კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მთავარია, მოვიდეს...

 

ჩვენ მას ვეძებთ, ველოდებით, ვჩქარობთ... ვცდილობთ, ხელში მოვიგდოთ როგორც ბედნიერების „ლურჯი ფრინველი” და, ერთხელაც, მოდის – თავისით და დაუპატიჟებლად, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელადაც კი და გვაფრთხობს. დადგენილია, რომ შეყვარებული ქალები ორნახევარჯერ უფრო ხშირად იღიმებიან, ეფექტურადაც გამოიყურებიან და, საკუთარ თავში დარწმუნებულები, არასდროს წუწუნებენ... სიყვარული აუცილებელია ჩვენი ნორმალური არსებობისთვის. ვცდებით, როცა გვეშინია დიდი გრძნობის და საკუთარ თავს სიყვარულს ვუკრძალავთ.

რისი გვეშინია? იმის, რომ, შეიძლება, ჩვენი სიყვარული უპასუხოდ დარჩეს? მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი?! თუკი ეს გრძნობა ისევ ჩვენი პიროვნების რეალიზაციისთვის არის საჭირო და თუნდაც ცოტა ხნით გვაგრძნობინებს ბედნიერებას, რატომ უნდა ვთქვათ უარი ამაზე?!

მთავარია, მოვიდეს, მთავარია, ავივსოთ ამ ფერადი, მრავლისმომცემი გრძნობით; მთავარია, გაგვიხალისოს ყოველდღიური ერთფეროვნება და სხვანაირად დაგვანახვოს ცხოვრება, გაგვავსოს მომავლის რწმენით და პოზიტივით დაგვმუხტოს და, მერე თუნდაც წავიდეს, ის ისევ მოვა, მოვა აუცილებლად და, ერთხელაც, სამუდამოდ დარჩება თქვენთან...

 

მიზეზები სიხარულისთვის

 

თუ ცხოვრება გიხარია, მაშინ, გაცილებით მარტივია შენთვის მძიმე ყოველდღიურობაც კი. არადა, არცთუ ცოტა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ პატარ-პატარა სიხარულები არ მოვიკლოთ. მაგრამ, რატომღაც, აბსოლუტურად სხვანაირად ვიქცევით: ჩვენივე თავის საზიანოდ ვწუწუნებთ, ვითმენთ ან ვერ ვითმენთ... ვიტანჯებით, ზოგჯერ თავადაც არ ვიცით, რატომ... რა ხდება? რატომ ვერ მიდის ჩვენი ცხოვრება იმ მიმართულებით, რაც გვინდა და რაზეც ვოცნებობთ? რა უნდა ვქნათ, რომ ყოველდღიურობა სიხარულით შევივსოთ?..

დავიწყოთ იმით, რომ ხშირად საერთოდ ვაუფასურებთ საკუთარ პერსონას – იმას, რაც როდესმე გვიკეთებია, წყალში ვყრით და მერე გული გვწყდება, რომ სხვა ადამიანები, მათ შორის ოჯახის წევრებიც, სერიოზულად აღარ აღგვიქვამენ. ვამბობთ, რომ ცუდად გამოვიყურებით, ვწუწუნებთ, მერე კი ვითხოვთ, ვინმეს მოვეწონოთ და კომპლიმენტი გვითხრას.

ფსიქოლოგიაში არ არსებობს „ცუდი“ და „კარგი“ ემოცია.

ყველა ჩვენი გრძნობა და ემოცია ბუნებრივია და კონტროლს არ ექვემდებარება. რა თქმა უნდა, სრული უფლება გვაქვს, ვიდარდოთ, ვინერვიულოთ, ვიტიროთ კიდეც, მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რა მოჰყვება ამას: ნელ-ნელა დავკარგავთ თვითშეფასების უნარს; შეუცნობლად ავუკრძალავთ საკუთარ თავს სიხარულს და, ისე ვიქცევით უბედურ, უიღბლო არსებებად, ვერც კი შევამჩნევთ, ეს როდის ან როგორ მოხდა.

ისინი, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარშემო მყოფებს თავი წარმატებულად და იღბლიანად მოაჩვენონ, ბოლოს ხდებიან კიდეც ასეთები. ნურასოდეს შეგეშინდებათ  წარუმატებლობის, ეს არ არის და ვერ იქნება ქვეყნიერების აღსასრული. შეხვდით ხვალინდელ დღეს მომავლის, უკეთესი ცხოვრების იმედით და აუცილებლად იქნებით ბედნიერი. თან, იმასაც ისწავლით, როგორ უნდა აღმოაჩინოთ თქვენს ყოველდღიურობაში უამრავი მიზეზი სიხარულისთვის.

 

არავითარი იდეალიზმი...

 

ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს წარსულის იდეალიზება. მათ ავიწყდებათ მარტივი ჭეშმარიტება: ის, ვინც წარსულით ცხოვრობს, მუდმივად დეპრესიაშია. მშვიდადაა ის, ვინც დღევანდელი დღით ცხოვრობს. ეს ისე არ უნდა გაიგოთ, რომ მომავალზე საერთოდ არ იფიქროთ. არსებობს ჯანსაღი აზროვნებისა და ცხოვრების სწორად წარმართვის ოთხი პრინციპი:

1. იყავით ყოველთვის გულწრფელი, უპირველესად, საკუთარ თავთან. საუბრისას ახლობელ ადამიანთან ილაპარაკეთ კონკრეტულად, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ გაცილებით მძიმე სიტუაციაში ჩაიგდებთ თავს, თუკი კრიტიკულ მომენტში სიმართლეს დაემალებით. იქ, სადაც იმედი არარეალურია, ნუ გასცემთ ამ იმედს, რათა თავიდან აიცილოთ მტკივნეული დარტყმა.

