კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ხარჯოთ ორგანიზმში დაგროვილი და მოჭარბებული ენერგია სწორად და როგორ ხდება სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა და ერთი ადამიანიდან მეორეზე ხასიათის გადაცემა

რამდენიმე თვის წინ ჩატარდა კვლევა, რომელშიც ცნობილი უცხოელი პარაფსიქოლოგები და მედიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. მათ არაერთი პაციენტი გამოიკვლიეს და საკმაოდ დასაფიქრებელი შედეგები დადეს.  კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ ავადმყოფობა ზემოდან მოვლენილი სასჯელია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი თავისი ქცევით იმსახურებს. როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ქალბატონი დალი ამბობს, ავადმყოფობა მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავის ენერგიას არასწორად ხარჯავს, არ ითვალისწინებს ეზოთერიკულ კანონებს და ყველაფერს ბედს ანდობს. 

 

– ქალბატონო დალი, ბევრს აწუხებს კითხვა: საიდან ჩნდება ესა თუ ის დაავადება, რატომ იჩენს ის თავს და, ზოგადად, რისი შედეგი შეიძლება იყოს ის? თქვენ ამ საკითხზე ეზოთერიკული კუთხით მუშაობთ და, იქნებ, გვიპასუხოთ ამ შეკითხვებზე?

– დიდი ხანია, ამ თემებზე ვმუშაობ და არაერთ ცნობილ უცხოელ პარაფსიქოლოგთან, ეზოთერიკოსთან თუ მედიკოსთან მქონდა შეხვედრები. უკვე აღარ არის სადავო, რომ ყველა დაავადება ბიოველის დაზიანებით იწყება, შემდეგ ეს გადადის ასტრალურ სხეულზე, შედის ფიზიკურ სხეულში და ფიქსირდება როგორც დაავადება. ენერგიის სწორად ხარჯვა კი სწორი ცხოვრების წესია და ეს ყველამ კარგად უნდა შევიგნოთ. ეს კვლევებმაც აჩვენა და, ფაქტია, რომ ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად დახარჯული ენერგია. 

– როგორ დავხარჯოთ მოჭარბებული ენერგია ისე, რომ ის დაავადებაში არ გადაიზარდოს?

– ჩვენ, ადამიანები, უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ, რომლის ხარჯვასაც, ძირითადად, ვერ ვახერხებთ. მოჭარბებული ენერგია კი, თუ მან გამოსავალი ვერ ნახა, ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას იწყებს. არსებობს მინიშნება დაავადების სახით, როცა ადამიანი იღებს გამოგზავნილ სასჯელსა და განსაცდელს. ეს ის დაავადებაა, რომელსაც შთაგონებისთვის გვიგზავნიან ზემოდან. დღეს ასეთი დაავადებით ხშირად ინფიცირდებიან არა მხოლოდ დიდები, არამედ, მოზარდებიც. ასეთი დაავადება არა მარტო გარშემო მყოფებს აშორებს საფრთხეს, არამედ, თავად ადამიანსაც იცავს უარესისგან. თუმცა, ყველა ავადმყოფობის მთავარი და საწყისი მიზეზი მაინც მოჭარბებული ენერგიის არასწორად ხარჯვაა. ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ, ასევე, შეიძლება, ოჯახის დანგრევამდე მიგვიყვანოს. მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის გამო ბევრი ცოლ-ქმარი იტანჯება. კონფლიქტის მიზეზი ბევრჯერ ელემენტარულია, მაგრამ, მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის მეთოდი. მაგალითად, ნორმალური ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც თავადვე იტანჯება და ავადმყოფურად განიცდის. ენერგია ორგანიზმიდან მუდმივად უნდა გაედინებოდეს. 

– ადამიანს აქვს იმის უნარი, ორგანიზმში მოჭარბებული ენერგია შეაკავოს და დათრგუნოს?

– შეკავების შემთხვევაში, ის აუცილებლად შეაწუხებს და დისკომფორტს შეუქმნის. მაგალითად, როდესაც თქვენ გვერდით ახლობელი მოიწყენს, იცოდეთ, რომ მას თქვენი ენერგია მოაკლდა. ამიტომ, მიუჯექით გვერდით, ბევრი ეფერეთ, შეეხეთ მის სხეულს ხელისგულებით და, დარწმუნებული იყავით, თქვენი ენერგიის ასეთი წესით გადაცემით, მას ხასიათზე მოიყვანთ. თუ გრძნობთ, რომ მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებთ, სანამ ის ფიზიკურ დაავადებაში გადავა, გირჩევთ, ბევრი დრო დაჰყოთ ბუნებაში, ხეების გვერდით; იაროთ ბალახზე ფეხშიშველმა და, უბრალოდ, ღრმად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სასიცოცხლო ძალების პერიოდულად აღდგენა აუცილებელია და ის ადამიანს შრომის უნარსა და სიცოცხლის ხალისს უორმაგებს. თუმცა, როგორ მოახერხონ ეს, ბევრმა არ იცის. სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია ვარჯიში, აგრეთვე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი და სასიამოვნო ემოციებით გავსებენ. ამისთვის ხანდახან განმარტოებაც კარგია. ყოველივე ამის ხარჯზე კი თქვენ შეძლებთ, ადვილად დაიცვათ თავი ენერგოვამპირის „შემოტევისგან,” აღიდგინოთ საკუთარი ენერგია, გახდეთ მეტად მშვიდი, ენერგიული და შრომისუნარიანი. ეს კი, დამეთანხმებით, ყველას გვჭირდება. 

– გამიგია, რომ თუ ადამიანს სასიცოცხლო ენერგიები აკლია, მას ხშირად ემართება „დეჟავუ.” კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ ადამიანთა 97 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ეს ამოუხსნელი გრძნობა. ფსიქიატრები ირწმუნებიან, რომ „დეჟავუს” ხშირი განცდა იწვევს ადამიანის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას. ეს სიმართლეა?

– „დეჟავუ” გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება, თითოქოს ეს სიტუაცია უკვე იყო და ახლა მეორდება; მართალია, დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი არასდროს მომხდარა, თუმცა,  შეგრძნება წარსულში კონკრეტული მომენტის ხილვისა, მას მაინც არ ტოვებს. როგორც წესი, ადამიანი ასეთ მომენტში გაურკვევლობაში ვარდება, აანალიზებს, რომ ეს არის არარეალური, თუმცა, დაჯერება მაინც უჭირს, რადგან, დეტალური სიზუსტით იცის, რა მოხდება შემდეგ წამებში. არის შემთხვევები, როდესაც „დეჟავუ” იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მის გონებას შოკურ მდგომარეობაში ტოვებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „დეჟავუს” ფენომენი ძალიან გავრცელებულია და, ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ეს ამოუხსნელი გრძნობა. „დეჟავუს” ხშირი განცდა მართლაც იწვევს ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას, რადგან, ის გამოწვეულია ტვინში მიმდინარე სხვადასხვა პროცესით, რომლებზეც პასუხისმგებელია აღქმისა და მეხსიერების უჯრედები. სხვათა შორის, „დეჟავუს” გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, სიზმრებიც იყოს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა რეალურად ხდება ფაქტი, რაზეც მას უფიქრია, გონებას კი ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, კადრებად „აუწყვია”, ფსიქიკა ამ დროს ვერ აღიდგენს წარსულს და ვარდება გაურკვევლობასა და ემოციაში, რაც „დეჟავუს“ თანმომყოლია. 

 

скачать dle 11.3