კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან ხოხბები მეგრელები და რატომ ითვლება ინდურ მითოლოგიაში იაგუარი ერთ-ერთ უზენაეს ღვთაებად

მინახავს ნაყინის ქარხნის დირექტორობაზე მეოცნებე ბავშვები (რაღა დაგიმალოთ და, თავის დროზე მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი), სათამშოების ქარხნის დირექტორობაზე მეოცნებენიც ბევრი შემხვედრიან... ჩემი დღევანდელი რესპონდენტის სამსახურზეც, ალბათ, ბევრს უოცნებია ბავშვობაში – ზურაბ გურიელიძე თბილისის ზოოპარკის დირექტორი გახლავთ.

 

ზურაბ გურიელიძე: ბავშვობიდან ვოცნებობდი ზოოპარკის დირექტორობაზე. ოცნების მიზეზი იყო სპილო – მალკა. ხშირად  შევიპარებოდი ხოლმე მასთან, ვაჭმევდი და მივიჩვიე. მაშინ მილიცია იცავდა და მაგდებდა. ამიტომ, ვოცნებობდი რომ გავხმდარიყავი ზოოპარკის დირექტორი და ვეღარავინ შემიშლიდა ხელს სპილოსთან თამაშში. ასეც მოხდა. ახლაც გვყავს დედა-შვილი სპილოები – მალკა და ბუნკა; კიდევ, გვყავს თეთრი მარტორქა; ასევე, თეთრი ლომები, უსურიის, ანუ ციმბირული ვეფხვი. უსურიის ვეფხვი ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა, სულ 1-2 ათასი ინდივიდია შემორჩენილი. უსურიის ვეფხვი გახლავთ ყველაზე დიდი კატა, რაც კი დედამიწაზე ბინადრობს. ეს არის უზარმაზარი ცხოველი, რომელიც სიდიდით ლომსაც აჭარბებს. ჩვენი სალი კეთილი ვეფხვია, რომელსაც სამი ბოკვერი ჰყავს. კიდევ გვყავს თეთრი ვეფხვების წყვილი და მათაც ჰყავთ ბოკვერები. თეთრ ლომებთანაც გვყავს ბოკვერები, მოკლედ, მთელი კატების განყოფილება დაწვრილშვილებული გვყავს.

– თეთრი მარტორქა საიდან ჩამოიყვანეთ?

– თეთრი მარტორქა ჩამოვიყვანეთ სამხრეთ აფრიკიდან. ესეც ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა. ის ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა რქის გამო – მისი რქა ჩინურ მედიცინაში გამოიყენება და ძალიან ძვირი ღირს. თანხას არ დავასახელებ, ვიღაცას სურვილები რომ არ აღეძრას ჩვენი მარტორქის რქასთან დაკავშირებით. 

ზოოპარკის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა გახლავთ კონსერვაცია, რაც ითვალისწინებს ცხოველების შენარჩუნებასაც და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოებასაც, რომ საზოგადოებას ცხოველის შესახებ ჩამოუყალიბდეს სწორი, ლეგენდებისგან გათავისუფლებული შეხედულება, რადგან, ცუდი ლეგენდაც და კარგიც, ორივე საზიანოა ცხოველისთვის. მაგალითად, მხედველობაში მყავს მგლები და აფთრები – მათ ძალიან ცუდი სახელი აქვთ და, შესაბამისად, ძალიან ზარალდებიან. ერთადერთი მაღალი ადაპტაბელურობა და მაღალი ინტელექტი აძლევთ მათ საშუალებას, რომ გადარჩნენ, სხვა შემთხვევაში, განადგურდებოდნენ, იმდენად განიცდიან დევნას. 

– ძაღლის ტვინი დაახლოებით 3-4 წლის ასაკის ბავშვის ტვინის დონეზე ვითარდება. მასზე ჭკვიანი ცხოველებიც არსებობენ?

– არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც განვსაზღვრავთ ცხოველის ინტელექტის დონეს. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ არიან ინტელექტით გამორჩეული ცხოველები. არსებობს გარკვეული ცდები, ექსპერიმენტები, რომელთა მიხედვითაც, რთული ამოცანის გადაწყვეტა ცხოველებსაც შეუძლიათ. ძალიან ჭკვიანები არიან სპილოები, ადამიანის მაგვარი მაიმუნები, განსაკუთრებით – შიმპანზე; ასევე, მგლები, აფთრები და, ზოგადად, ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, თვითონ ძაღლის ჩათვლით.

