კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაეხვრიტა „დონ ჟუანის” ფარიკაობის სცენის დროს ლევან აბაშიძეს ტუჩი და რატომ ეძახდა მიშა თუმანიშვილი მას, გია აბესალაშვილსა და თემო გვალიას სამ არანორმალურს

გია აბესალაშვილს არასდროს უოცნებია მსახიობობაზე, მაგრამ, როცა ბედი მიშა თუმანიშვილის სამყაროში მოგახვედრებს, მერე ყველაფერი თავისით მოხდება... მოხდა კიდეც. დღეს მსახიობ გია აბესალაშვილს ყველა იცნობს და უყვარს. თუ როგორ განვითარდა მისი კარიერა და რა ოინებს უწყობდნენ, მისდა უნებურად, ის, თემურ გვალია და ლევან აბაშიძე ბატონ მიშას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

გია აბესალაშვილი: ვიზრდებოდი ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში. მამა კავშირგაბმულობაში მუშაობდა ინჟინრად, დედა რაღაც სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიაში. სკოლის პერიოდში შემიყვანეს ცეკვაზე, მერე ჩავაბარე „სუხიშვილების” ხუთწლიან სტუდიაში. ცეკვა ჩემი დიდი გატაცება იყო. ვხატავდი და ვფიქრობდი, აკადემიაში ჩამებარებინა, რომ მომენდომებინა, კი ჩავაბარებდი, მაგრამ მერე რა იქნებოდა, არ ვიცი. სწორედ ამ პერიოდში, თსუ ანსამბლის ჩამოყალიბებას აპირებდა და რამდენიმე მოცეკვავე გადაგვიყვანეს. მოკლედ, დავაფუძნეთ უნივერიტეტის ანსამბლი და ჩაბარებაშიც დახმარებას დაგვპირდნენ. რამდენიმე ბიჭი ვიყავით და საბუთები იქ შევიტანეთ, სადაც ყველაზე ნაკლები კონკურსი იყო.

– რა ფაკულტეტზე?

– მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა-დაგეგმვა. 

ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, ვიღაც ქალმა გამაჩერა ქუჩაში და ფოტოები გადამიღო. ეს ქალი რეჟისორის ასისტენტი ლალი კოლხიდაშვილი აღმოჩნდა. ეძებდა მთავარი როლის შემსრულებელს თემურ ფალავანდიშვილის ფილმისთვის „წერილები ბამიდან”. ძალიან დიდი კონკურსი იყო და დამამტკიცეს. გადაღებებზე ციმბირში გავემგზავრეთ, ნია გრუზინსკაიაში. რომელი ვაგონითაც წავედით, ხან რომელ მატარებელს მიაბეს, ხან რომელს. 14 დღე-ღამე ვიარეთ. ძალიან კარგი მსახიობთა ჯგუფი იყო: გურამი ლორთქია, გივი თოხაძე, ჯემალ კახნიაშვილი. პირველად ვიყავი მათ საზოგადოებაში. ყველანი ახალგზარდები იყვნენ. გადაღებებიდან რომ დავბრუნდი, უნივერსიტეტში აღდგენაზე აღარ იყო ლაპარაკი. მაშინ უმუშევარი არ უნდა ყოფილიყავი. ამიტომ, რეზო ჩხეიძის პროტექციით, გამომიშვეს თუმანიშვილის თეატრში. ვიყავი გამნათებლის ასისტენტი, გამნათებელი, სცენის მუშა, მერე რეკვიზიტორი. ნელ-ნელა რაღაც პატარა როლებზეც მაკავებდნენ, მაგრამ დიდ ენთუზიაზმს არ ვიჩენდი. ფილმები მომწონდა, მაგრამ პროფესიულ თეატრში სცენაზე დგომა, ეს უკვე სხვა რამეა.

– როგორ აღმოჩნდით პროფესიულ სცენაზე?

– დოლი დასჭირდათ, კარგად ვუკრავდი, „შუშანიკის წამებაში” ბერიკას ვთამაშობდი. მერე მიცვალებული პარტიზანიც ვითამაშე – შემიყვანდნენ ურიკით სცენაზე და მერე გავყავდი. ერთხელ მიშა თუმანიშვილმა მითხრა: თუ გინდა, თეატრალურში ჩააბარო, რეპეტიციებზეც უნდა იაროო. არ მინდა-მეთქი. რას ჰქვია, არ გინდა, მიშა გეუბნებაო, – გაგიჟდნენ. კარგ გარემოში მოვხვდი, დავუახლოვდი უამრავ ადამიანს. მიშასთან მოხვედრა ასეთი ადვილი არ იყო – არც განშორება. რეპეტიციაზე მარტო მსახიობობას კი არა, ცხოვრებას გასწავლიდა. ერთი სიტყვით, ჩავაბარე. დავამთავრეთ თუ არა, თუმანიშვილმა მე, თემურ გვალია და ლევან აბაშიძე თავის თეატრში წამოგვიყვანა. 

