კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დასრულდა ქართველი მეზღვაურის სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის დროს და რატომ ინახავდა ის სიცოცხლის ბოლომდე სამი ქალის ფოტოსურათს

ქალაქ ქერჩში ცხოვრობს არაჩვეულებრივი ადამიანი – ვასილი ალექსანდრეს ძე კოსტოვსკი. წელს მას 85 წელი უსრულდება. ის დიდი ხანია, უძღვება პარტიზანთა და იატაკქვეშელთა კავშირს.

ჟურნალისტის შენიშვნა: მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიები, ალბათ, ერთ-ერთი მძიმე თემაა ჩემს რუბრიკაში. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის შემდეგ არაერთი ათწლეულია გასული, განსაცვიფრებელია, რომ სამამულო ომის დროს დაღუპულ ადამიანთა ისტორიები თითქოს ცოცხლდება და თავის ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს. სტატიაში მოყვანილი დაღუპული მეზღვაური რომანტიკულ გმირად მიმაჩნია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იბრძოდა  ფაშისტური რეჟიმის დასამხობად (რასაც შეეწირა კიდეც), არამედ იმიტომ, რომ, მკერდში ჭრილობის მიუხედავად, ჯიბეში საყვარელი ადამიანების ფოტო ჰქონდა შენახული. ამ ფაქტმა ისე ააღელვა სრულიად უცხო და სხვა ეროვნების ადამიანი, რომ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ქართველი მეზღვაურის ისტორიას თაობიდან თაობას გადასცემს.

ომის პერიოდში ვასილი ქერჩის მახლობლად, ნოვოოლესეევსკაიას დასახლებაში ცხოვრობდა და  15 წლის ასაკიდან აქტიურად მონაწილეობდა იატაკქვეშა მოძრაობაში. საბჭოთა ხელმძღვანელობის დახმარებისთვის დაჯილდოებული იყო მედლებით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და „საბრძოლო მამაცობისთვის“. მრავალი წლის განმავლობაში ის გულით ატარებს ტკივილს, რომელიც მას გაუჩნდა ოკუპაციის წლებში ნანახისგან, მაგრამ, განსაკუთრებით აწუხებს და ახსოვს 1942 წლის მაისის დღეს დანახული ადამიანის სახე, რომლის შესახებაც მან შემდეგი გვიამბო:

„1942 წლის მაისში, ფაშისტურ შენაერთებთან წარუმატებელი და ტრაგიკული ბრძოლების შემდეგ, ყირიმის ფრონტის შენაერთები იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ მონაისკის პოზიციებიდან ქერჩისკენ, შემდგომ კი, დიდი დანაკარგის გამო, ყუბანის მიწაზე გადასულიყვნენ. იმ დღეებში ერთ-ერთი თანამებრძოლის – მეზღვაურის სიკვდილის თვითმხილველი გავხდი. ეს სოფელ ნოვოალექსეევკაში მოხდა. 14 მაისის დილა იყო, წვიმიანი. ჩვენს სახლს სამი ცხენოსანი მეომარი მოუახლოვდა. მათ ხელის ტყვიამფრქვევები და ავტომატები ჰქონდათ. წყალი და ლიბნეხტოვკაზე გამავალი გზის ჩვენება გვთხოვეს. დედა მათ რძით გაუმასპინძლდა. მადლობა გადაგვიხადეს და გზა განაგრძეს. 20 წუთის შემდეგ კი სოფელში მოტოციკლებით ოცამდე ფაშისტი შემოიჭრა, მოტოციკლების ეტლებზე ტყვიამფრქვევებით. უფროსმა ოფიცერმა თარჯიმნის დახმარებით ბრძანა ლიბნეხტოვკისკენ მიმავალი გზა გვეჩვენებინა. როდესაც ისინი წავიდნენ, მთის იქიდან აფეთქებისა და ტყვიამფრქვევის გასროლის ხმები გაისმა – ეს, ალბათ, ფაშისტების მოწინავე დამრტყმელი ძალა იყო.

მალე სოფელი ოკუპანტებმა დაიკავეს. უცებ ჩვენს ეზოს მოადგა წელს ზემოთ შიშველი მეზღვაური, მკერდზე სისხლიანი ნახვევით. მისი გარეგნობა და აქცენტი მის ქართველობაზე მეტყველებდა. მეზღვაურმა წყალი ითხოვა. დედა მას ჭიქა რძით გაუმასპინძლდა, მაგრამ, რამდენიმე წუთში ჩვენ ერთჯერადი გასროლის ხმა გავიგეთ – მეზღვაური მოკლეს. მე და დედას გვინდოდა, ის სოფლის სასაფლაოზე დაგვეკრძალა, მაგრამ, გერმანელებმა ნება არ დაგვრთეს. მეზღვაურს ჯიბეში არაფერი ჰქონდა, გარდა სამი ქალის ფოტოსურათისა. მე მას მთელი ეს წლები ვინახავდი და ვიმედოვნებდი, იქნებ, ვიპოვო მეზღვაურის ნათესავები და მისი სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ მოყოლის საშუალება მომეცეს-მეთქი. ის ბომბის აფეთქებისგან გაჩენილ ორმოში დავკრძალეთ.”

მკითხველს ვთხოვთ, დააკვირდეს ფოტოზე გამოსახულ სამ ქალბატონს და, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაციის მოწოდება შეუძლია მათ შესახებ, შეგვეხმიანოს.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3