყნოდ ცნობილ ბანაკში მრავალფუნქციური რადიოკვანძი ჩამოაყალიბა. ამის გამო „არტეკის“ დირექციამ ანდროს კიდევ ორი თვით გაუგრძელა ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა და მთელი ზაფხული მან ყირიმის ნახევარკუნძულის ამ მშვენიერ კუთხეში გაატარა. თბილისში დაბრუნებულ ანდრო გაბელიას „არტეკიდან“ მადლობის წერილი და დიდი წითელი დიპლომი მოუვიდა სკოლაში. ამიტომ, ისედაც კარგად ცნობილი და პოპულარული ანდრო, კიდევ უფრო დაფასებული გახდა და სკოლის დირექტორი სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. არანაკლებად ხარობდნენ  თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა სასახლის „ნორჩი ტექნიკოსის” წრის წევრებიც, რადგან „არტეკიდან“ მათაც მოუვიდათ ანდროს ქების წერილი. ერთი სიტყვით, ვუნდერკინდ ქართველ ნორჩ ტექნიკოსს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

საგანგებო აღრიცხვა

პირველი დიდი წარმატების შემდეგ, პატარა ანდროს ცხოვრება აღმავალი ნიშნით წარიმართა და სკოლის დამთავრებამდე, მრავალი საკავშირო ჯილდო დაიმსახურა. 1966 წლის დეკემბერში კი, ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ჭაბუკ რადიომოყვარულთა კონკურსზე, ანდროს აწყობილმა პორტატულმა რადიომოწყობლობამ დიდი ოქროს მედალი და საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილი დაიმსახურა. მოსკოვში დაბრუნებულ ქართველ ჭაბუკს ცნობილი საბჭოთა რადიოინჟინერი, აკადემიკოსი პავლე კუკუშკინი შეხვდა, გაესაუბრა, აღრთოვანებული დარჩა და თავის კოლეგებს უთხრა:

– ამხანაგებო, გარწმუნებთ, რომ ეს გენიოსი ჭაბუკი სულ რაღაც ათ წელიწადში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი დარგის განვითარებაში.

თბილისში დაბრუნებულ ანდროს, რომელიც სულ რაღაც 17 წლის იყო, როგორც დიდსა და ავტორიტეტულ ადამიანს, ისე ეპყრობოდნენ, პატივს სცემდნენ და ჭკუას ეკითხებოდნენ. ანდრო კი სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის და მოსკოვის, ბაუმანის სახელობის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად ემზადებოდა. მან, რა თქმა უნდა, წარმატებით დაძლია სასკოლო გამოცდები და მოსკოვში ჩასაბარებელი გამოცდების საგნების გაძლიერებულ სწავლებაზე გადავიდა. 1967 წლის ივლისის მიწურულს ანდრო მოსკოვში გასამგზავრებლად ემზადებოდა. 24 ივლისს, სახლში მას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის რადიოტექნიკური განყოფილების თანამშრომლები და გამომძიებლები ეწვივნენ. მის ეზოსთან კი პელენგატორიანი რადიოფურგონი იდგა. სწორედ მისი მეშვეობით იპოვეს ანდრო. საქმე კი ის იყო, რომ 23 ივლისის ღამეს, თბილისისკენ მომავალმა თვითმფრინავმა, რომელსაც „ცეკას“ პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე მოჰყავდა, აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო და კვლავ მოსკოვში გაფრინდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სამთავრობო რადიოხაზები უცნობი სიგნალებით იყო დაბლოკილი და აეროდისპეტჩერები თვითმფრინავის დასმას ვერ ახერხებდნენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომელსაც საბოტაჟისა და ტერორიზმის სუნი ასდიოდა. ამიტომ, საქმეში „კაგებე“ ჩაერთო. „ჩეკისტებმა“ ბევრი ოფლი დაღვარეს, სანამ ნორჩ რადიოხულიგანს მიაგნებდნენ. შემდეგ ის „კაგებეს“ შენობაში, საგანგებო აღრიცხვაზე აიყვანეს და ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენდა. ანდრო მეორე დღეს გამოუშვეს. ორ დღეში კი ანდრო გაბელია და მამამისი მოსკოვში გაემგზავრნენ. ანდრომ წარმატებით დაძლია ურთულესი გამოცდები და 17 წლის ასაკში ბაუმანის სახელობის ინსტიტუტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა ამ სასწავლებლის ისტორიაში.

გენიალური გამოგონება

ბაუმანის სახელობის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ანდრო გაბელია აკადემიკოს პავლე კუკუშკინის უსაყვარლესი სტუდენტი იყო. ღვაწლმოსილი საბჭოთა მეცნიერი, შვილიშვილის ტოლა ბიჭს ღრმა პატივისცემის ნიშნად მამის სახელით მიმართავდა – ანდრო ივანიჩს ეძახდა... საქვეყნოდ ცნობილმა საბჭოთა რადიომეცნიერმა ანდროს თავისი ლაბორაოტორია დაუთმო, სადაც ქართველი ყმაწვილი სხვადასხვა ცდას ატარებდა. 1971 წელს, 21 წლის მეოთხე კურსელმა ანდრო გაბელიამ უნიკალური რადიოპულტი შექმნა, რომელსაც სხვადასხვა სიხშირის სიგნალების დაჭერა, გარდაქმნა და მართვა შეეძლო. ეს იყო გენიალური გამოგონება, რომელიც მაშინვე გაასაიდუმლოეს, სამხედრო-საავიაციო და სარაკეტო მრეწველობაში დანერგეს და დღემდე იყენებენ. ანდრო გაბელიამ დროზე ადრე მიიღო ინსტიტუტის დიპლომი, ხოლო მის სადიპლომო ნაშრომს საკანდიდატო ხარისხი მიანიჭეს. 22 წლის ქართველი ახალგაზრდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. ამ დამსახურებისთვის ანდროს ოთხოთახიანი ბინა მისცეს მოსკოვში და ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ რადიოლაბორატორიაში გაამწესეს სამუშაოდ, რომელსაც აკადემიკოსი კუკუშკინი კურირებდა.