– თქვენ და ლევან აბაშიძე ერთ ჯგუფში იყავით, რამდენი საერთო ისტორია გექნებათ გადახდენილი.

– განსაკუთრებული ჯგუფი გვქონდა. ცოტა განებივრებული ვიყავით – ოსტატობა, აქ გვიტარდებოდა კინოსტუდიის უკან მულტგაერთიანებაში. სულ ერთად ვიყავით. მახსოვს, „ზაპოროჟეცი” იყიდა ლევანმა, ძველებური, მოცისფრო, კუებს რომ ეძახიან – მრგვალი. წინა მხარეს ორივე კარი ეღებოდა. ვაპრიალებდით ამ „ზაპოროჟეცს” და დავდიოდით აღმადაღმა.

– ამ სიგრძე ბიჭები, როგორ ეტეოდით იმ სათამაშო მანქანაში?

–  ყველა ვეტეოდით (იცინის). ერთხელ, მოვდივართ თეატრალურიდან. ცირკის მხარეს, სანამ ჩელუსკინელების ხიდზე გადმოხვალ, მიშა ფეხით მოდიოდა ხოლმე თეატრში და თურმე ჩავურიხინეთ. მე და თემურ გვალია სახურავზე ზემოდან ვიჯექით, ქვემოთ კი გოგონებით იყო გაჭედილი. რა ვიცი, რატომ არავინ გვაჩერებდა?! თურმე, მიშა გვიყურებს, ისე ჩავუარეთ, მართლა არ დაგვინახავს. მე, მგონია, რომ სერიოზულ ხალხთან მაქვს საქმე, ჩემთან თუ გინდათ ყოფნა თქვით და თუ ცოტა მაღალზე გირჩევნიათ, – ცირკზე მიგვანიშნა, – ჩაგიწყობთ საქმეს და მიდით. რომ კლოუნობთ, რა გინდათ სახურავზეო.

– „დანაშაული”, როგორ გამოისყიდეთ?

– მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო მიშა თუმანიშვილი ჩვენთვის. ის რასაც იტყოდა, კანონი იყო. გვინდოდა, გვესიამოვნებინა და საღამო რომ მოახლოვდა, მიხაილოვიჩ, ჩვენ უნდა წაგიყვანოთ სახლში-მეთქი, შევთავაზე. თავი დამანებეთ,  არ მინდაო. რას ჰქვია, აგერ მანქანით ვართ, ნუ დასცინით ჩვენს მანქანას-მეთქი. არ დავცინი, ფეხით სიარული მიყვარსო. გადავეკიდეთ და რომ იტყვიან, ძალით ჩავსვით. საჭესთან ლევანი იყო, მე და თემური უკან შევძვერით. წინ დავსვით, მიშა. მარჯვენა კარი არ იკეტებოდა კარგად და თოკით ვაბამდით. თოკები რომ გამოვუტარეთ წინ და მერე უკან გავფსკვენით, თვალები დაქაჩა, რაღაცა ცუდ ამბავში რომ გაეხვა მიხვდა, მაგრამ რაღას იზამდა?! მოკლედ, დავამაგრეთ და გავარდით ვაკის მიმართულებით. ცირკს რომ ჩასცდები, მოედანი იყო, წრის ფორმის. წრეზე შევედით და რა ჯანდაბა დაეტაკა ამ თოკს, არ ვიცი, გაწყდა, კარი გაიღო და მანქანას უკანვე შემოეჯახუნა. აქეთ დიდი „იკარუსის” ბორბალი უყურებს მიშას, იქით მანქანების ნაკადი, სიგნალები. ფუ, თქვენიო, – გადაგვიხტა, – თავი გამანებეთო, მოგვაძახა და ფეხით წავიდა...

– კიდევ რას გაიხსენებთ?

– სცენური ჩხუბი გვქონდა დადგმული დანით, ფარიკაობით, სკამზე გადაყირავებებით. ჯერ აქ დადგა თეატრში ბატონმა მიშამ, დონა ელვირას ძმებს ვთამაშობდით. თავს ვესხმოდით დონ ჟუანს და ვჩხუბობდით. ზურა ყიფშიძე იყო დონ ჟუანი. ერთხელ, სპექტაკლის დროს, ამ ლაწა-ლუწში, დაშნა გაგვისხლტა და ზემოთ გაერჭო ხის ჭერზე. ზურამ ახედა, მერე რაღაცნაირად ჩამოვარდა, დაიჭირა დონ ჟუანმა და გვესროლა. ლევანი ჩაცუცქული იყო, ეს დაშნა გამოსრიალდა და ტუჩი გაუხვრიტა. გაგიჟდა მიშა, ესენი დაშავდებიან, ნორმალურები ვერ არიან, თავს იკლავენო. ამოიღო ფარიკაობის სცენა „დონ ჟუანიდან” და თუ ასე გინდათ ფარიკაობაო, გვითხრა, თქვენ სამივე არანორმალური, ანუ, მე, თემო და ლევანი, წამოდით და ოპერაში იფარიკავეთო. ოპერაშიც დგამდა „დონ ჟუანს”. იქ არ სჭირდებოდათ მძაფრი ხასიათის ფარიკაობა – ერთ-ორს მივარტყ-მოვარტყამდით და ეს იყო. მაშინ სტუდენტები ვიყავით და ოპერასთან ერთად, ბევრგან წავედით გასტროლებზე. იქაც დონა ელვირას ძმები ვიყავით.

