კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გააკეთებს ჯგუფ „ტელეღიპუცებს“ ლევან ჯავახიშვილი და რა ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვა მოუწია მას

პროექტი „ორი ვარსკვლავი” დასრულდა, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის” არხზე გადიოდა. მართალია, პროექტის გამარჯვებული ირინა ონაშვილისა და გიორგი მახარაშვილის წყვილი გახდა, მაგრამ როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, ლევან ჯავახიშვილმა თქვა, მან თავის მეწყვილესთან, ნინი წიკლაურთან ერთად, მთავარი პრიზი, ხალხის სიყვარული მოიგო. სიმღერამ, რომელიც ლევანმა და ნინიმ ფინალურ ტურში იმღერეს, ყველაზე ერთნაირად ემოციურად იმოქმედა და ცრემლი ტელეეკრანის ორივე მხარეს ჩანდა.

 

– უამრავ მაყურებელს დასწყდა გული, რომ პროექტ „ორი ვარსკვლავის” გამარჯვებული ლევან ჯავახიშვილი არ გახდა. თავად როგორი პროგნოზი გქონდა პროექტის დაწყებამდე?

– ჩემი და ნინი წიკლაურის პროგრამა მიმინუმი იყო ფინალში გასვლა, პროგრამა მაქსიმუმი – მოგება. ვისარგებლებ შემთხვევით და ირინას გამარჯვებას მივულოცავ, წარმატებას ვუსურვებ. ასევე, ვულოცავ გიორგი მახარაშვილს, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი პატარა მეგობარია.

– სიმღერამ „ჰერიო, ბიჭებო,” რომელიც შენ და ნინიმ ფინალში იმღერეთ, სრული ფურორი მოახდინა – ყველა აატირა. ტიროდა მაყურებელი, ჟიური და თქვენც.

– ზოგადად, მთელი 12 ტურის განმავლობაში მე და ნინის გვქონდა რამდენიმე ისეთი ნომერი, რომელმაც მაყურებელსა და ჟიურიზე იმოქმედა. „ჰერიო, ბიჭებო” ისეთი ემოციური სიმღერაა, არ არსებობს, როცა მას მთელი შეგნებით მღერი და გათავისებული გაქვს რაზე მღერი, ხალხში ის რეაქცია არ გამოეწვია, რაც მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო. 

– 26 მაისს ძალიან მოუხდა ეს სიმღერა. ეს სპეციალურად იყო გათვლილი?

– ფინალი 26 მაისს იყო, ამიტომ მიმაჩნდა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი ადეკვატური – 26 მაისს ზუსტად ეს სიმღერა შევურჩიე. პირადად ჩემი დამოკიდებულება ქართული ჯარისადმი ძალიან თბილი და სიყვარულით სავსეა. ძალიან ბევრი ჩემი უფროსი მეგობარი, როცა მე 15 წლის ვიყავი, აფხაზეთის ომში იბრძოდა. მანამდე იყო 9 აპრილი და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, მთელი ჩემი ყმაწვილკაცობა ვუყურებდი როგორ იბრძოდა ჩემი ქვეყანა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. გული მიგრძნობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ამ ქვეყნის დაცვა. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და მეც ფსიქოლოგიურად მზად ვარ ამისთვის. 

– ჯარიც იყო დარბაზში.

– ძალიან მინდოდა, რომ დარბაზში ყოფილიყვნენ. არა იმიტომ, რომ მაყურებელზე მოეხდინათ გავლენა, არამედ პირადად მინდოდა, რომ ამ ბიჭებთან მქონოდა კონტაქტი 26 მაისს. 2008 წელს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. მერე, იქიდან მოყოლებული, დაახლოებით 4 წელი ყვირილით ვიღვიძებდი და ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, რომელიც გადავლახე. ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი იმსახურებს იმას, თუნდაც ქუჩაში, გვერდით რომ გაგიაროს, სამაქალაქო პირი მივიდეს მასთან და ხელი ჩამოართვას, გადაეხვიოს, მადლობა გადაუხადოს. 26 მაისს ქართველი სამხედროები ნამდვილად უნდა ყოფილიყვნენ იმ დარბაზში. ვამაყობ, რომ ეს მე და ნინიმ გავაკეთეთ და დავპატიჟეთ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბიჭები.

– ვიზუალურად ნამდვილად გეტყობოდა, რომ სიმღერას არა მხოლოდ მღეროდი, არამედ გრძნობდი ბოლომდე.

– ვიღაც თუ იტყვის, რომ ნინი წიკლაური და ლევან ჯავახიშვილი თამაშობდნენო, მაშინ „ოსკარი” მეკუთვნის და ალპაჩინოსაც ჩავწევ გვერდზე. 

– როგორც აღნიშნე, პროგრამა მინინუმი იყო ფინალში გასვლა და ეს შეასრულეთ.

