კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გაზაფხულობით მიჩნდება ჭორფლი, მაგრამ, თუ მაშინვე არ მივიღე ზომები, შემოდგომამდე მიმუქდება ხოლმე. გთხოვთ, მასწავლოთ რამე შინაური მეთოდი მათ გასაბაცებლად.

პასუხი: გთავაზობთ სამ რეცეპტს:

1) 1 ჩაის კოვზ ცაცხვის გამხმარ ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული დადგით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, ნაყენში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და მასში დასველებული დოლბანდის ტამპონით გაიწმინდეთ პრობლემური ადგილები დღეში 3-ჯერ (გაწმენდის შემდეგ არ ჩამოიბანოთ).

2) 1 საშუალო ზომის კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 2 ჩაის კოვზი არაჟანი (ან 1 სადილის კოვზი ხაჭო და 2 სადილის კოვზი კეფირი), წაისვით პრობლემურ ადგილებზე და წამოწექით. 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

3) ერთმანეთს შეურიეთ 3 სადილის კოვზი წითელი მოცხარი და 3 სადილის კოვზი მარწყვის წვენი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კეფირი (ან მაწონი). წაისვით ეს ნაზავი ბამბის ტამპონით და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლის ჩამოიბანეთ.

ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.

კითხვა: რატომ არ არის რეკომენდებული დღის მაკიაჟის გაკეთების დროს მუქი რუჟის წასმა?

პასუხი: მუქი რუჟი ვიზუალურად აბერებს სახეს და ეს დღის სინათლეზე უფრო აშკარად ჩანს. გარდა ამისა, თითქმის ყავისფერი ან მუქი შინდისფერი ღაწვები არაბუნებრივად და ხშირად სასაცილოდაც კი გამოიყურება.

კითხვა: როგორ გავიზარდო ტუჩების მოცულობა სახლის პირობებში ისე, რომ ბუნებრივადაც გამოიყურებოდეს და ჯანმრთელობისთვისაც არ იყო საზიანო?

პასუხი: ტუჩებზე თხელ ფენად გადაისვით კარგი ხარისხის პუდრი და შემდეგ წაისვით პომადა. კონტური კი გაიკეთეთ თქვენი ტუჩის საცხის ფერის ფანქრით.

 

 

скачать dle 11.3