კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ – მთავარი მესიჯი საზოგადოებას „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდისგან“ და მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტები

 

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გამოყოფილი ერთი მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსების ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსში განცხადების შეტანა შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც შშმ ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება თემებს, ამხანაგობებსა და სამეზობლოებსაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პირველი საგრანტო კონკურსი „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ 2011 წლის თებერვალში გამოაცხადა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარების მიზნით 13 პროექტი დააფინანსა, საერთო მოცულობით – 300 000 ლარი. ცამეტივე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, რამდენიმე მათგანი კი უკვე დასასრულისკენ მიდის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის უკვე მოეწყო სპეციალური სასწავლო კლასი თბილისის 198-ე და მე-200 საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, დამონტაჟდა ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვთათვის ადაპტირებული პირველი საქანელა თბილისში, კერძოდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე.

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებია: „დედა ენისა” და მათემატიკის განმავითარებელი კრებულის გამოცემა; სენსორული სათამაშოებისა და მათი დამზადების სახელმძღვანელოს შექმნა; სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ჟესტური ენის სწავლება; სოფელ გრემში, შშმ პირთა თემში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; ანიმაციური ფილმების გახმოვანება უსინათლო ბავშვებისთვის; შშმ ახალგაზრდების გადამზადება ინკლუზიური ტურიზმის მენეჯმენტში მათი მომავალი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; შშმ ბავშვების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენის – „ჰელადოსის“ დადგმა; შშმ ბავშვებისთვის ქართული სასწავლო აპლიკაციის შექმნა უნარების განვითარებისთვის; ანაკლიის თემში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის სკოლის ადაპტაცია და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თორნიკე გურული („საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ დირექტორი): 

– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თემებს, ამხანაგობებსა და სამეზობლოებს. პროექტები მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, მათ საგანმანათლებლო აქტივობაზე და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველას თავიანთი პროექტის განხორციელებაში. რაც შეეხება საკონკურსო განცხადებების მიღებას, ეს 29 მაისიდან 15 ივნისის 18.00 საათამდეა შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge 

კონკურსში გამარჯვებულ ათამდე პროექტს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური 2014 წლის 1 ივლისამდე გამოავლენს. თითოეული გრანტის მოცულობა 25 000 ლარამდე განისაზღვრება. რაც შეეხება გამარჯვებული პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ გაუწევს. საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს „სიცოცხლის ხის“ სტატუსი ენიჭება, რაც ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლოს წარმოადგენს.

მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.tree.ge. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ასევე, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდს“ ნომერზე: 2-444-493.

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ სამომავლოდაც აპირებს მსგავსი პროექტების განხორციელებას ამ მიმართულებით, რადგან, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ბავშვისთვის საჭიროა ადაპტაცია, საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. 

 

скачать dle 11.3