2. ნუ დაიბოღმებით და ნუ ჩაიდებთ გულში შურისძიებას. ანგარიშსწორება უზარმაზარი ნეგატიური ენერგიის აკუმულირებას ახდენს, რომელიც ისევ თქვენ გაზარალებთ. ნურც თქვენ მიიყენებთ ტკივილს და ნურც სხვას ატკენთ გულს. წყენის დავიწყება შეიძლება.

3. დააფასეთ ის, რაც კარგი იყო და არის. ამ ყველაფრის გახსენება განწყობას გაგიუმჯობესებთ და ხვალის იმედს ჩაგინერგავთ. გქონდეთ მადლიერების განცდა. ეს ძალიან დადებითი ემოციების მომტანია.

4. შეებრძოლეთ ტკივილს და აჯობეთ მას, რაც გაგაძლიერებთ და საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ. მხოლოდ ასე შეძლებთ გათავისუფლდეთ მტანჯველი წარსულისგან.

 

მთავარი პრიორიტეტებია

 

აუცილებელი არ არის, ექსპერიმენტატორი იყო და ყველა სიახლე საკუთარ თავზე გამოსცადო. თუმცა, განახლებისკენ, ცვლილებებისკენ ლტოლვა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება. მთავარია, პრიორიტეტები იყოს სწორად დანახული და შერჩეული.

დაიწყეთ სულ მარტივით – თქვენი ჩაცმის სტილით და იმიჯით. კარგად დააკვირდით საკუთარ თავს. წუწუნით და იმის ლაპარაკით, რომ არ ხართ ლამაზი და მიმზიდველი, დროსაც ტყუილად დაკარგავთ და ნერვებიც მოგეშლებათ. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა შეგიძლიათ, რომ საკუთარი თავი თქვენვე მოგწონდეთ. თუ მუქი ფერებისკენ გაქვთ მიდრეკილება, სცადეთ და გარდერობი ცოტა გაიფერადეთ. გამოიჩინეთ სითამამე და არ შეგეშინდეთ იმის, რომ შეიძლება, სარკეში სხვა ადამიანი დაინახოთ. ეს არ არის პრობლემა. მთავარია, ის ფერები შეარჩიოთ, რომელიც, თქვენი აზრით, მართლა გიხდებათ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ფერად ტანსაცმელში აკურატულად გამოწყობილ, მოწესრიგებულ, თავდაჯერებულ ქალს, მამაკაცები უყურადღებოდ არ ტოვებენ.

ნუ შეეცდებით, რამდენიმე პრობლემის ერთად გადაწყვეტას. ეს გაგაღიზიანებთ და გაგანერვიულებთ. დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანით. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა წარმატების საწინდარია. რაც გაგამხნევებთ და წინსვლის მოტივაციას, ანუ კიდევ უფრო მეტის კეთების სურვილს გაგიჩენთ. დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, ახერხებენ საკუთარი ცხოვრების დალაგებას. აქედან ბედნიერებამდე ნახევარი ნაბიჯი რჩება.

 

სიყვარული გავიდა...

 

როცა ერთმანეთს შეხვდით, ორივე დარწმუნებული იყავით, რომ ეს ბედისწერა იყო და ერთმანეთს აღარაფერი დაგაშორებდათ. ისე კარგად გრძნობდით ერთად თავს, თითოეულ დღეს ბედნიერება და სიხარული მოჰქონდა... ხომ გჯეროდათ, რომ დიდხანს იცხოვრებით ხელიხელჩაკიდებულები. ვერც წარმოგედგინათ, რაზე შეიძლებოდა გეჩხუბათ... რას შეეძლო თქვენი იდილიის გაფუჭება... მაგრამ გავიდა დრო. ყოველდღიურობაში კამათი, კინკლაობა გახშირდა... ერთი-ორჯერ იჩხუბეთ კიდეც... მერე შერიგდით... ისევ იჩხუბეთ... ისევ შერიგდით და ერთ დღესაც აღმოაჩინეთ, რომ სიყვარული გაქრა... ის აღარ არსებობს და უკვე აღარც იცით, რატომ ხართ ერთად... ებღაუჭებით, არც კი იცით, რას... გაშვება გიჭირთ, თითქოს რაღაცის იმედი გაქვთ... ცრემლები... ტკივილი... სკანდალები... იქნებ დაფიქრდეთ, რატომ ინგრევთ ცხოვრებას. ხომ ხვდებით, შინაგანი ხმა ხომ გეუბნებათ, რომ ყველაფერი მორჩა! მოვიდა დრო, დაასრულოთ ურთიერთობა. თქვენ ერთმანეთი ამოწურეთ. დასხედით და გულახდილად დაელაპარაკეთ ერთმანეთს. ეს აუცილებელია. ოღონდ მშვიდად, არგუმენტირებულად. შეეცადეთ, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა ერთმანეთს. ეს გამოგივათ, თუ გრძნობა ორივეს გაგიქრათ. ბევრ მამაკაცს არ უყვარს გადაწყვეტილების მიღება. ელოდებიან, როდის გააკეთებს ქალი ამას მის მაგივრად, ხოლო, როცა გარემოება აიძულებთ, წერტილი დაუსვან ურთიერთობას, ისინი დაუმშვიდობებლად მიდიან...

скачать dle 11.3