უპრეცედენტო ძარცვა

აკადემიკოს პავლე კუკუშკინს ორი ქალიშვილი ჰყავდა – ალა და ნატა. 26 წლის ალა ანდროს უყვარდა და ყოველმხრივ ცდილობდა მისი გულის მონადირებას. ალა კი სულ სხვა ადამიანი იყო, კრიმინალური მენტალიტეტით და როგორც თვითონ მოგვიანებით აღიარა, „დიდ საქმეზე“ ოცნებობდა. პირმშვენიერი გოგონა სახელმწიფო ბანკში მუშაობდა და ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფთან იყო დაკავშირებული. ჯგუფს 36 წლის ყოფილი სამხედრო ლეიტენანტი რომან კაზანცევი ხელმძღვანელობდა. სწორედ რომანის საყვარელი იყო ალა და აკადემიკოსის ქალიშვილი კაზანცევის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. რომანმა ანდროს შესახებ ალასგან იცოდა და ხშირად დასცინოდა შეყვარებულ ქართველ ახალგაზრდას. ერთ მშვენიერ დღეს ალამ რომან კაზანცევს უთხრა.

– როგორც იქნა, ჩვენს ქუჩაზეც მოვიდა ზეიმი. რაზეც ეს წლები ვოცნებობდით, რეალური ხდება და თუკი ყველაფერს ზუსტად შევასრულებთ, დიდი კუში ჩვენი იქნება.

ალამ კაზანცევს უამბო, რომ 1972 წლის 4 ივნისს მოსკოვიდან კიევში საბჭოთა კავშირის ფინანსთა სამინისტროს პატარა კუთვნილი თვითმფრინავი უნდა გაფრენილიყო. თვითმფრინავში 20 მილიონი მანეთი, 500 კილოგრამი ოქრო და ფინანსური დოკუმენტაცია იქნებოდა. ქალმა რომანს ამ თვითმფრინავის გაძარცვა შესთავაზა.

– კი მაგრამ, როგორ უნდა გაძარცვო ეგ თვითმფრინავი, მას ხომ გაძლიერებული დაცვა ეყოლება და აეროპორტამდეც კი არავინ მიგასუნინებს, – უთხრა რომანმა ალას.

– დაცვა მას მხოლოდ  აეროპორტამდე მიაცილებს და კიევში დახვდება. ჩვენ ის ჰაერში უნდა მოვხსნათ, – მიუგო ალამ, რაზეც რომანმა  უთხრა:

– შენ, მგონი, შეიშალე, ჩემო გოგონა და „დიდი საქმის“ იდეაფიქსმა რეალობას მოგწყვიტა.

– სულაც არა, – გაეცინა ალას და დაამატა, – თვითმფრინავს მოსკოვიდან 160 კილომეტრით დაშორებულ, მიტოვებულ სამხედრო აეროდრომზე დავსვამთ. შენ და შენი „არწივები“ კი მას იქ დახვდებით და გაძარცვავთ.

– ჰო, დასვამ... ხელს ჩაავლებ და დასვამ ან უბრძანებ: დაჯექიო და დაჯდება, – აბუჩად აიგდო კაზანცევმა ალა. გოგონამ კი მშვიდად უთხრა:

– თვითმფრინავს ჩემი „პაკლონიკი“ ანდრო დასვამს. მან სპეციალური მოწყობილობა გამოიგონა და მე რომ ვეტყვი, შეასრულებს.

1972 წლის 4 ივნისს, დილის 9 საათსა და 47 წუთზე, ანდრო გაბელიამ თვითმფრინავი მიტოვებულ აეროდრომზე დასვა თავისი მოწყობილობის მეშვეობით. კაზანცევმა და მისმა ბანდამ ის ხუთ წუთში „გაასუფთავეს“, ფული და ოქრო გატაცებულ სამხედრო მანქანაზე დატვირთეს და გაუჩინარდნენ.

მოსკოვის მახლობლად განხორციელებული დანაშაული იყო უპრეცედენტო ძარცვა თავისი მასშტაბებითა და რაც მთავარია, შესრულების მხრივ. თუმცა, ამ დანაშაულის ყველა მონაწილე „კაგებემ“ ორ დღეში დააპატიმრა. პირველად ანდრო გაბელია აიყვანეს, შემდეგ კი ალა და კაზანცევი თავისი შეიარაღებული ბანდით.

ყოფილ სამხედროსა და მის ბანდიტებს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ალა კუკუშკინას პირობითი ხუთწლიანი სასჯელი გამოუტანეს და გაძლიერებული მეთვალყურეობა დაუწესეს. გენიალური ქართველი რადიომეცნიერი კი „კაგებემ“ ისე გაასაიდუმლოა, მისი ადგილსამყოფელი სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა.

ანდრო გაბელია დღესაც ცოცხალია, რუსეთში ცხოვრობს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მუშაობს.

 

скачать dle 11.3