კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

დასჯილი ფიცის გამტეხი

ერთი ვინმე კიეველი დიდებული კაცი – იოანე შედგა ბერად. მას ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი – ზაქარია. როცა იოანემ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავისი შვილი შეავედრა ზეცას, გამოითხოვა ღვთისაგან მფარველობა მისი და ჩააბარა ის ამხანაგ ბერს – სერგის, რომელიც წინათ თვითონაც კიეველი დიდებული იყო და იოანესთან ერთად შედგა ბერად. იოანემ მიაბარა სერგის ათასი ვერცხლი, ასი ოქრო და სთხოვა, რომ ეს ფული შვილისთვის გადაეცა, როცა ის წამოიზრდებოდა. ამ განკარგულების მერე იოანე მოკვდა. როცა ზაქარია თერთმეტი წლის შეიქნა, მოსთხოვა სერგის მამისგან მიბარებული ფული. მაგრამ ბერული ძაძა და მოღვაწეობის მძიმე ჯაჭვი ყოველთვის ვერ იფარავენ გულს მაცდური ეშმაკისაგან. მეუდაბნოე შეიქნა ანგარების მოყვარების მონად, ის გაკვირდა, თითქოს არ იცოდა, რა ფულს სთხოვდა მას ზაქარია. როცა დაინახა, რომ ზაქარია არ ეშვებოდა, თვალთმაქცურად იწყინა და უთხრა მას: „მამაშენმა მთელი ქონება ღმერთს მისცა, მას მოსთხოვე, მე რას მთხოვ?! განა მე ვარ დამნაშავე, რომ იოანე იმდენად უჭკუო იყო, გლახებს ამდიდრებდა და ერთადერთი შვილი კი დააგლახაკა“.

ასეთი მოულოდნელი გაუტანლობის მნახველი ახალგაზრდა ზაქარია ატირდა. ის ევედრებოდა სერგის, რომ ნახევარი მაინც მიეცა მისთვის, შემდეგ მესამედს ჯერდებოდა, ბოლოს – მეათედს... მაგრამ დანაშაული ჩადენილი იყო და სერგის არ უნდოდა გამოტეხილიყო – რამდენად ღვთის წინააღმდეგია სული მისი. ზაქარიას დარჩა უკანასკნელი საშუალება, რომ ბერს ღვთის წინაშე ფიცით დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა.

ბიწიერებას აქვს ისეთი დამღუპველი თვისება, რომ კაცს თუ ერთხელ ფეხი წაუცდა, მეორედაც წაიბორძიკებს. წუთისოფლის მოყვარე მეუდაბნოემ წაიყვანა მოწმეებად სხვა ბერები და ზაქარიასთან ერთად შევიდა ეკლესიაში, სადაც წინათ იოანესთან ერთად აღიკვეცა ბერად. იქ სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატის წინ დაიფიცა, რომ ზაქარიას მამას მისთვის არათუ ათასი ვერცხლი და ასი ოქრო არ მიეცეს, არამედ არც ერთი გროში. ფიცის მერე ღვთისმშობლის ხატის მთხვევა უნდოდა, მაგრამ უხილავმა ძალამ გააჩერა, წინ ფეხი ვერ წადგა და სრულიად ათრთოლდა. დაინახა რა, თუ რამდენად საშიშია მართლმსაჯულება ღვთისა, დაიყვარა: „ღირსნო მამანო ანტონი და თეოდოსი! ევედრეთ ღვთისმშობელს, რომ არ მიმცეს მე დასაღუპავად მომაკვდინებელ ანგელოზს, ხოლო შენ, შვილო ჩემი მოძმისა და მეგობრისაო, წაიღე შენი ოქრო და ვერცხლი და შემინდე მე ცოდვილსა“. ბერები განცვიფრდნენ, წავიდნენ სერგის სენაკში და ადიდებდნენ ღმერთს, რომელმანც ქმნა ასეთი სასწაული.

***

„არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“, სთქვა უფალმა მოსეს მიერ. ქრისტიანენო! გეშინოდეთ თქმა სიტყვისა: „ღმერთმანი“, „ქრისტეა მოწამე!“, მაშინაც კი, როცა მართალი ხარ. საკმარისია სთქვა: ჰე, ჰე და არა, არა. უმეტესად დაგიფაროს თქვენ ღმერთმან უბრალო ფიცის ჩვეულებისგან. იტყვის უფალი იესო ქრისტე: „არა ფიცვად ყოველადვე... არამედ იყავნ სიტყვა თქვენი: „ჰე, ჰე და არა, არა“ (მათე 5, 34; 37). „ყოველი ცრუ ფიცი უფლისაგან შურის ძიებულ იქმნების“ (ზაქარია 5,3).

 

 

скачать dle 11.3