მახსოვს, ზამთარია, ოპერის „დონ ჟუანით” დიდ თეატრში გასტროლებზე წავედით. თბილი ჩასაცმელები არ გვქონდა, რუსეთს რომ გაუძლებდა ისეთი. ლევანმა წამოიღო ვახუშტი კოტეტიშვილის „დუბლიონკა” – ვახუშტიმ ათხოვა და მეორე კი მამამისის, მთამსვლელის პუხის თბილი ქურქი, რომელიც ფილმშიც აცვია, „ანემიაში”. ის ქურქი ხან მე მეცვა, ხან მას, ვცვლიდით ხოლმე. რადგან თბილი ჩასაცმელი გვქონდა, თემურ გვალიას ვუთხარით, სასტუმრო „ნაციონალის” წინ, მაგარ უცხოურ სიგარეტებს ყიდიანო. თემურმა – არ წახვიდეთ, თორემ დაგიჭერენ, ვინ მოგყიდით თქვენ სიგარეტებს, რასა ჰგავხართო. ჩვენ მაინც წავედით. მაგარი ყინვაა. მივედით, „ჩაიკები” დგას „ნაციონალის” წინ და მძღოლები, ვინც ამ მანქანით უცხოელებს ატარებდნენ, ისინი ყიდიდნენ სიგარეტს. ავარჩიერთ ნაირ-ნაირი სიგარეტი. ამ დროს, მწეველები არც ვიყავით. ვიყიდეთ, მოვდივართ და უცებ აქეთ-იქიდან სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი, ცილინდრიანი მამაკაცები ამოგვიდგნენ და შეგვიყვანეს სადღაც. წამოგვყევითო და გვათვალიერებინებენ: აქ დერჟინსკი იჯდა, აქ ულიანოვი, აქ ის, აქ ის... აქ კიდევ მე ვზივარო. წაგვიკითხეს ლექციები, ის მძღოლებიც ამოგვიყვანეს. გაარკვიეს ვინ ვიყავით – გაიგეს, რომ დიდ თეატრში ვართ გასტროლებზე და გამოგვყარეს. კიბეზე რომ ჩამოვდიოდით, ჩვენი სიგარეტის ბლოკები ზემოდან გადმოგვაყარეს.

– ყოჩაღ, მეგონა, იმ სიგარეტებს წრეზე ატრიალებდნენ. შეყვარებულ ლევანზეც მიამბეთ.

– ის გოგო, მიკა, ლევანს თემურმა გააცნო. მიკა, ჩვენთან სწავლობდა თეატრალურში, მოლდავეთის ჯგუფში. ლევანი გადაღებაზე იყო და მანამდე ჩვენ გავიცანით, მერე  ლევანს გავაცანით. გაუგეს ერთმანეთს. ლევანი არ იყო ისეთი ტიპი, დღეს რომ ერთი ჰყავს და ხვალ მეორე. ერთგული ბუნება ჰქონდა. მიკა უყვარდა. მიკა არ მინახავს დიდი ხანია. კი ყოფილა ჩამოსული, მაგრამ ვერ შევხვდით.

მერე იყო ომი. გადაღებიდან ჩავიდა ომში ლევანი. იქ, ერთი ბიჭი იყო მასთან, ამბროლაურელი. ის იხსენებდა: მე დაჭრილი ვიყავი, ვეღარ დავრბოდი. სროლის დროს ლევანი და მე გზის ერთ მხარეს მოვყევითო. რა იყო, შე რაჭუკა, რა ჩამოყარე ყურები, ხომ არ გეშინიაო, – უთქვამს ლევანს მისთვის. შენ რა გენაღვლება, ვერცხლისწყალივითა ხარ,  მე კი აქედან, მგონი, ვეღარც გავალო, – უპასუხია ამას. ცინკებს ვეძახდით ყუთებს, რომელშიც ტყვიები ელაგა. თურმე, ეს ცინკი გზის იქით დარჩენილა და ლევანს სროლის დროს გზა გადაურბენია და გადმოუტანია. მერე დაბომბვა რომ დაიწყო, ლევანი გარდაიცვალა და იმ რაჭველმა ბიჭმა ჩამოასვენა.

 

скачать dle 11.3