კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აბნევს ზოგიერთ მამაკაცს სიყვარული და აშვებინებს სერიოზულ შეცდომებს

მამაკაცების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეუძლია, უყვარდეს გულწრფელად და შეეძლოს ამ სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება. ანუ, უარი თქვას პირად ეგოიზმზე და იცხოვროს საყვარელი ადამიანისთვის – ასე ფიქრობენ ქალები და ხშირ შემთხვევაში, მართლებიც არიან. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. კაცებს უნდათ, რომ უყვარდეთ. უნდათ, იყვნენ ერთგულები და გულწრფელები, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდით. შეიძლება, ამის მიზეზი თვით ბუნებაა, მაგრამ ეს კაცებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მათ მეტი უნდა იფიქრონ... კიდევ უფრო მეტი და მოერიონ სურვილს მრავალფეროვნებისკენ ლტოლვისას, რადგან დგება მომენტი, როცა მათაც ესტუმრებათ სინანული და იმედგაცრუება...

 

დიტო (37 წლის): სიყვარული ძალიან სასტიკი რამეა და ამ გრძნობისგან, ძირითადად, მამაკაცები ვზარალდებით. იკითხავთ, რატომო?! დარწმუნებული ვარ, რომ საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებთ. ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ მე ჩემი მაგალითით ვმსჯელობ. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, ეტყობა, ეს ყველაფერი დავიმსახურე-მეთქი. იყო პერიოდი, როცა არ ვფიქრობდი საკუთარი საქციელის შედეგებზე და ძალიან ვატკინე გული არაჩვეულებრივ ადამიანს. ვნანობ ამას, თუმცა ახლა, ალბათ, უკვე გვიანაა.

– ტკენაში, ალბათ, უპასუხო სიყვარულს გულისხმობთ?

– მთლად ასეც არ არის საქმე. არ ვცდილობ, მშრალად ამოვიდე წყლიდან. ეს კიდევ უფრო არაკაცური საქციელი იქნება... გავიცანი და ეგრევე შემიყვარდა. იცით, რა მაოცებდა და ახლაც მაოცებს? – ერთი წუთითაც კი არ მქონია ყოყმანის მომენტი. თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, უნდა მყვარებოდა და ამისთვის ვიყავი დაბადებული. ყოველთვის მებრძოლი, ძლიერი, ავანტიურისტი გოგოები მომწონდა, რომლებიც სიტყვას არავის შეარჩენენ და ვალში არ დაგრჩებიან. არიან თავისუფლები, გახსნილები... ზუსტად ასეთი იყო, თანაც სხვა კაცი ჰყავდა გვერდით.

– ამას არ ჰქონდა თქვენთვის მნიშვნელობა?

– თეორიულად ჰქონდა. ვიცოდი, რომ არ უნდა შემეყვარებინა და საერთოდ არ უნდა გადავღობებოდი გზაზე. მაგრამ...

– ანუ, თქვენი სიყვარული თავიდანვე იყო მარცხისთვის განწირული.

– არ გინდათ, ასე მკაცრად. რატომ მტკენთ გულს, ისედაც ძალიან ცუდად ვარ. ის ჩემი ოცნების ქალი იყო, ყველა „პარამეტრითა და კრიტერიუმით“. ოცნებაზე კი უარს ასე ადვილად არ ამბობენ. ეტყობა, მეტისმეტად მოვინდომე... სიყვარული მოვინდომე, რომლის შედეგებზეც ვეღარ ვიფიქრე. ზოგადად, კაცებს გვიჭირს შედეგებზე ფიქრი. ამ მხრივ, ჩვენი ლოგიკაც რთულად მუშაობს. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ინსტინქტს ავყვებით ხოლმე. რა ვქნათ, ასეთი ბუნება გვაქვს.

– მერე ისევ თქვენ წუწუნებთ, რომ სიყვარულში არ გიმართლებთ?

– არ ვწუწუნებ, გული მტკივა. მართლა არ ვიმსახურებდი იმას, რაც ბოლოს დამემართა. სტერეოტიპია, თითქოს  კაცები ადვილად ვიცვლით პარტნიორებს და ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა. როცა სიყვარული მართლა მოვიდა, მერე გაცილებით მეტს მივხვდი. მაგალითად, ისიც აღმოვაჩინე, რომ ქალები არც ისეთი ანგელოზები და გულუბრყვილონი არიან, როგორებადაც თავს გვაჩვენებენ... გაცნობის პირველ დღეებში მოჯადოებული ვიყავი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ასეთი ბედნიერება რითი დავიმსახურე-მეთქი. მეგონა, მისთვის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თურმე, ვცდებოდი – ისე ცხოვრობდა, როგორც მოეწონებოდა. არავის აზრი არ აინტერესებდა, მათ შორის არც ჩემი. არადა, სხვას ვხვდებოდი მასთან შეხვედრამდე. ის თითქმის ჩემს საცოლედ მიიჩნევდა თავს. იძულებული გავხდი, რაღაც პერიოდის განმავლობაში მატყუარად ვქცეულიყავი. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ. ეგოისტურად მოვექეცი და ეგოისტურად მომექცნენ მეც... ოღონდ წარმოუდგენლად ეგოისტურად მომექცა...

– ბუმერანგის პრინციპმა იმუშავა... არა?

