კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეშფოთებული გულარხეინები

პატარ-პატარა მოკავშირეები

 

მართალია, ჯერ კიდევ მაშინ, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საფრანგეთი ხელებს იფშვნეტდა სიხარულით, რაკი რფ-ისთვის მთელი ორი „მისტრალის“ მიყიდვის გარიგება დადო, ითქვა, რომ იმ ორივეს რუსეთი სწორედ „ნატოს“ ძალების წინააღმდეგ გამოიყენებდა, მაგრამ დასავლეთი გვარწმუნებდა, ეს მხოლოდ ეკონომიკაა და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვსო.

მათმა ამ გულარხეინობამ აღძრა ეჭვი, რომ ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ფრიად გულგრილად  უმზერდნენ რფ-ს მიერ ამ ჩვენი ქვეყნის დანაყვას. თუმცა, ხანი გამოხდა და, მას შემდეგ, რაც რფ-მ ყირიმიც შეიერთა და აღმოჩნდა, რომ რუსი სამხედროები (რომელბმაც აშშ-ელი ანალიტიკოსების შეფასებით, ფრიად წარმატებით გამოიყენეს ქართველებზე მიღებული გაკვეთილი და საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ხარვეზები აღმოფხვრეს) ის-ისაა, შეისეირნებენ აღმოსავლეთ უკრაინაში, აშშ-ელი კონგრესმენების ნაწილმა მოუწოდა საფრანგეთს, უარი თქვას, მიჰყიდოს რფ-ს „მისტრალები“.

ხოლო, რაკი ტარანა თვლითაა, ოკეანისგაღმელი კანონმდებლები სანაცვლოდ „ნატოს“ სთავაზობენ, ეს ხომალდები იჯარით აიღონ. ამიტომაც ბ-ნ რასმუსენთან წერილიც აფრინეს (მომყავს ციტატა წერილიდან): „ეს გახდება მძლავრი სიგნალი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ „ნატო“ არ აპირებს მოითმინოს მისი ზღვარგადასული ნაბიჯები“.

ჯერჯერობით საფრანგეთის ხელისუფლება მხოლოდ იმას ამბობს, რომ რუსეთისთვის პირველი „მისტრალის“ გადაცემის საკითხი ოქტომბერში უნდა გადაწყდეს, თუმცა ვაშინგტონელთა ამ მიმართვას ევროპელთა ნაწილიც უერთდება და საფრანგეთს სთხოვს, გადახედოს კონტრაქტის პირობებს, რაც იქნება პასუხი ყირიმის ანექსიაზეო, რაც აჩენს ეჭვს, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსია ანგარიშში ჩასაგდები არ იყო, რადგან, როგორც ჩანს, დიდ პოლიტიკაში მოქმედებს, თუ მოქმედებს, პრინციპი: ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო (ოღონდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ცოლ-შვილში“ პატარ-პატარა მოკავშირეები იგულისხმებიან). 

скачать dle 11.3