კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გვამადლიან ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ შრომას და როგორ შეირგეს დედის რძესავით მაღალ-მაღალი ხელფასები და პრემიები

მაშინ, როდესაც მეფის რუსეთში ბატონყმობა გადავარდა, იმპერატორმა თავადაზნაურობას კომპენსაციის სახით, რაკი ყმები ჩამოართვა, გარკვეული თანხა გადაუხადა. გამონაკლისი არც ქართველი თავადაზნაურობა გახლდათ, თუმცა იმდროინდელმა ჩვენმა თანამემამულეებმა სხვაგვარად განსაჯეს: ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, თავიანთი კუთვნილი ფული ჯიბეებიდან ამოიღეს, საადგილმამულე ბანკი დააარსეს და სახელმწიფოს არარსებობის პირობებში სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაჭრა დაიწყეს: ჩამოაყალიბეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დააფინანსეს ნიჭიერი და ხელმოკლე ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღება, ქართული გაზეთების გამოცემა (დარღვეული ქართული ცნობიერების შესაკოწიწებლად), გამოიხსნეს დაგირავებული მიწები და უამრავი სხვა კეთილი საქმე გააკეთეს, რამაც, საბოლოოდ, დამოუკიდებლობისთვის ნიადაგი მოამზადა. ილია ჭავჭავაძეს ქართველი პოლიტიკოსები, განურჩევლად პოლიტიკური პლატფორმისა, აღიარებენ მისაბაძ მოღვაწედ, მის ციტატებსაც ხშირად იშველიებენ და ილიას ფოტოსაც აქტიურად კიდებენ სამუშაო კაბინეტებში, თუმცა ილიას წესით ცხოვრება, თუ მათ მიერ აღებული ხელფასისა და პრემიის ოდენობით ვიმსჯელებთ, დიდად არ ხიბლავთ. ჩინოვნიკებისთვის მაღალ-მაღალი ხელფასების დანიშვნის ტრადიცია 2004 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც რეფორმების ფონდი შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფდა მათთვის მაღალი ხელფასის გაცემას, რათა ბიუჯეტის ფული არ მოეპარათ. იმ მარტივი მიზეზით, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვება გამარტივდა, კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა სახელმწიფო მოხელეთა არაადეკვატურად მაღალი შემოსავლები. ახლები გვარწმუნებენ, რომ ეს თანხა ეკუთვნით, რადგან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. რატომ იცვლებიან ადამიანები სახელისუფლო სკამზე დასხდომის შემდეგ და რატომ ჰგონიათ, რომ უნდა მოიქცნენ ზუსტად ისე, რასაც წინამორბედებს უწუნებდნენ? – ამ საჭირბოროტო თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.

 

– თეა წულუკიანმა გვითხრა, რომ სტრასბურგში 17 000 ლარი ჰქონდა ხელფასი, მაგრამ მზადაა, სამშობლოს 5 000 ლარად ემსახუროს და, თუ ჩინოვნიკს მაღალი ხელფასი არ ექნა, კერძო სექტორში წავა, ანუ თქვენი ბედნიერებისთვის ვიღებთ მაღალ ხელფასსო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მადა ეხსნებათ თუ რა ემართებათ ადამიანებს?

– რთული სათქმელია, რა ემართებათ. იმდენი საქმეა და იმდენი მუშაობა უწევს, თუ მუშაობს ხელისუფლებაში მყოფი პირი, რომ, ეტყობა, ერთგვარი დამადლებითი დამოკიდებულება უჩნდებათ. აქ, ამ შემთხვევაში, ორი მომენტია: „ნაციონალები“ მოგაშორეთ და ჩვენ დღედაღამ ვმუშაობთო, ამიტომ ჰგონიათ, რომ ეკუთვნით. მართლაც, ნორმალურ ქვეყნებში ჩინოვნიკებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, მაგრამ ეს არის ნორმალურ ქვეყნებში და იქ სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კერძო ბიზნესში დასაქმებულების. თუნდაც, ადვოკატების, ექიმების. სამწუხაროდ, მასწავლებლებს ყველგან ჩაგრავენ.

– ყოველ შემთხვევაში, მასწავლებლებისთვის სტანდარტი არსებობს და იმაზე ნაკლები ხელფასი და ცხოვრების პირობები არ შეიძლება ჰქონდეთ.

