კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომებს უშვებს ხშირად მარიამ როინიშვილი და რა არ მოქმედებს მასზე

ვფიქრობ, მარიამ როინიშვილს განსაკუთრებული წარდგენა მკითხველის წინაშე არ სჭირდება. საქართველოში (და არამხოლოდ) ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც, უპირველესად, მის ვოკალურ მონაცემებზე აუგი დასცდება. მას სწორედ ისეთი ვოკალური მონაცემები აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ მომღერალს. ამიტომაც შეარჩიეს ის ქართული საეკლესიო საგალობლების შემსრულებლად, რისი პატივიც ყველას როდი აქვს. როგორია გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილის პროფესიული თუ პირადი ცხოვრება, როგორი დედაა ის და რა ხდება ახალი მის პირად ცხოვრებაში, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.                           

 

– შენი ხმა, პირადად ჩემთვის, დამამშვიდებელი აბივითაა. ნელ-ნელა მოდის, მოდის და სულ სხვა სივრცეში გადაჰყავხარ. ესტრადაზე იმდენად ვერ გხედავთ, უფრო კლასიკასა და პოლიფონიურს ასრულებ ხოლმე.                           

– დიდი მადლობა, მიხარია თუ ასეა. ეს ჩემი პროფესიაა, მაგრამ  სურვილი იმისა, თავი ესტრადისთვის მიმეძღვნა, არასდროს მქონია. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს საერთოდ უფრო ექიმის ხალათში ვხედავდი, ვიდრე ესტრადაზე. ეს ჩემი აუხდენელი ოცნებაა, თუმცა დღეს უკვე სხვა ოცნებები მაქვს და ვფიქრობ, აუცილებლად ამისრულდება. უბრალოდ, ეს დიდ შრომას და თავდადებას მოითხოვს. საესტრადო სიმღერების შესრულება არ არის ის, რაც  დაბადებიდან ჩემ გვერდითაა. უბრალოდ, გამიმართლა და გავჩნდი ისეთ ოჯახში, სადაც სიმღერა მუდამ ისმოდა... როგორც უკვე ვთქვი, ექიმობა მინდოდა, შემდეგ რატომღაც, შეიცვალა ჩემი გადაწყვეტილება და ჩავაბარე კონსერვატორიაში... რაც შეეხება საგალობლებს, ამ მხრივაც განებივრებული ვიყავი ოჯახის მხრიდან. დედა და ბაბუა უშუალო კავშირში იყვნენ ქართულ საგალობლებთან და საერთოდ, ქართულ ფოლკლორთან... შემდეგ უკვე იყო „კირიე ელეისონი”, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარსემა ილია მეორემ მე მანდო. დიდი მადლობელი ვარ მისი და უფლის, რომ გავხდი ღირსი, მეგალობა ეს ძალიან კეთილხმოვანი საგალობელი და ეს ბედნიერება დღემდე გრძელდება. ყოველ კვირას სამების საკათედრო ტაძარში ვგალობ. 

– როდის გააცნობიერე, რომ შენ ხარ პოპულარული ადამიანებისგან შემდგარი ოჯახის წევრი? 

– ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, დიდი გაცნობიერება არ დამჭირვებია... რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საპასუხისმგებლოც. რასაც სხვას ადვილად აპატიებენ, შენ არ გეპატიება რატომღაც. ამას დადებითი და უარყოფითი მხარეები ალბათ აქვს, მაგრამ მაინც უფრო დადებითი. შენ  ხედავ ამდენი ადამიანი ეფერება შენს ოჯახის წევრებს, უყვართ, პატივს სცემენ...  

– როგორ შეხვდი თამრიკოს და გიას დაშორების ამბავს? რა ხდებოდა პირველ ხანებში – შეეგუე, ვერ შეეგუე?    

– არც ერთი ბავშვისთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც დედა და მამა ერთმანეთს შორდება, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო. ჯობდა, ასე არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, პატარა არ ვიყავი. თუმცა, თამრიკოც და გიაც ცდილობდნენ, მე და კოკოს ეს მძაფრად არ გვეგრძნო და სტრესი არ მიგვეღო. საკუთარ განცდებზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან მხოლოდ ჩემია. 

– და მოხდა ისე, შენც დაშორდი ქმარს. მართალია, ეს არსად გითქვამს, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ასეა. რაც ცხადია, ძალიან ცუდი ფაქტია. ნანობ რამეს – ამ ადამიანთან თანაცხოვრებას ან დაშორებას?   

– ეს არის კითხვა და საკითხი, რომელზეც არ ვლაპარაკობ და არც ვილაპარაკებ... პირადი იმიტომ ჰქვია, რომ პირადია. რაც შეეხება სინანულს, მე მყავს შვილი და შეიძლება, რამე ვინანო? რა თქმა უნდა, არაფერს ვნანობ. გვერდით ოჯახი მიდგას და ისინი ყველანაირად მეხმარებიან, რომ გავაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ძალიან მიყვარს. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი, უპირველესად, დედას.

