კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეჩქარება ცოლის მოყვანა ბორის ბედიას

ბორის ბედიამ პროექტში „ერთი ერთში“ ყველასგან განსხვავებული ნიშა დაიკავა. მისი გამოსვლები სტაბილურად კარგია, თუმცა, უმაღლესი შეფასებები არც ერთხელ არ დაუმსახურებია. ამის გამო ცოტა ნაწყენიც არის და ამას ინტერვიუშიც არ მალავს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არასდროს ყოფილა, ბორისი ახერხებს, თავისი საკმაოდ დამახასიათებელი მანერების მოთოკვას და, ამა თუ იმ მომღერლის ტყავში შესული, ღირსეულ ნომერს გვაჩვენებს. პირადად მე, ყველაზე მეტად მისი ფრედი მერკური მომეწონა, თავად კი, ბოლო რამდენიმე ოთხშაბათზე საკუთარი შეფასებები აქვს.

 

 ბორის ბედია: დაძაბული კვირის შემდეგ, ხუთშაბათობით ვისვენებთ ხოლმე. მონაწილეების რელაქსაციაზე და დასვენებაზე „ჯინო ფერედაისი“ ზრუნავს. ვისაც სცალია, ყველა მივდივართ, ვვარჯიშობთ, ვცურავთ... განმუხტვის შესანიშნავი პირობებია, თან, ვერთობით. 

– რა იყო მიზეზი, რის გამოც პროექტში მონაწილეობაზე დათანხმდი?

– პირველ ყოვლისა, ალბათ, საკუთარი თავის გამოცდა. სხვის ტყავში უნდა ჩაძვრე და ის სამი თუ ოთხი წუთი, სანამ სცენაზე დგახარ, მისი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, უნდა შეერწყა. რა თქმა უნდა, რთულია, რადგან, არ იცი, ვინ შეგხვდება, რა ექსპერიმენტის გაკეთება მოგიწევს. რაც შეეხება მიზეზს, თქვენც იცით, რომ პატარა „ფანჯარა” მქონდა შემოქმედებაში, პაუზასაც ვერ დავარქმევ, მცირე შესვენება იყო და, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა შემოთავაზება. საერთოდ, უსაქმურად ყოფნა არ მიყვარს, არ შემიძლია. თან, კარგი პროექტია, ცოტა დაძაბული მომენტებიცაა, გართობის მომენტებიც და, მოკლედ, საინტერესოა.

– რა თანმიმდევრობით იწყებ მუშაობას ამა თუ იმ ვარსკვლავის სახის შესაქმნელად?

– პირველ ყოვლისა, ვიწყებ ხმის მიმსგავსებას – მომღერალია და ეს არის მისი პირველი მახასიათებელი. მერე უკვე გადავდივართ ვიზუალურობაზე. ვიზუალი კი ჩემი საზრუნავი ნამდვილად აღარ არის, ეს გრიმიორების საზრუნავია. ლუ ბეგას ძალიან ვგავდი, წურწუმიასაც ვგავდი რაღაც მომენტებში, რასაც ვერ ვიტყვი ტომ ჯონსზე. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ, გენიოსებსაც მოსდით შეცდომები. ტომ ჯონსს სახის სულ სხვა კორექცია აქვს, რაც არ უნდა მოინდომო, ვერ დაემსგავსები. ჩემი საყვარელი მომღერალია, მაგრამ, სახე აქვს აეროპორტივით (იცინის). თვალებიც რაღაც სხვანაირი. ცუდად არ გამიგოთ, ვგიჟდები ამ მომღერალზე, მის სიმღერებზე ვარ გაზრდილი. ხალხის აზრია და ჟიურიმაც აღიარა, რომ ერთი ერთში ვიყავი ბასკოვთან.

– ლელასთან მსგავსება მართლა საოცარი იყო.

– ხმის ტემბრის მიმსგავსება იყო ყველაზე რთული. ფრედი მერკურს თავისებური, სპეციფიკური ხმა აქვს, მაგრამ, მაინც მოვერგე. მას კლასიკური განათლება ჰქონდა მიღებული, ყველა სიმღერაში აქვს კლასიკური მომენტები და ამ მომენტებს ჩავეჭიდე. ცოტა ხრინწიც მივეცი დრაივი ნაწილში და კარგი გამოვიდა. ნაწარმოებს, რომელიც შევასრულე, ოთხი თემა აქვს: როკ-ბალადა, ოპერა და ასე შემდეგ. ჩემთვის საწყენი მომენტია და ამის დამალვას არც ვაპირებ – ჟიურის წევრების მხრიდან უსამართლობას ვგრძნობ. ამბობენ: კარგია, ერთი ერთშიაო და, მერე, რაც იმ შესრულებას ეკადრება, ისეთ შეფასებას არ ვიღებ.

– რომელ შესრულებას გამოარჩევ, სად გგონია, რომ უმაღლეს ქულებს იმსახურებდი?

– ტომ ჯონსი იყო ერთი ერთში, სისიმაც აღნიშნა, რომ არაჩვეულებრივი შესრულება იყო, ასევე, ბასკოვიც. ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, ჩემს თავს ერთ დეტონაციასაც კი არ ვაპატიებ, მაგრამ, უნაკლოდ იყო შესრულებული რამდენიმე ნომერი. ერთი, რაშიც ჟიურის ვეთანხმები და, შეიძლება, უარესი ქულების ღირსიც ვიყავი, იყო ლუ ბეგა. ტექსტი დამავიწყდა, საერთოდ დავიბენი. მაგრამ, დანარჩენი, იგივე ფრენკ სინატრა, იგივე მერკური, ძალიან კარგი იყო.