– დიახ, არსებობს სტანდარტები და ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ. ჩვენში ამას არ ექცევა ყურადღება, გარემო ფონი უგულებელყოფილია. გასაგები იყო, რატომ აკეთებდნენ ამას „ნაციონალები“: ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ასრულებდნენ რაღაც დავალებასავით გეგმას. დასავლეთისთვის მიდიოდა პროპაგანდა, რომ ქვეყანაში დასამყარებელი იყო წესრიგი, ყველაზე სატიკი მეთოდებითაც კი, რომ არ გადავახვევინოთ პროდასავლურ კურსსო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კურსი მხოლოდ დეკლარირებული იყო, რადგან, თავად რომ არ ეთქვათ უარი, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ჩვენთან ერთად მოაწერინებდნენ ხელს ასოცირების შეთანხმებაზე. ერთი სიტყვით, „ნაციონალების“ დროს არანორმალური დისპროპორცია იყო ხალხისა და ხელისუფლების შემოსავლებს შორის. ამ ხელისუფლებამ ეს ხომ დაიტოვა და დატოვა, ამას გარდა...

– ოღონდ, „ნაციონალები“ ახერხებდნენ, დაემალათ, უბრალოდ, არ გაწვდიდნენ ინფორმაციას და რაღაც შემოვლითი გზებით, გაჭირვებით უნდა დაგედგინა. 

– მათ ესმოდათ, რომ ეს დიდად სახარბიელო ამბავი არ იყო და ყველანაირად ცდილობდნენ, არ გახმაურებულიყო, თუმცა  რაღაც დოზით ყველამ ვიცოდით, მაგრამ ამას ფარავდა მათი მოქმედებით აღშფოთება. ხელფასები მეორე პლანზე გადადიოდა მათი მოქმედების გამო. პარადოქსული სიტუაციაა: ეს ხელისუფლება ამ მხრივ ნორმალურია. არ არის სასტიკი და ულმობელი, მაგრამ მოსახლეობის მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანებმა უფრო მწვავედ აღიქვეს, ვიდრე „ნაციონალების“ შემთხვევაში მოხდებოდა. მეც მახსოვს, რაც ჩვენგან, „მრგვალი მაგიდისგან“ სწყინდათ, ჩვენამდე კომუნისტებს და ჩვენ მერე მოქალაქეებს უთმენდნენ. ამიტომ სულ ვამბობდი, ჩვენგან ითხოვენ მეტს და შეღავათს არ გავგვიწევენ-მეთქი და ხალხი მართალია ამ შემთხვევაში. ცხოვრების ნორმალიზება უნდა მომხდარიყო, ბოლოს და ბოლოს, „ნაციონალების“ მოშორება ხომ არ იყო მთავარი?! მოშორება იმდენად იყო ამოცანა, რომ ძველებური ურთიერთმიმართება არ ყოფილიყო ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

– არ მგონია, დასამადლებელი ბევრი ჰქონდეთ: თავად მოიშორეს, თუ მოიშორეს „ნაციონალები“.

– უპირველესად, თვითონ მოიშორეს, მაგრამ ჯანდაბას. დიდი ამბავი მოხდა და ჩვენ ყველანი კმაყოფილები ვართ, რომ არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ წელიწად-ნახევარია გასული და ეს ეიფორიული განწყობა არ შორდება ამ ხელისუფლებას. ადგილობრივი არჩევნებია და ისევ გვესმის ლოზუნგი –  მოდი, მოვიშოროთ „ნაციონალური მოძრაობა“! გამუდმებით გვაყვედრიან, თითქოს რაღაც ზეამოცანა არის მათი მოშორება, არადა, ისინი, ფაქტობრივად, მოშორებულები არიან. თუ ვინმეს მოშორება გინდა, აღარ უნდა მიაქციო ყურადღება. რაც შეეხება პრემიებს: თუ დასავლეთზე ვლაპარაკობთ და მასზე ვართ ორინეტირებული, იქაური ცხოვრების წესი, იქაური სახელისუფლო, საზოგადოებრივი სტრუქტურების საქმიანობა არის საუკეთესო გამოცდილება, რაც კაცობრიობას აქვს. გააკეთე ის, რაც სწორია: ევროკავშირის უამრავი ქვეყანაა, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსი არაფერი მიუღიათ. ეს არ არის მთავარი ევროკავშირში, მაგრამ აქ გადააქციეს თემად –  ჩემი ბრალი არ არის, ისინი ითხოვენო. ეს მაინც მონური, კოლონიური სინდრომია, როდესაც ყველაფერი ბრალდებოდა საბჭოთა კავშირს, ახლა ევროკავშირს ბრალდება ყველაფერი. სხვათა შორის, ეს პრემიები და წილებში ყოფნა პუტინმა დაამკვიდრა რუსეთში ზედა ფენაში. იცით, რომ რუსეთის ზედა ფენის წარმომადგენლები ან აქციების მფლობელები არიან, ან წილებს ფლობენ მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში. მათ, ელემენტარულად, რამდენიმემილიონიანი შემოსავალი აქვთ ყოველწლიურად, მაგრამ ამან არ უშველა რუსეთს, ამიტომ არის კორუფციაში და ყველაზე სერიოზული პრობლემა ეს აქვთ. ჩვენთან ხელფასები მაღალი აქვთ, დისპროპორცია არანორმალურია.