– როცა რაღაც პრობლემა გაქვს, ძალიან გინდა, ვიღაცას უთხრა, რჩევა მიიღო და გული დაიმშვიდო. როგორ იქცევი, ვის ელაპარაკები? 

– დედაჩემიდან დაწყებული, ჩემი დეიდები, ბებიაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმაც, არაჩვეულებრივი მოსაუბრეები არიან და კარგი მოსმენა იციან. თუ ვხვდები, რომ ვინმეს დახმარება მჭირდება, აუცილებლად ვეკითხები რჩევას რომელიმე მათგანს. მაგრამ, უფრო ხშირად თავად ვწყვეტ პრობლემებს.  

– როგორ წარმოგიდგენია ამ გადასახედიდან შენ რომ პოპულარული ოჯახიდან და თავადაც პოპულარული გოგო არ იყო,  როგორ წარიმართებოდა შენი ცხოვრება?

– არაფერს შევცვლიდი. დაე, იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის – თავისი ცუდით და თავისი კარგით.  ერთი რამ ვიცი ზუსტად, რომ ჩემი ოჯახის წევრებით ისევე ვიამაყებდი, როგორც დღეს ვამაყობ. 

– რა გინდა ახლა ყველაზე მეტად? 

– უპირველესად, მე ვარ დედა და მინდა, ვუყურებდე ჩემი შვილის ბედნიერ მომავალს ბედნიერ ქვეყანაში. ზოგადად, მინდა,  რომ ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ! კიდევ ბევრი სურვილი მაქვს,  მაგრამ ყველას ხომ ვერ ჩამოვთვლი. 

– შეცდომებს ხშირად უშვებ და მერე ნანობ?    

– უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. რა თქმა უნდა, მეც ვუშვებ შეცდომებს, ისე როგორც ყველა. მე იმ ადამიანებისაც არ მესმის, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს... ცოტა არ იყოს, ამაზე მეცინება. ერთხელ დაშვებულ და გააზრებულ საკუთარ შეცდომას, მეორედ და ხანდახან, მეტჯერაც უშვებენ. რას ვნანობ?.. ჯერჯერობით ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ სანანებელი გამხდომოდა, უბრალოდ, ყოფილა შემთხვევა, მითქვამს: ალბათ, ჯობდა, სხვანაირად მოვქცეულიყავი – ეს ასე კი არა, ისე გამეკეთებინა. 

– ჭორები, ეს არის თემა, რითაც საქართველოში დაკავებულია ყველა, პატარა თუ დიდი. როგორ იღებ ჭორებს?   

– ძირითადად, მეცინება. თუმცა, არ მახსენდება ისეთი  განსაკუთრებული ჭორი საკუთარ თავზე ან ოჯახზე, რასაც შეიძლებოდა, ძალიან გავეღიზიანებინე და წყობიდან გამოვეყვანე.  არ ვაქცევ ყურადღებას. ჭორები ბუნებრივი მოვლენაა, თუ ოდნავ ცნობილი მაინც ხარ. სხვაზეც რომ ვიგებ რაღაც ჭორს, მაშინაც მეცინება და ვფიქრობ, საიდან მოსდით ასეთი აზრები თავში. 

– გამომდინარე იქედან, რომ ძალიან მორწმუნე ხარ, ისევე როგორც შენი ოჯახი და საეკლესიო საგალობლებს ასრულებ, თუ გაგჩენია რაღაც მომენტში სურვილი, მონასტერში წასვლის? ალბათ, ეს განცდა ბევრ ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში?  

– ეს ის ნაბიჯია, რომელიც ჩემში საოცარ განცდებს აღძრავს. ალბათ, ყველა ადამიანს უფიქრია ამაზე, თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მაგრამ, სადაც რწმენაა, იქ ყველაფერი გასაგებია. 

ეს ფიქრი გადაწყვეტილებამდე არ მისულა. 

– ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.    

– სინამდვილეში, არ ვარ მშვიდი.

– მართლა? აბა, ფეთქებადი ხარ? 

– არა, ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ, არ ვარ ზედმეტად მშვიდი და უსიტყვო, რომელსაც მარტოობა უყვარს. მოკლედ, ზედმეტად გაწონასწორებული ვარ.

– ბავშვის გაზრდაში, ალბათ, ოჯახი ან ძიძა გეხმარება, თუ მთლიანად შენს თავზე აიღე ელენეს გაზრდა?   

– ბავშვის გაზრდა, ზოგადად, რთულია. თან, ელენე საკმაოდ რთული ბავშვია იმ მხრივ, რომ თითქმის ორი წელი არ სძინებია. თუმცა, ბევრი ადამიანი მყავდა გვერდით, ვინც მიადვილებდა ყოფას ელენესთან მიმართებაში. 

 

скачать dle 11.3