კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰალკის მაისური – ბრაზილიის პრეზიდენტს

ჰალკის მაისური –

ბრაზილიის პრეზიდენტს

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას სამშობლოში გადიან და, ბუნებრივია, რომ ისინი საინფორმაციო საშუალებებში ნომერ პირველი „ნიუსმეიქერები” არიან. უკვე ცნობილია, რომ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის” ფორვარდი ჰალკი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება შეტევაში. ნაკრების ბაზის, სადაც ფეხბურთელები ემზადებიან, სტუმართა შორის ერთ-ერთი პირველი იყო ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, რომელმაც ფეხბურთელებს წარმატება უსურვა, საპასუხოდ კი ჰალკისგან სახსოვრად „ზენიტის” მაისური მიიღო საჩუქრად.

 

შეიკის სკანდალური აქცია

ირინა შეიკი მორიგი სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. ლამაზმანმა ორიგინალურად გადაწყვიტა გამოეხატა მხარდაჭერა ნიგერიელი სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის, რომლებიც რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა გაიტაცეს.  კრიშტიანუ რონალდუს მეგობრამა შიშველ სხეულზე მიდებული ქაღალდზე დაწერილი წარწერით – „დაგვიბრუნეთ გოგონები” – მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე”, რითაც მავანთა აღშფოთება გამოიწვია. შეიკის შიშველი პროტესტი უხამსად და შეუფერებლად მიიჩნიეს, თუმცა, ფოტომ მაინც მოახერხა 70 ათასი „ლაიქის” დაგროვება.

 

სარეკლამო სახეები

სპორტის სამყაროდან

ამერიკულმა კომპანია „სპორსტპრომ” ბიზნესის რეკლამირებისთვის ყველაზე სასურველი 50 სპორტის ვარსკვლავისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის პირველ ადგილზე ავტომრბოლელი ბრიტანელი ლუის ჰემილტონი მოხვდა. პირველ ათეულში არიან: კრიკეტის მოთამაშე ვირატ კოჰლი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი რობერტ გრიფინი, ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი, მორბენალი უსაინ ბოლტი, ფეხბურთელი ნეიმარი, მოცურავე მისი ფრანკლინი, კალათბურთელი ბლეიკ გრიფინი და ჩოგბურთელი სლოან სტივენსი. რეიტინგში, ასევე, ფიგურირებენ: ფეხბურთელი ლიონელ მესი, „ფორმულა 1-ის” ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ჩოგბურთელები – კაროლინ ვიზნიაცკი და ვიქტორია აზარენკო და მოკრივე საულ ალვარესი.

скачать dle 11.3