– გვაშინებენ, რომ, თუ მაღალი ხელფასები არ იქნა, კერძო სექტორში გადაედინებიან კადრები, თითქოს კერძო სექტორში ისეთი ხელფასებია, რომ ვერ ზიდავ ორი ხელით.

–  ეს მოსაზრება ჩვენთან ლოგიკას არ ექვემდებარება. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 3-4-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ კერძო სექტორში და იქ არ იციან სახელმწიფო პრემიების ცნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდხანს მომიწია ყოფნა და აღმოვაჩინე სპეციალიზებული მაღაზია, სადაც ყველაფერი გაცილებით იაფი ღირდა. შევედი გლობუსის საყიდლად, მახლდა ბატონი გივი ზალდასტანიშვილი. მითხრა, არ იყიდოო. რატომ-მეთქი? აქ მაღალი თანამდებობის პირები არაფერს ყიდულობენ, მათ მაღალი ხელფასები აქვთ და უხერხულია, მხოლოდ მომსახურე პერსონალი იძენსო. ანუ, ამასაც კი თვალს ადევნებენ. იმ მაღაზიაში რომ კონგრესმენს ან სენატორს ეყიდა რამე, ეს სერიოზული განხილვის თემა იქნებოდა. კანონით არ ეკრძალებათ, მაგრამ ითვლება, რომ არ შეიძლება. ჩვენთან კი, საარჩევნო კოდექსის არ იყოს, რაც დახვდათ „ნაციონალებისგან“ და ჩათვალეს, კარგი ყოფილაო, დატოვეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაც დარჩა, პრემიებად დაირიგეს.

– რა გვექნა, დაგვრჩაო. არადა, თუ დარჩათ, უპატრონოებისა და მშივრების მეტი რა არის ამ ქვეყანაში, მათთვის დაერიგებინათ!

– რა თქმა უნდა! „დაგვრჩა” რას ნიშნავს?! საჭმელია და კუჭმა არ მიიღო?! თუ დარჩა, დაბრუნდეს ბიუჯეტში. თითქოს მექრთამეობის თავიდან ასაცილებლადაა მაღალი ხელფასები, მაგრამ, თუ ადამიანი ანგარებიანია, მას პრემია ვერ უშველის. მილიონებს ეთამაშებიან და 5 000-ანი პრემია გააჩერებს?! არ ვიცი, რაზე ფიქრობდნენ, როდესაც ამხელა პრემიებს იწერდნენ. მით უმეტეს, ხალხი ჩივის, არაფერი გაუკეთებიათო, თუმცა, მე მგონია, რომ რაღაც-რაღაცეები გაუმჯობესდა, იმავე მედიცინის სფეროში, მაგრამ, სოფლებში არაფერი გაკეთებულა. იმით იმართლებენ თავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ისევ „ნაციონალები“ არიანო, მაგრამ ადგილობრივი არჩვენებიც იქნება და ვნახავთ, რას შეცვლიან. 15-ში, ალბათ, „ოცნება“ გაიმარჯვებს, მაგრამ ეს გამარჯვება, შეიძლება, დამარცხების დასაწყისად იქცეს, თუ არ ექნათ გეგმები, რომელთა განხორციელებას უკვე ივნის-ივლისში დაიწყებენ. ამ პრემიებმა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო, რაც ამ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. 

– ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, თუ მათ ქცევას დავაკვირდებით, რომ ფოტოს გარდა ილიასი არაფერი უნახავთ და წაუკითხავთ. შევახსენოთ, რომ, როდესაც სახელმწიფო არ არსებობდა, იმ ადამიანებმა თავიანთი ჯიბიდან ამოიღეს ფული და ახმარდნენ საერთო საქმეს, იმას კი არ ამბობდნენ, გვეკუთვნის და სახლში უნდა წავიღოთ ბიუჯეტის ფულიო. გასაგებია, რომ ეს მათი არჩევანია, ამიტომ, ან ილია ჭავჭავაძეს უნდა დაანებონ, ან –  დაემსგავსონ, თუ არ ანებებენ.

