კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* აღმოსავლეთ ფინეთის ქალაქ სავონლინას 40 პროცენტი ტბებსა და მდინარეებს უკავია, ამიტომ მეორენაირად მას „ფინურ ვენეციას” უწოდებენ.

* ზოოლოგმა ულმარ გრაფემ, ბრუნეის ჯუნგლებში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის ცხოველთა სამყაროს შესწავლის შემდეგ დაწერილ ნაშრომში აღნიშნა ადგილობრივი ბაყაყების უცნაური ქცევები: რადგან მათ ერთმანეთის ყიყინი არ ესმით, მდედრების მოსახმობად თათებს იქნევენ.

* პრინცესა ფრედერიკა შარლოტა მარია ვიუტენბერგსკაიამ, მომავალში ელენა პავლოვნამ, დიდი თავადის, მიხაილ პავლეს ძის მეუღლემ, გზაში – სამშობლოდან მეუღლის სახლამდე მისვლამდე – შეისწავლა... რუსული ენა.

* იაპონური რეანძის ბაღს სხვანაირად „ზღვასაც” უწოდებენ. ფართობი, რომელიც ბაღს უჭირავს, თეთრი კენჭებითაა დაფარული, რომელშიც გაფანტულია 15 დიდი ქვა – როგორც ტალღებში კუნძულები.

* სპარსეთის მმართველი მუბარიზ ად-დინი ისლამური ტრადიციების დიდი დამცველი იყო და შესაბამისი კანონიც შემოიტანა, რომელსაც პოეტმა ჰაფიზ შირაზმა „მშრალი კანონი” უწოდა.

* ერთ-ერთ პაკისტანურ ბირთვულ რაკეტას „ჰაფტი“ დაარქვეს. მისი სიგრძე 112 სანტიმეტრია, რის გამოც მიიღო ეს პოეტური სახელი. სწორედ 112 სანტიმეტრი იყო მახვილი, რომელიც თავდაპირველად მეფე დავითს ეკუთვნოდა, შემდეგ კი – წინასწარმეტყველ მუჰამედს. სწორედ ამ მახვილით შემოიღო მან ჯიჰადი ცეცხლთაყვანისმცემლების წინააღმდეგ.

* ბანჯი-ჯამფინგი – ელასტიკური ღვედებით კოშკიდან ხტომა დღეს საკმაოდ გავრცელებული გასართობია. მისი საფუძველი ვანუატუს ტომის ტრადიციული განაყოფიერების რიტუალია – მამაკაცები სიმაღლეზე ადიან, ფეხებზე ლიანებს იხვევენ და ხტებიან ისე, რომ თმით მიწას შეეხონ.

* ალბანურ ენაში ულვაშების ფორმის გამოსახატავად 27 სიტყვა არსებობს, წარბების ფორმის გადმოსაცემად კი – 30 სიტყვა.

* კოკას მასტიმულირებელი თვისება ცნობილი იყო ესპანელი კონკისტადორებისთვის, ამიტომ ისინი ამ მცენარეს  ვერცხლის მომპოვებელ შახტებში მომუშავე მონების შრომისუნარიანობის ასამაღლებლად იყენებდნენ.

* პერიოდული სისტემის ელემენტს ჰოლმიუმი, ქალაქის ძველი სახელი, სტოკჰოლმის პატივსაცემად ეწოდა; გაფნიუმი, ასევე, ქალაქის ძველი სახელი – კოპენჰაგენის პატივსაცემად, ლუტეციუმი – პარიზის პატივსაცემად.

скачать dle 11.3