– თუ ამას ნიშნის მოგებით ამბობთ, უკვე საკმარისად დავისაჯე. ცოლად შევირთე საკუთარ თავზე შეყვარებული არსება, რომელსაც მე საერთოდ არ ვაინტერესებდი. მერე მითხრა: იმიტომ გამოგყევი, რომ საკუთარი თავისთვის დღესასწაულის მოწყობა გინდოდაო... გავერთეო – წარმოგიდგენიათ? აღარ მოვყვები, როგორ იქცეოდა სახლში – პრეტენზიები, ბრძანებები, შენიშვნები და მოთხოვნები... თანაც, კატეგორიული ტონით. მე ავადმყოფურად ვიყავი მასზე მიჯაჭვული. ამას სიყვარული უკვე აღარ ერქვა. მეშინოდა იმის, რომ ერთ დღესაც ჩემ გვერდით აღარ იქნებოდა. დამცინებთ, მაგრამ ვიღვიძებდი ემოციებით დაღლილი, განადგურებული და დანგრეული... გონების ხანმოკლე გამონათებების დროს ვხვდებოდი, რომ ეს ადამიანი ჩემ გვერდით არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. გავწამდი. ვფიქრობდი, თუ სიყვარული ასეთი სასტიკი და შეუბრალებელია, სერთოდ რაში მჭირდება-მეთქი.

– თქვენს საცოლეს დაშორდით. მისთვის ხომ იყო ეს მტკივნეული?

– რა თქმა უნდა. ამაზე ძალიან ვწუხვარ. მისასვლელი პირი არ მაქვს, თორემ მუხლებში ჩავუვარდებოდი და პატიებას ვთხოვდი. ძალიან დავაშავე, მაგრამ ამან, მე კიდევ უფრო მეტად დამაზარალა. დავკარგე ადამიანი, რომელსაც ესმოდა ჩემი და ცხოვრება ეგოისტ, არაპროგნოზირებად, უპასუხისმგებლო ქალს დავუკავშირე. ისე მექცეოდა, როგორც არარაობას. შეეძლო, უმნიშვნელო წვრილმანზე ქვეყანა დაექცია. ატეხდა წივილ-კივილს და საერთოდ არ აინტერესებდა, სად იყო ამ დროს. მოურიდებლად მლანძღავდა ყველგან, ყველასთან და ყველაზე საშინელი, დამამცირებელი სიტყვებით. მეორე წუთში კი ისე მომეხუტებოდა, თითქოს ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა. მეც, უთავმოყვარეო სულელი, ენაჩავარდნილი მისი გაღიმებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. თავისუფალი სიყვარულის მომხრე ვარო, სიცილით ამბობდა და დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა ამაში. ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეეძლო, სხვა კაცსაც უპრობლემოდ ჩაწოლოდა ლოგინში. მე სულ მიკვირდა, როგორ ხუჭავენ კაცები თვალს ცოლების ღალატზე, ასეთი შეურაცხყოფის პატიება როგორ შეიძლება-მეთქი.

– ქალი რომ აპატოებს კაცს ღალატს, ეს ნორმალურად მიგაჩნდათ?

– ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ მთლად არანორმალურად მიმაჩნდა. ახლა არ მომწონს ეს ამბავი და სირცხვილად ვუთვლი საკუთარ თავს. ახლა ვაცნობიერებ, რომ ღალატი ქალს და კაცს ზუსტად ერთნაირად სტკივა. მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ. გულწრფელად ვწუხვარ ჩემი არასწორი მოსაზრებებისა და ფიქრების გამო. თუ ეს ვინმეს დაამშვიდებს, უკვე სრულად მომეზღო.

– თქვენ ამას ყოფილი საცოლის გასაგონად ამბობთ?

– ყველას გასაგონად ვამბობ და კონკრეტულად ვინ მიიღებს ამას საკუთარ თავზე, ეს უკვე აღარ ვიცი. მართლა ძალიან ვნანობ, მცდარი ნაბიჯი რომ გადავდგი. ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს: მოშორდი ამ ცივსისხლიან, ყინულის არსებას-მეთქი, მაგრამ უცებ ისეთ ვნების ფოიერვერკს მომიწყობდა, ეგრევე მავიწყდებოდა ყველა წყენა. უნებისყოფო აღმოვჩნდი სიყვარულის წინაშე და აღარ მიკვირს, როგორ მიდიან ამ გრძნობის გავლენით ადამიანები რადიკალურ ქმედებებზე.

– სუიციდს ხომ არ გულისხმობთ?

– ღმერთმა დამიფაროს, თუმცა თქვენც ხომ იცით არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანები სიყვარულს თვითმკვლელობამდე მიუყვანია.

– იმის თქმა გინდათ, რომ სიყვარული სახიფათოა?

– ისეთი სიყვარული, მე რომ დამემართა, უსაფრთხო ნამდვილად არ არის. დამაბრმავა და საკუთარი მე დამაკარგინა. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ჩემს ცოლს ვაბრალებ რამეს. ის ისეთია, როგორც არის. მე უნდა შემრჩენოდა საღი აზრი და გონება. ერთ წამში ეცვლება გუნება-განწყობა და ამით მაგიჟებს. ეჭვმა დამაავადა. სულ ვკანკალებ, როცა ტელეფონი ურეკავს ან მესიჯი მოსდის. ვიცი, რომ არ შეიძლება მისი ნდობა. საოცრად არაპროგნოზირებადია. ვერავინ იტყვის, ხვალ რა აზრი მოუვა თავში და რას მოიმოქმედებს. როცა ამ თემაზე ველაპარაკები, დამცინის და მხრებს იჩეჩავს, ეს შენი პრობლემააო. ბავშვის გაჩენაზე ჩამოვუგდე ლაპარაკი და ჯერ ამისთვის მზად არ ვარო.

– ფიქრობთ, რომ ბავშვით მიაჯაჭვებთ ოჯახს?

– არა. მიჯაჭვულობაზე ლაპარაკი არ არის. იქნებ მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდეს. გავშორდებოდი და ალბათ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ვერ გავძლებ მის გარეშე. არ შემიძლია...

 

скачать dle 11.3