– ჩვენში ხომ ყველას დავით აღმაშენებელი აკერია პირზე?! ვინმეს წარმოუდგენია, რომ იმ ხალხს სახელმწიფო არ ჰქონდა და მაინც მოახერხა განათლების შესანიშნავი სისტემის შექმნა?! ბანკი გააკეთეს და ამის მეშვეობით მართავდნენ ეკონომიკას. გამოდიოდა პრესა, იდგმებოდა სპექტაკლები. იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტს ახერხებდნენ, ვიდრე მათ ხელში იყო. მართლაც არ იციან დღეს, რა იყო ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საადგილმამულე ბანკი, გაზეთისა და ჟურნალის დაარსება.

– ან, რატომ დაარქვა „ივერია“.

– რამხელა ძალისხმევად ჯდებოდა ეს ყველაფერი, ეს მართლაც არ იციან. ის ხომ იმიტომ გახდა „დუმის“ წევრი, რომ მათი საბოლოო ამოცანა ავტონომია იყო. ფინეთისა და ირლანდიის მაგალითებს აკვირდებოდნენ. ილიას მკვლელობა იყო მაშინდელი ჟანდარმერიისა და მემარცხენე ძალების ერთობლივი ოპერაცია, იმიტომ რომ ილია ორივეს უქმნიდა პრობლემას, რადგან ნორმალურ განვითარებასა და აყვავებას უქადდა ჩვენს ქვეყანას, რაც ქვეყანას მისცემდა საშუალებას, მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ყოფილიყო, მაგრამ, 1921-მა წელმა ეს დაამთავრა, სამწუხაროდ. ილიას სიკვდილი გამოსასყიდი დაგვირჩა, იმიტომ რომ, მარტო მათ არ მოუკლავთ, ჩვენ ყველამ მოვკალით ილია: ორი კაცი არ მოიძებნა, თან ხლებოდა ხოლმე, როცა ყველამ იცოდა, რომ მოკვლას უპირებდნენ. მაგრამ, შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი.

– განსხვავება ისიც არის, რომ ილია მარტო არ ყოფილა, დანარჩენებმაც ამოიღეს თავიანთი ჯიბეებიდან ის თავიანთი კუთვნილი ფული.

– დიახ, ისინი ხომ ჩვეულებრივი, ცოცხალი ადამიანები იყვნენ. მათ კომპენსაცია გამოუყვეს, მათ კი ამ საქმეში ჩადეს ფული. ხომ მოიკლეს თავად?! არადა, ჩვენი თავადაზნაურობა არ იყო რუსული თავადაზნაურობა, დიდი შესაძლებლობები ჰქონოდა. ლუარსაბს ოცი ყმა ჰყავდა და ითვლებოდა, რომ კარგად ცხოვრობდა. 100 კაცს არ სცდებოდა მათი ყმების რაოდენობა და ისინიც გაათავისუფლეს. თან, ხომ ვიცით, რომ ქართული ბატონყმობა არ ყოფილა მკაცრი. პრობლემაა უცოდინრობა, ნაკლებად იციან, რა და როგორ ხდებოდა.

– იმეორებენ, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, აი, ის აღარ ახსოვთ, „ერის წყლული მაჩნდეს წყლულადო“.

– ეს სკოლიდან გამოჰყვათ, მაგრამ, არ იციან, როგორ უნდა გვეყუდნეს. ილიას გამზადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა. ჩვენ კი დამოუკიდებელ ქვეყანაში ვერაფრით დავამკვიდრეთ განწყობა, რომ ქვეყნის მსახურება იყოს წინა პლანზე ყოველგვარი მაღალფარდოვანი განწყობის გარეშე, სხვათა შორის, თავგანწირვის გარეშეც. არავინ გთხოვს, თავი გაწირო, უბრალოდ, ნორმალურად უნდა ემსახურო. არის ქართული სიტყვა –  „უნახაობა“ და ამ უნახაობის პრობლემა გვაქვს. ჩვენთან თავისუფლების გაგება იმით გამოიხატება, რომ მანაქანას იქ გააჩერებ ან გადახვალ ფეხით, სადაც არ შეიძლება.

– ჩავსვათ ჩვენი პოლიტიკური ელიტა კარცერ-ლუქსებში და წავაკითხოთ ილიას ნაშრომები.

– წაკითხვა არ შველის მხოლოდ… ცოტა ხნით უნდა ავუკრძალოთ ილიასა და დავით აღმაშენებლის ხსენება.

 

скачать dle 11.3