ხორცი კიტრითა და ძმრით
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი კიტრი, 1/3 ჩაის კოვზი მარილი, 500 გრამი ღორის ან ხბოს ხორცი, 2 თავი ხახვი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 3 კბილი ნიორი, 1 სადილის კოვზი ჩილის სოუსი, 1/2 სადილის კოვზი დაფქული ქინძის თესლი, 1/2 ჩაის კოვზი შაქარი, 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 2 სადილის კოვზი ღვინის ძმარი, ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი: გათლილი კიტრი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და 30 წუთით მოათავსეთ თასში, შემდეგ გაწურეთ და მოასხით ერთი კბილი დანაყილი ნივრის, ქინძის, შაქრისა და ჩილის სოუსის ნარევი. ხახვი და წიწაკა დაჭერით მრგვალ, თხელ ალყებად, ხორცი კი – მოგრძო ნაჭრებად. ღრმა ტაფაში ზეთში შებრაწეთ ხორცი, დაუმატეთ ხახვი და შუშეთ ხახვის დარბილებამდე. დაუმატეთ სოიის სოუსი, დანაყილი 2 კბილი ნიორი, ბულგარული წიწაკა და მოასხით კიტრის ნაჭრებს. დაუმატეთ ძმარი, ცოტა ხანს თავდახურული გააჩერეთ და შეგრილებული მიიტანეთ სუფრასთან.