კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ზოგიერთი ადამიანი საუბრის დროს ხშირად იწერს პირჯვარს. სწორია თუ არა ასეთი საქციელი?

პასუხი: ღმერთისადმი სიყვარულის გამოვლენას თავისი წესი აქვს. ხოლო, როცა ეს წესი ხელოვნურად გადამეტებულ ფორმას იღებს, გარეგნული ეფექტებით გადაჭარბებულად ვლინდება, სწორი არ არის. სიყვარული უფლისადმი მოკრძალებითა და რიდით უნდა გამოიხატებოდეს. ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ხაზგასმული გამომზეურება იმ გარემოში, რომელიც შინაგან ფაქიზ მდგომარეობას არ შეესაბამება, საჭირო არ გახლავთ. მაგალითად, ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ მეტანია, რომელსაც ტაძარში უდიდესი თაყვანისცემის ნიშნად ვასრულებთ, ქუჩაში არ უნდა გავიმეოროთ. თვით ღვთისმსახურსაც არ შეეფერება უფლის მიმართ თავისი დამოკიდებულების გადამეტებულად გამოვლენა. უფალი ისედაც ყველაფერს ხედავს.

კითხვა: რას ნიშნავს აღსარების დროს ცოდვათა არასრული აღიარება?

პასუხი: აღსარების დროს ერიდეთ ასეთ გამოთქმებს: „მტერმა მაცდუნა“, „სუსტი ვარ“, „უღონო ვარ“ და სხვა. ასეთი სახის თავისმართლება ცოდვაა, რადგან ამით საკუთარ ცოდვათა შემსუბუქებას ვცდილობთ. თავის მართლებას ბოროტი ძალა შთაგვაგონებს.

კითხვა: ძალიან მიჭირს წყენის მოთმენა, რით ვუშველი თავს?

პასუხი: როცა გაწყენინებენ, გაიხსენეთ, როგორ აწყენინებდნენ უდანაშაულო მაცხოვარს და როგორ მიიყვანეს სიკვდილის პირას ტანჯვით, ხოლო ჯვარცმული ამბობდა: უფალო, შეუნდევ მათ, რამეთუ არ უწყიან, რას იქმან“.

კითხვა: როგორი ლოცვაა უფლისთვის სათნო?

პასუხი: ლოცვის დროს მხოლოდ კი არ უნდა ითხოვდე: „უფალო, შემეწიე, უფალო, შემიწყალე!“ არამედ განუწყვეტლივ ჰმადლობდე და ადიდებდე უფალს, მაშინ გექნება სულის სიმშვიდე.

скачать dle 11.3