ღორის ხორცი „ბალზამიკოთი”
საჭირო ინგრედიენტები: ღორის ხორცის ფილეს 1 საშუალო ზომის ნაჭერი, 0,5 ჭიქა მუქი „ბალზამიკო”, 2 მწიკვი მარილი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, ცოტა შაქარი, 100 მილილიტრი წყალი, 300 მილილიტრი ქათმის ბულიონი, 50-100 მილილიტრი ნაღები, 1 ცალი როზმარინი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით, ზეთი – მოსაშუშად.
მომზადების წესი: ხორცი ზემოდან დასერეთ და გაცხელებულ ზეთში ბრაწეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში და შემდეგ შეინახეთ თბილად. მდოგვში აურიეთ შაქარი და შუშეთ 1 წუთი, დაასხით „ბალზამიკოში” არეული წყალი და დაუწიეთ ცეცხლს. დაასხით ქათმის ბულიონი, ჩაუმატეთ როზმარინის ტოტი და ნახევრამდე დაადუღეთ. დაუმატეთ ნაღები, მარილი და წიწაკა და წამოადუღეთ. ამ სოუსში ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრები და მიიყვანეთ ადუღებამდე. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ მოხარშული კარტოფილი ან გოგრა.