– ზემოთ ნახსენები ექსპერიმენების შინაარსი როგორია?

– როგორ გადაწყვეტილებას იღებს ცხოველი სხვადასხვა სიტუაციაში, ამის მიხედვით ხდება ხოლმე დადგენა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ძველი ანეკდოტი ბიოლოგებზე: როცა ბიოლოგებმა მაიმუნი ჩასვეს გალიაში და დაუტოვეს ოთხი სხვადასხვა სირთულის გამოსასვლელი. რაც უფრო მარტივ გზას აირჩევდა, მით უფრო ჭკვიანად შეფასდებოდა. ამ დროს, მაიმუნი გამოვიდა მეხუთე გამოსასვლელიდან, რომლის არსებობაც არც ერთმა მეცნიერმა არ იცოდა. ზუსტად ასეთი შედეგებია ხოლმე. ისეთ სწრაფ გადაწყვეტილებას იღებენ, შეიძლება, დაიბნე. გამოსასვლელებსაც ხშირად პოულობენ ისეთს, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არა გვაქვს. ჩვენ, მაგალითად, მოვინდომეთ, რომ პავიანი (მაიმუნის სახეობაა) გადაგვეყვანა ღია ვოლიერში, ელექტროღობე შემოვარტყით და შემდეგ ჩავსვით შიგნით კატა. მაიმუნზე გაციელბით მცირე ზომის კატა იქიდან ვერ გამოვიდა და, გადავწყვიტეთ, რომ ვერც მაიმუნი გამოვიდოდა, მაგრამ, ჩავსვით თუ არა, ორი წუთი დასჭირდა ორ მაიმუნს რომ ორი სხვადასხვა გამოსასვლელიდან გამოსულიყვნენ.

– ფრინველებზეც მიამბეთ.

– ფრინველებთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. ეს არის, მაგალითად, ხოხბის აღდგენა – ეს სახეობა საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე იმყოფება. 

– არადა, თბილისელი ხოხობიო...

– ხოხობი არა მარტო თბილისელი, საერთოდ, ქართველია. მისი ლათინური სახელია „ფაზიანუს კოლხიკუს” (Phasianus Colchicus), ანუ, რომელიც არის ფაზისიდან და კოლხეთიდან. აბსოლუტურად ქართველია, უფრო კონკრეტულად – მეგრელი.

– ქერა და ცისფერთვალებაც ხომ არაა?

– როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქერები არიან ჩინელი ხოხბები. გვყავს რამდენიმე ქერა, ანუ, ოქროს ხოხობი. 

– ფრინველებში რომელი სახეობა გამოირჩევა ინტელექტით?

– საერთოდ, ძუძუმწოვრები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ფრინველები, თუმცა, ფრინველებშიც არიან გამონაკლისები, რომელბიც ძალიან ბევრ ძუძუმწოვარზე მაღლა დგანან ინტელექტით. ესენია: ყორნები, ყვავები, თუთიყუშები და ბატი.

– ესე იგი, არ ყოფილა სწორი, შე ბატოო, – რომ ამბობენ... ყვავი ვახსენეთ და, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობითაც დავინტერესდები.

– სიცოცხლის ხანგრძლივობა ქვეწარმავლებში უფრო მეტია: კუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელს აღემატება. ყვავი, რა თქმა უნდა, სამას წელს არ ცოცხლობს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წელია. სპილოების ასაკი 70 წელს აღწევს, დანარჩენები ცოცხლობენ უფრო ცოტა ხანს, განსაკუთრებით – მტაცებლები.

– აფრიკული ცხოველების კარგი კოლექცია გაქვთ.

