კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკურ გულში ჩავარდნილი

ქირის მოლოდინში

 

ისე მოხდა, რომ იმ უკრაინამ, უფრო ზუსტად, რაც მისგან დარჩა, ახალი პრეზიდენტი აირჩია – როგორც თანამემამულეები უწოდებენ, „შოკოლადის მეფე“ (ქონებით კი – მილიარდერი), რომელმაც 5 მრჩეველი დაიყენა, მათგან ორი აშშ-ელია, ორიც კანადელი, ხოლო ერთი (ასეც შეიძლება, ვთქვათ, ერთადერთი და განუმეორებელი) – ჩვენი თანამემამულე, სახელდობრ, კახა ბენდუქიძე. 

ჩვენ არ ვიცით, რით იხელმძღვანელა პეტრო პოროშენკომ, როდესაც თავისი თვალი და ყური, ალბათ, პოლიტიკური გულიც ამ ჩვენს „ლიბერალთა მამად“ წოდებულზე შეუვარდა, ან კი როგორ გვეცოდინება, თუკი ბ-ნი პოროშენკოს ტვინში არ ვსხედვართ?! ხოლო, რაკი არ ვსხედვართ, ამ ჩანაფიქრის მოტივების გასაგებად, მოდი, საუკუნის ფრაზის ავტორის („იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“) ბიოგრაფიას გადავავლოთ ჩვენი გამოლიბერტარიანებული თვალი.

იგი (ანუ ბ-ნი ბენდუქიძე) პროფესიით ბიოლოგია, ასპირანტურა კი მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში დაუმთავრებია. სისხამ აისზე მუშაობა პუშჩინოში განლაგებულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და მიკროორგანიზმების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად დაუწყია. ხუთიოდე წლის შემდეგ კი მოსკოვის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიასაც ჩასდგომია სათავეში.  ამის პარალელურად, ბიზნესსაქმიანობაც წამოუწყია: 1988 – შექმნა გაერთიანება „ბიოპროცესი“; 1991-დან ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება „ნიპეკს“; 1992 – სათავეში ჩაუდგა „პრომტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს; 1994-1998 წლებში გემთმშენებელი გაერთიანება „ალმასის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გამხდარა, 1996-ში „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“ შეუქმნია და გენერალური დირექტორიც შექნილა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც. 1996-დან „ურალმაშის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2000-ში, საერთოდაც, „ურალმაშის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 2004 წელს პოლიტიკაში გადაეშვა და ამ ჩვენს სამშობლოში ყველაფერი გაყიდა (რაკი შესაბამისი საზომი არ გამაჩნია, ვერაფერს ვიტყვი, იყო თუ არა ამ ჩამონათვალში სინდისი და, თუ იყო, ვის ეკუთვნოდა).

ასეა თუ ისე, ის აწ უკრაინის პრეზიდენტს გაუწევს მრჩევლობას, ამას გარდა, თითქოს ჩვენს მოძმე უკრაინელებს ჩვენივე ყოფილი პრეზიდენტიც დაეხმარება, ხოლო, რაკი, ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ჩვენებურთა დიდი მიძალებაა უკრაინულ პოლიტიკაში,  ვფიქრობ, ქირაც გვეკუთვნის, როგორც მათ მშობელ-გამზრდელებს. 

скачать dle 11.3