– ყველაზე მეტად ვისი განსახიერება გაგიჭირდა?

– არც ერთის არ გამჭირვებია, მაგრამ, ეს ლუ ბეგას ტური იყო ისეთი, რა დამემართა, არ ვიცი. ადრე მოცეკვავე ვიყავი და ცეკვით და რაღაცეებით გამოვიყვანე სიტუაცია, თორემ, ტექსტი საერთოდ დამავიწყდა. მას ორი, ერთმანეთის ზუსტად მსგავსი სიმღერა აქვს, ორი მელოდია და არანჟირება ერთმანეთის კოპიოა, მხოლოდ ტექსტებია განსხვავებული და ამერია. მაგრამ, ეს მე არ მამართლებს. 

– შენ სიმღერის შესრულების ძალიან დამახასიათებელი მანერა გაქვს, როგორ ახერხებ ამის „დამალვას”?

– არ ყოფილა ეს ჩემთვის დიდი სირთულე. რომ გაიზარდო როგორც მომღერალი და ჩამოყალიბდე, ძალიან ბევრ დიდ ვარსკვლავს უნდა მოუსმინო. მათ კი არ უნდა დაემსგავსო, არამედ, საუკეთესო მომენტები უნდა აიღო – ასე ყალიბდება შენი „მე” და შენი საკუთარი თავი. ბავშვობაში ტომ ჯონსსაც ვუსმენდი, მელაძესაც. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რუსია, ვინ ამერიკელი და ვინ – ქართველი?! მთავარია, კარგ მუსიკას ქმნიდეს. 

– ვინ გინდა, რომ შეგხვდეს, ვის განსახიერებას ისურვებდი?

– ასეთი მომღერლების მეტი რა არის! მინდა, რომ რამე კლასიკური ნაწარმოები ამომივიდეს ან ქართული სიმღერა, თუნდაც, იტალიური ან ესპანური. ახლა ელტონ ჯონი ამომივიდა და გამიხარდა. რომ ვთქვი, ძალიან მიყვარს ეს მომღერალი-მეთქი, გაეცინათ. როგორც მომღერალი, ისე მიყვარს და არა თვითონ პიროვნება (იცინის).

– საინტერესო თემას მიადექი. გოგოების მიმართულებით რა ხდება?! გავიგეთ, რომ ელტონ ჯონი არ მოგწონს.

– (იცინის) ჩემი გულშემატკივრები იტყვიან: ვაიმე, ელტონ ჯონი უყვარს, ამისი საქმე კარგად არ არისო. მერე გოგოებს აღარ მოვეწონებოდი, ბიჭებს მოვეწონებოდი და არ იქნებოდა ჩემი საქმე კარგად. მადლობა, ამას ჩემს თავს ნამდვილად არ ვუსურვებ, ღმერთმა დამიფაროს. გოგოებში საქმე არასდროს მიჭირდა, მაგრამ, ახლა ისე ვარ გადართული კონკურსზე, იმდენი საქმე მაქვს, რომ ამისთვის ნამდვილად არ მცალია.

– ცოლის მოყვანას არ აპირებ?

– ჯერჯერობით არა, თუმცა, შეიძლება, მოვიყვანო კიდეც, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. უკვე 30 წლის ვარ და ეს ისეთი ასაკია, როცა კაცმა ცოლი უნდა მოიყვანოს. ოჯახშიც ხშირადაა საუბარი ამ თემაზე. კიდევ თუ დავაგვიანებ, შვილთან ბაბუასავით ვიქნები და ეგეც არ მაწყობს.

– როგორი გოგოები მოგწონს?

– კარგი გოგოები. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, გოგო კარგი გარეგნობის უნდა იყოს. ერთი ფილმის არ იყოს, სახლში რომ შეხვალ და მახინჯი ქალი დაგხვდება, ცუდად გახდებიო. ბუნება კარგი რაჭაში ვიცი, ქალი ლამაზი უნდა იყოს.

– შენი და, სოფო, ალბათ, შენი განსაკუთრებული გულშემატკივარია?

– დიახ. როცა ის კონცერტს ესწრება, მაშინ კიდევ უფრო მემატება ძალა და ენერგია. სცენაზე გასვლამდე, რა თქმა უნდა, ვღელავ. მაგრამ, სცენაზე რომ გავდივარ, ყველაფერი მეხსნება და, როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს. ცხადია, სოფო განიცდის და ის უფრო ნერვიულობს იმ უსამართლობებზე, რაც ხდება. რაშიც ვერ ვიყავი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ძალიან კარგად ვიცი და, მაშინ რომ მაღალი ქულები დაეწერათ, ძალიან ცუდად გამოვჩნდებოდი ხალხის თვალში. ეს ერთი ნომერი იყო ეტაპობრივი ჩავარდნა, მაგრამ, იმის შემდეგ ძალიან ღირსეულად და კარგად წარვდექი ყველა ტურში, თუმცა, კარგი შეფასებები არ მიმიღია. მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის მომღერლებია, რომლებიც უნდა განვასახიერო. ხალხი გიყურებს და ხალხი გაფასებს, მთავარია, მათთან იყო მართალი. ჟიურის ოთხი წევრისთვის კი არ ვმღერი, მაყურებლისთვის ვღმერი ყოველთვის. ის კი არა, ჟიურის საერთოდ ვერც ვხედავ იქ, გავდივარ ისე, როგორც კონცერტზე. არ ვმღერი შეფასებებისთვის, ეს ჩემთვის კონცერტია და სიამოვნებას ვიღებ.

 

скачать dle 11.3