– ასეა. მათ შორის გვყავს მილკბილა – განსაკუთრებით საინტერესო ცხოველი, რომელიც აფრიკაშიც რთული სანახავია. ის ღორისხელაა, გარეგნულად კი რაღაც-რაღაცეებით ჰგავს კენგურუს, ღორსა და კურდღელს, უცნაური სანახავია. მაგრამ, კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ მილკბილა ცხოვრობს მიწის ქვეშ. ძალიან დიდი სისწრაფით თხრის მიწას. ერთ დღესაც, ჩვენმა მილკბილებმა იპოვეს რაღაცა ნაპრალი და, მიუხედავად იმისა, რომ ბეტონის ზღუდე აქვთ, გაიქცნენ. თან, რაც მთავარია, გაიქცნენ მიწის ქვეშ. იძულებული გავხდით, დახმარება გვეთხოვა გეოლოგებისთვის. გეოსკანერით ვეძებდით. ვიპოვეთ დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით – ეძინათ, ისვენებდნენ.

– უცნაური კითხვა უნდა დავსვათ: „მეფე ლომი” ცნობილი მულტფილმია, რომელიც ყველა მშობელმა ისევე კარგად იცის, როგორც მათმა შვილებმა. უფლისწული რომ გაიქცევა თავისი ტომიდან, მას ორი ცხოველი შეიფარებს. ერთი ტახია, მაგრამ, მეორე რაა? ბავშვები რომ კითხულობენ, უფროსები იბნევიან ხოლმე.

– მეორე სურიკატია, მანგუსტის ერთ-ერთი სახეობა, ისინი სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ. მეჭეჭიანი ღორიც, მულტფილმში მისი მეგობარი რომაა, აფრიკული სახეობაა. ამ მულტფილმში ყველა სახელი აღებულია სუაჰილელთა ენიდან. „პუმბა” მართლა ჰქვია სულახელთა ენაზე მეჭეჭიან ღორს და ნიშნავს „სულელს;” ასეთად იმიტომ მიიჩნევენ, რომ, როდესაც მტაცებელი მისდევს, ჩერდება და უყურებს, სინამდვილეში კი სიტუაციას აკონტროლებს. „სიმბა” – „ლომს” ნიშნავს. იქ არის შამანი-მაიმუნი – „რაფიკი”, რაც ნიშნავს „მეგობარს”. მინდა ვთქვა, რომ „მეფე ლომი” ძალიან საინტერესო მულტფილმია, ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ მასში აფთრები ცუდად არიან გამოყვანილები. დანარჩენ ცხოველებს ყველა თვისება ძალიან კარგად არის დაჭერილი. „აკუნა მატატა” სუახელის ენაზე ნიშნავს – პრობლემა არაა. ეს აფრიკაში ყველაზე გავრცელებული ფრაზაა. რაც არ უნდა უთხრა აფრიკელებს, მაგას გეტყვიან. მანქანამაც რომ გადაგიაროს – აკუნა მატატაო – გეტყვიან და გაგიღიმებენ.

– აფრიკულის გარდა, კიდევ რომელი ცხოველები ბინადრობენ თქვენს ზოოპარკში?

– სამხრეთამერიკელი იაგუარები – „ანაკაონა” და „ბუგი” და მათი ნაშიერები. „ანაკაონა” – გახლავთ ღმერთი იაგუარი ინდური ერთ-ერთი ტომის მითოლოგიაში. ძალიან ბევრ ტომში ის უზენაესი ღვთაებაა. აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა დიდი კატებისგან: ლომებისგან, ვეფხვებისგან, ლეოპარდებისგანაც კი, რომელიც იაგუარს ძალიან ჰგავს ვიზუალურად, ხასიათით კი აბსოლუტურად განსხვავდება. იაგუარი არასდროს დაწვება და მუცელს არ მოგიშვერს მოსაფხანად, რასაც სხვა კატები ძალიან ხშირად აკეთებენ.

აზიიდან გვყავს ძალიან საინტერესო მაიმუნები – სიამანკები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიყვანეთ. ესაა ინდონეზიაში მობინადრე გიბონების ერთ-ერთი სახეობა. გვყავს ძალიან იშვიათი, ქოჩორა გიბონები – ეს ჯიში ტაილანდშია გავრცელებული. მათ შორის ერთი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია – „მაუგლი” (იცინის). ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ხანდახან, თუ დაინახა, რომ სხვა ცხოველთან მივედი, მებუტება. ახლაც, ცოტა ხნის წინ გამებუტა და ორი კილო ბანანი დამჭირდა შესარიგებლად. 

 

скачать dle 11.3