კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები როკ-ვარსკვლავების ცხოვრებიდან

როკ-ვარსკვლავების პირადი ცხოვრება მუდამ იწვევს ინტერესს საზოგადოებაში. გთავაზობთ მათ შესახებ გავრცელებულ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს.

* ჰარდ-როკ ჯგუფი „მეტალიკა” პოპულარული ამერიკული ანიმაციური სერიალის – „სიმფსონების” ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, რომელიც როკ-მუსიკოსებთან ერთად 2005 წელს ჩაიწერა და სწორედ „მეტალიკამ” გახსნა ლეგენდარული სერიალის მეთვრამეტე სეზონი. ამავე ეპიზოდში ანიმაციურმა „მეტალიკამ” თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი – „მასტერ ოფ ფაფეტს” შეასრულა.

*1969 წლის 2 მარტს, ხმის ჩამწერ სტუდიაში გვიანობამდე ყოფნის გამო, პოლ მაკარტნიმ ვერ მოასწრო, ეყიდა ნიშნობის ბეჭედი თავის საცოლე ლინდასთვის. ქორწილის წინა ღამეს პოლი იძულებული გახდა, ეთხოვა იაფფასიანი საიუველირო მაღაზიის მფლობელისთვის, შუაღამით გაეხსნა მაღაზია, სადაც 12 ფუნტად შეიძინა ბეჭედი.

* ფრედი მერკურის კატები უყვარდა და მის სახლში კატისებრი ჯიშის რამდენიმე ათეული ცხოველი ბინადრობდა.  მეტსახელებს  მერკური თავად არქმევდა: ტიფანი, ოსკარი, დელაილა, მიკო, რომეო, ლილი, და გოლიაფი. 

* 2003 წელს „როლინგ სთოუნზის” ლეგენდარულმა გიტარისტმა კიტ რიჩარდსმა 60 წლის იუბილე აღნიშნა და იმ წელს ტელეარხმა „ვი-ეიჩ უანმა” ის მსოფლიო როკ მუსიკაში ყველაზე დიდ დებოშიორად დაასახელა. 

* 1970 წლის ზაფხულში ლეგენდარული რიჩი ბლეკმორი ლონდონის პოლიციამ დააკავა. მუსიკოსს ბრალად ედებოდა საფანტიანი იარაღიდან გასროლა ვინძორების სასახლის მიმართულებით. 

* „პინკ ფლოიდის” პატივსაცემად ამერიკელმა ასტრონავტებმა ახლად აღმოჩენილ ასტეროიდს  „1967 პინკ ფლოიდი” უწოდეს.

* საბჭოთა კავშირში პოპულარული ჯგუფ „კინოს” სოლისტი ვიქტორ ცოი ხისგან გამოთლილი ტრადიციული იაპონური ფიგურების – ნეცკეების გამოჭრის ოსტატი იყო.

* ამერიკელმა მწერალმა ჰანტერ ტომფსონმა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნი – „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” – ბობ დილანს მიუძღვნა; გარდა ამისა, თავის ანდერძში მან მიუთითა, რომ, თავისი დასაფლავების დღეს ბობ დილანის რამდენიმე კომპოზიცია დაეკრათ.

скачать dle 11.3