კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაწუხებს ყაბზობა, მირჩიეს: წყალბადის ზეჟანგი 25 გრამი, ზეთი 50 გრამი და წყალი 200 გრამი – ასეთი ნარევის ოყნის გაკეთება. საერთოდ, შეიძლება, წყალბადის ზეჟანგის ოყნით გაკეთება? 

პასუხი:  ასეთი მეთოდი გამოიყენება  დისბაქტერიოზის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, ვირუსული ინფექციების, კანდიდოზების, ქალისა და მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დროს, ასევე, ჭიების გამოსადევნად. ნარევი შედგება - 200 მილილიტრი ფიზიოლოგიური ხსნარი + 5 მილილიტრი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი (თანდათანობით რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 10 მილილიტრამდე). წინასწარ კეთდება გამწმენდი ოყნა, შემდეგ წყალბადის ზეჟანგიანი – სიჩქარით 60 წვეთი წუთში. ამისათვის სისხლის გადასხმის სისტემას იყენებენ, რომელსაც ცალი მხრიდან ნემსს ხსნიან, ხოლო მეორე ბოლო (ნემსიანი) უერთდება ხსნარს.

კითხვა: რისთვის არის სასარგებლო სტაფილო?

პასუხი:  სტაფილო შეიცავს B, C, K, PP ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, კალიუმს, რკინას, იოდს, სპილენძს, ფრუქტოზასა და კაროტინს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლასა და დაბერებისგან. სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.

კითხვა:   როგორი სიმპტომები აქვს ურეაპლაზმას?

პასუხი: ხშირად ურეაპლაზმოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს (ასეთი მიმდინარეობა უფრო ქალებში შეიმჩნევა). დასაწყისში სიმპტომები შემდეგია: ჩნდება მსუბუქი წვა შარდგამომყოფი არხის მოდამოში, მოგვიანებით, ემატება საშარდე გზებიდან უმნიშვნელო რაოდენობით გამონადენი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება ჩირქოვანი გახდეს. შარდი ხდება მუქი ფერის, შესაძლოა, გაჩნდეს შარდის სპეციფიკური სუნი. მამაკაცებში ურეაპლაზმოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მცირედი გამჭვირვალე გამონადენი სასქესო ასოდან, ზომიერი ტკივილი და წვის შეგრძნება მოშარდვის დროს. ურეაპლაზმით წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება პროსტატიტის ნიშნებით ვლინდება.

კითხვა:  როგორ უნდა ვიკვებო პოდაგრის დროს?

პასუხი:  პოდაგრის კომპლექსური თერაპიის ნაწილია დიეტა და ითვალისწინებს რაციონიდან შებოლილი და ცხარე პროდუქტების, ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების (საქონლისა და ღორის გული, თირკმელები, ღვიძლი, ტვინი), ხორცის ნახარშის, ცხიმიანი თევზის, თევზისა და ხორცის კონსერვების, შოკოლადისა და ყავის ამოღებას. ერიდეთ ასევე, პურინებით მდიდარ საკვებს: ბარდას, ლობიოს, სოიოს და სხვა. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება (მწვანე ჩაი და ხილის წვენები) ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის ჩართვა, შეწვარი საკვების მოხარშულით შეცვლა. ყველა პაციენტს ეკრძალება ალკოჰოლიანი სასმელები და ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს ნერვულ სტრესს – ეს ორი ფაქტორი ერთსა და იმავე დროს პროვოცირებას უწევს შარდმჟავას სინთეზის გაძლიერებას და მისი გამოდევნის გაუარესებას.

 

скачать dle 11.3