კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები „რეალ მადრიდის” შესახებ

„რეალ მადრიდმა” მეათედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო გათამაშება, სახელად „ჩემპიონთა ლიგა” და საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მადრიდული სუპერკლუბი მეოცე საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბად არის დასახელებული „ფიფას” მიერ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს.

* თავდაპირველად „რეალ მადრიდს” „ფკ სკაი” ერქვა და ამ სახელწოდებით კლუბი 1895-1900 წლებში გამოდიოდა. 1902 წლის 6 მარტს კი კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჟულიან პალასიოსმა, სახელწოდება „რეალ მადრიდი” უწოდა კლუბს.

* პირველი ტიტული „რეალ მადრიდმა” 1905 წელს მოიგო – სამეფო თასის ფინალში სამეფო კლუბმა ბილბაოს „ატლეტიკო” დაამარცხა.

* ყველაზე დიდი ანგარიშით „რეალ მადრიდი” 1929-1930 წლების სეზონში დამარცხდა – „ესპანიოლმა” 8:1 მოუგო.

* კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე სწრაფი ჰეთ-ტრიკი აქვს შესრულებული „რეალის” ისტორიაში: 2011 წლის მაისში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სამი გოლის გატანას 10 წუთი მოანდომა. 

* მიგელ მუნიოსი ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ედგა სათავეში „რეალ მადრიდს”. 15 წელიწადში მან 604 მატჩი ჩაატარა მთავარი მწვრთნელის რანგში და 14 ტიტული მოიგო.

* ხუან მონჰარდინი „რეალის” პირველი ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის ნაკრებში მიიწვიეს. ეს ფაქტი 1922 წლის 17 დეკემბერს მოხდა პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში. 

* სახელწოდება „სამეფო კლუბი” „რეალს” 1920 წლის 29 ივნისს უწოდა ესპანეთის მეფემ, ალფონსო მეცამეტემ.

* იკერ კასილასის დებიუტი „რეალის” შემადგენლობაში 1999 წლის შემოდგომაზე შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ლევერკუზენის” წინააღმდეგ.

* კრიშტიანუ რონალდუს 105 მატჩი დასჭირდა, რათა გაეტანა 100 გოლი „რეალის” მაისურით.

* პირველი გოლი „ბარსელონის” კარში „რეალის” ფეხბურთელებიდან არტურ ჯონსონმა გაიტანა 1902 წლის 13 მაისს.

* ჩაბი ალონსო „რეალის” ყველაზე ძვირად ღირებული „ესპანური” შენაძენია – იგი 30 მილიონ ევროდ გადმოიყვანეს „ლივერპულიდან”, ხოლო ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი 2013 წლის ზაფხულში დაფიქსირდა, როდესაც უელსელი გარეთ ბეილი „რეალმა” 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

скачать dle 11.3