კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის დინამოელის თავაზიანი უარი და ბალახისმჭამელი ფეხბურთელი მატჩის დროს

„გამაგონე ხმა ბულბულისა“

1962 წელს დასავლეთ გერმანიაში გახლდით. თამაშის შემდეგ გრანდიოზული ბანკეტი მოგვიწყვეს იქაურებმა. სუფრას დიდებული პურმარილი ამშვენებდა. ჟღერდა იტალიური მუსიკა, რაშიც განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ჩვენი გაოცება ერთმა გარემოებამ გამოიწვია, რომ ორკესტრის პიანისტი... შიშველი ფეხებით უკრავდა ფორტეპიანოზე.

სიმღერის, ცეკვისა და იუმორის გრძნობით უხვად დაჯილდოებულმა ჯემალ ზეინკლიშვილმა თავისი ნიჭის დემონსტრირება განიზრახა. წუთით ყურადღება ითხოვა. დარბაზი გაიტრუნა.

გაისმა ყურის დამატყვევებელი სტვენა, ნელ-ნელა მოიმატა ამ უნაზესმა ჰანგმა, მართლაც რომ, „ბულბულის გალობას“ ჰგავდა და ფინალი გამაყრუებელმა ოვაციამ შთანთქა.

აღტაცებული ორკესტრის ხელმძღვანელი ჯემალს მიეჭრა, ხელი მაგრად ჩამოართვა და უთხრა:.

– მე მზად ვარ, ჩემი ორკესტრის ყველა წევრი დავითხოვო, იმ პირობით, რომ თქვენ ჩვენთან დარჩებით...

 უდიდეს ფულად ანაზღაურებას დაჰპირდა სრულიად სერიოზულად და საქმიანად.

ჯემალმა დაიმორცხვა და თარჯიმანს ათარგმნინა:

– ჩემთვის უზარმაზარი პატივია თქვენი შემოთავაზება, მაგრამ მსოფლიოს ყველა ორკესტრს ჩემი ბორჯომის ხეობა და თბილისის „დინამოს“ მაისური მირჩევნიაო.

თარჯიმანმა სიტყვა დაასრულა და დარბაზში ოვაციის ქარიშხალი დაატრიალა.

გამართლდა ჩვენი მგოსნის სიტყვები:

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...“

ასეთი გახლდათ ცხონებული ჯემალი. ის ქართული ფეხბურთის მართლაც ლეგენდა იყო.

„ვაი, კუჭი“

ჩემი სუსტი წერტილი... კუჭი გახლდათ. 10-ჯერ რომ გავმხდარიყავი ავად, მიზეზი 8 შემთხვევაში კუჭი იყო. რა წამლები, რა საშუალებები არ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.

იმ წელს ვორონეჟში გვქონდა გასვლითი მატჩი.

ისევ შემომიტია კუჭმა, თან ისე ძლიერად, რომ ექიმებმა ჩემი სათამაშოდ გასვლა საეჭვოდ მიიჩნიეს.

იქაურმა ექიმმა მასწავლა – მრავალძარღვა (ბალახი) უებარი საშუალებააო და მეც საგულდაგულოდ დავიმახსოვრე ეს რჩევა.

სათამაშოდ მაინც გავედი.

მეორე ტაიმია. მატჩს მინიმალური ანგარიშით ვიგებთ და კაცმა რომ თქვას, თავს აქტიური თამაშით არ ვიკლავ მაინცდამაინც. აუტის ხაზის გასწვრივ ვმოძრაობ (თუ კუჭმა შემომიტია, საკაცე მაინც არ დამჭირდება შუა მოედნიდან გამოსაყვანად).

აქ მოხდა სასწაული:

შევამჩნიე, რომ აუტის ხაზთან ახლოს ამ ჩემს სანუკვარ მრავალძარღვას არ ამოუყვია თავი მოხასხასე ბალახებს შორის.

სხვათა შორის, ღმერთის სამართლიანობის მწამს და ეს მოვლენა სასწაულად ჩავთვალე. ვეცი, ამოვგლიჯე და გავიქანე პირში.

ვისაც კუჭის შემოტევა გამოუცდია, ნამდვილად არ გაუკვირდება ჩემი ასეთი რეაქცია.

ბიჭებს არაფერი შეუნიშნავთ, გამალებული დარბოდნენ, მაგრამ არ გამოჰპარვია ჩვენს უბრწყინვალეს ადამიანს და გოლკიპერს, სერგო კოტრიკაძეს. როგორც კი თავისთან ახლოს მომიხელთა, მომიახლოვდა და ნაჩქარევად მეკითხება.

– რას შვრები, კაცო, გვჭრი თავს?! რა ბალახის ჭამა აგიტყდა ბოჩოლასავით? რას იფიქრებს მაყურებელი, ქართველი ფეხბურთელები შიმშილით კვდებიანო.

– კუჭის წამალია ეს, კუჭის! – „ავუხსენი“ ნაჩქარევად.

– კი მაგრამ, შენ რა... კუჭის ექიმი ხარ?

რაც ენაზე მომადგა, ის გადავუჩურჩულე:

– კუჭის ექიმი კი არა, დიეტოლოგი ვარ-მეთქი.

დამთავრდა თამაში და გასახდელში ჩვენი ბიჭები მიბღვერენ, ერთმანეთს რაღაცას უჩურჩულებენ.

– რა ხდება, ბიჭებო? – ვეღარ მოვითმინე.

– არ ხარ კაი კაცი შენ! – გამიბედა ერთ-ერთმა.

– რატომ, ვითომ?

– შე კაცო, თუ დიეტოლოგი იყავი, ჩვენ სერგოსგან უნდა გაგვეგო? რავა, ჩვენთვის რომ გაგემხილა, ვერ გაგიგებდით?

... ასე „ჩამიშვა“ სერგომ, თუმცა მის მერე მთელ გუნდს მართლა დიეტოლოგი ვეგონე და რაიმე რომ დასჭირდებოდათ, რჩევას მეკითხებოდნენ.

ახლა ვამხელ, რომ დიეტოლოგობა ჩემს სიცოცხლეში გულშიც არ გამივლია.

თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელის 

ვლადიმერ ბარქაიას ნაამბობის მიხედვით 

 

скачать dle 11.3