– ჩემი აზრით, ჩვენ პროგრამა მაქსიმუმი შევასრულეთ. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მე და ნინიმ მოვიგეთ ხალხის სიყვარული. პირადად ჩემთვის, ეს არის მთავარი.  

– პროექტის მიმდინარეობისას, ხომ არ გქონია სინანულის გრძნობა, რომ მონაწილეობაზე დათანხმდი?

– არასოდეს. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა ამ პროექტმაო. ამ პროექტმა ბევრი ახალი მეგობარი მომცა როგორც მონაწილეების, ასევე სტაფის მხრივ. პროექტზე ძალიან კარგი ჯგუფი მუშაობდა და ყველას ძალიან დიდი მადლობა. გუშინ ნინისაც მივწერე, რომ ჩემი პრიზი ხარ შენ-მეთქი. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან კარგი მომღერალია. ცოტა მიკვირს ამ ქვეყნის, რადგან ნინი წიკლაურის და ასევე, ანი კეკუას, ნოდიკო ტატიშვილის დონის მომღერლები, ჩემი აზრით, არ უნდა ეძებდნენ სარჩოს ბარებში, რესტორნებში და ასე შემდეგ. ეს ადამიანები დიდ სცენაზე უნდა იდგნენ. 

– „ორი ვარსკვლავის” შემდეგ, ხომ არ გაგიჩნდა სიმღერის გაგრძელების სურვილი, რომელიც, პრინციპში, შენთვის ბავშვობიდან ახლოსაა. 

– ხშირად გამიგია, ამბობენ, ლევანი ბავშვობაში მღეროდაო. ბავშვობაში ყველა მღერის და ყველა დადის მუსიკაზე.

– თუმცა, ყველა „მართვეში” არ მღეროდა. 

– ზოგი „მართვეში” მღეროდა, ზოგი – „დარიალში,” ზოგი „მზიურში.” ბავშვს რომ ზრდი, მას ან მუსიკაზე შეიყვან, ან ცეკვაზე, ან სპორტზე და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. რაც შეეხება მუსიკალური კარიერის გაგრძელებას, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემი მხრიდან. თუმცა, თუ ვინმეს ექნება სურვილი, ჩემთან ერთად მუსიკალურ პროექტზე იმუშაოს, დიდი სიამოვნებით. ამავე დროს, ერთი იდეა მაქვს, რომელსაც მარტო ვერ განვახორციელებ, რადგან  გარკვეული პროდიუსინგი სჭირდება. ძალიან მინდა ჯგუფის გაკეთება, სახელად „ტელეღიპუცები,” რომელიც ძირითადად, ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული. ვნახოთ, ეს ოცნების დონეა და თუ რეალურად განვახორციელებ, ძალიან მოხარული ვიქნები. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ვაპირებ სიმღერას – წვიმა მოვიდა, მე შენ მიყვარხარ და ასეთი ტექსტები. უფრო სხვანაირი, კონცეპტუალური პროექტი იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. 

– მინდა, ესემესებზეც ვისაუბროთ. მართალია, პროეტებში, რომელიც ესემესებზეა დამოკიდებული, მაყურებელი ამესიჯებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ძირითადად მაინც მონაწილეებისგან შედის მესიჯები. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

– მე არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და ამით მართლა ვამაყობ, რომ მე და ნინის წყვილს საკუთარი ჯიბიდან არც ერთი თეთრი არ გაუღია და ვერც გაიღებდა. ჩვენ ბოლომდე ვიყავით დამოკიდებული მაყურებელზე. თუმცა, ჩვენთან შეთანხმების გარეშე, სამეგობროც აქტიურობდა, როგორც გავიგეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს მეგობრებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ორ ადამიანს გამოვყოფ. ეს არის ია სათირიშვილი, რომელიც ჩემი კოლეგაა, ერთად ვმუშაობთ, თუმცა არაოფიციალურად ჩემი მარჯვენა ხელია. ასევე, ნუცა კოპალიანს მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა, რომელმაც მთელი ამ სამი თვის განმავლობაში, როგორც ეთერში ჩემმა პარტნიორმა და მეგობარმა, ხელი შემიწყო და ამიტანა. ძალიან მეხმარებოდა. მადლობა ყველას, ბაია ცანავას, ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველთვის მამხნევებდნენ. დრო რომ დავაბრუნო, ისევ დავთანხმდებოდი „ორ ვარსკვლავში” მონაწილეობაზე. 

– მაგალითად, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” თუ მიიღებდი მონაწილეობას?

– „ცეკვავენ ვარსკვლავები” ის პროექტია, სადაც ჩემი ფავორიტი მყავს და ვგულშემატკივრობ. მაგრამ, მონაწილეობას არავითარ შემთხვევაში, არ მივიღებ. მე ვიცი, ჩემი შესაძლებლობები. ვიცი, რომ ცეკვა საშინლად არ გამომდის და შესაბამისად, თავს სასაცილო მდგომარეობაში ვერ ჩავიგდებ. ჟიურიში კი დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი. 

 

скачать dle 11.3