კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუგზავნა ერეკლე მეორემ იმპერატრიცა ეკატერინეს ასპინძის ომში დატყვევებული სამი ლეკი

 1768 წლის 25 სექტემბერს ოსმალეთის სულთანმა ომი გამოუცხადა რუსეთის იმპერიას. ომის პროვოცირებას ოსმალეთი რუსეთს აბრალებდა, ხელშეკრულებებს არ იცავსო. 

 ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. ოსმალეთს უნდოდა, განემტკიცებინა თავისი გავლენა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, პოლონეთისა და უკრაინის მიმართულებით, ასევე ჩრდილოდასავლეთ კავკასიაში.

რუსეთს უნდოდა გასასვლელი შავ ზღვაზე, ყირიმის სახანოს დაპყრობა, ჩრდილოდასავლეთ კავკასიის ათვისება... მეტიც, რუსეთი ოსმალეთისთვის საბერძნეთისა და სხვა ტერიტორიების გამოტაცებას ვარაუდობდა... 

იმპერატორ ეკატერინე მეორის სტრატეგებს უნდოდათ, ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი და შევიწროებული ხალხი თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინათ და ამ მიზნით, ცდილობდნენ მათ ჩაბმას ომში. უნდოდათ აეჯანყებინათ ბერძნები, დაეხმარებინათ რუმინელები, სერბები, ბულგარელები, ქართველები...

ომში უნდა ჩაბმულიყო იმერეთის მეფე სოლომონ მეორე. იმპერატრიცას წარმომადგენლებმა ასევე, დაიყოლიეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეც, ჩაბმულიყო ომში. 1769 წლის 21 მაისს ტფილისში რუსეთის წარმომადგენელმა ხვაბულოვმა (ყოფილი ქართველი ქობულაშვილი) და ქართველებმა გადაწყვიტეს, ერთიანი ძალებით შეეტიათ მტრისთვის. ქართველებს იმედი გაუჩნდათ, რომ დაიბრუნებდნენ მიტაცებულ მიწებს, ლეკიანობას შეწყვეტდნენ და სხვა. რუსებს კი უნდოდათ, ქართველებს აღმოსავლეთის ფრონტი გაეხსნათ ოსმალებისთვის, ამით კი ბალკანეთისა და ყირიმის მიმართულებით ბრძოლა გაუადვილდებოდათ.

შეთანხმების საფუძველზე, 1769 წელს დარიალის მხრიდან, საქართველოში შემოვიდა რუსული სამხედრო ნაწილი – 480 კაცი, რომელთაც გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა. 1770 წელს ამ ნაწილს დაემატა 3 762 ჯარისკაცი. ეკატერინე მეორეს და რუსულ იმპერიას იმედი ჰქონდათ, რომ ქართული საომარი ძალით მიაღწევდნენ მიზანს, თორემ 4 242 ჯარისკაცი რა გამოსაგზავნი იყო, როცა ოსმალებს ათიათასობით მეომრის გამოყვანა შეეძლოთ.

აქვე გავიხსენოთ, რომ საქსონური (გერმანული) წარმოშობის ავანტიურისტი, გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი მთელ ევროპაში საკმაოდ სახელგატეხილი გახლდათ. შემდგომში ის იქცა ავანტიურული და სასიყვარულო ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების გმირად. ჯერ სამშობლოში, საქსონიაში მსახურობდა და იქიდან ნიდერლანდებში გაიქცა, რადგან კორუფციაში დაადანაშაულეს. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული საკმაოდ სარფიანად. მერე ავსტრიაში ცდილობდა ფეხის მოკიდებას. შემდეგ რუსეთის იმპერიის სამსახურში შევიდა. 1760 წელს ბერლინში შეუძღვა რუს კაზაკებს... 1763 წელს რუსებმა გერმანული წარმოშობის ტოტლებენი ღალატში დაადანაშაულეს და სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა, ეკატერინე მეორემ ყველაფერი აპატია და დაუბრუნა ჩამორთმეული წოდებაც და ქონებაც... მერე საქართველოში გამოაგზავნა...

1770 წლის მარტის ბოლოს რუსთა და ქართველთა ნაწილები დაიძრნენ მესხეთისკენ. 14 აპრილს აიღეს სადგერის ციხე. 17 აპრილს ქართველები ერეკლე მეფისა და რუსები, გენერალი ტოტლებენის ხელმძღვანელობით, აწყურის ციხეს მიადგნენ. ქართველთა ნიჭიერმა სარდალმა იცოდა, რომ მთავარი იყო საფაშოს ცენტრის, ახალციხის აღება, რის მერეც დეზორგანიზებული მტრის დამარცხება მთელ მესხეთში გაადვილდებოდა. ტოტლებენი აწყურის ციხის აღებას ითხოვდა. რა ექნა საწყალ ქართველ მეფეს, დათანხმდა. დაბანაკდნენ. 

შეტევამ ვერაფერი დააკლო აწყურის მიუდგომელ ციხეს... ტყუილად დაკარგეს დრო. ახალციხის ფაშამ 18 აპრილს აწყურის ციხეში გარნიზონს 2 000 ჯარისკაცი დაამატა.

მეორე დღეს, მოულოდნელად, ტოტლებენმა თავისი რუსული ნაწილი აყარა და ბრძოლის ველს გაშორდა. ქართველი მეფე ვიგინდარა გარუსებულ გერმანელს ბევრი ეხვეწა, მაგრამ ვერ მოაბრუნა. 

როგორც ერეკლე მეორის შვილიშვილი, ალექსანდრე ორბელიანი წერს, ქართველმა მეფემ ცალი მუხლიც კი მოიყარა თურმე ავანტიურისტი გენერლის წინაშე, მაგრამ ვერაფერს გახდა. ჩვენმა ხელმწიფემ იცოდა, რომ ოსმალები მთელ ჯავრს ახლა ქართველებზე იყრიდნენ და ამ შემთხვევაში, მოკავშირის გარეშე დარჩენა ძალიან ძნელი იქნებოდა. გარდა ამისა, თუ ქართული ჯარი დამარცხდებოდა, ოსმალები ადვილად მიაღწევდნენ ტფილისამდე... მეტიც, ამგვარ შემთხვევაში ქართლ-კახეთის დედაქალაქი რუსთაგანაც დაუცველი დარჩებოდა. 

მართლაც, დაინახეს რა არეულობა მოწინააღმდეგის ბანაკში, ოსმალო-თურქები გათამამდნენ.

რუსეთის იმპერიის მსახურებმა დიდ შარსა და განსაცდელში ჩააგდო ქართველობა და მერე ღალატით, მარტო დატოვეს გააფთრებულ მტერთან. მეფემ უაზროდ მიიჩნია აწყურის შეტევა და გამობრუნდა ქართლისკენ. მიუყვებოდა მტკვრის მარჯვენა მხარეს. მისი ძალები საკმაოდ მცირე იყო, სულ 3 000 მეომარი ჰყავდა. ესეც უნდა დაეყო მტრის თავდასხმის მოლოდინში. თანაც, ყიზილბაშების (სპარსელების) მტრობას ქართლ-კახეთისთვის ოსმალების შემოსევებიც დაემატებოდა.

ასპინძასთან ახლოს ხერთვისისა და ახალქალაქის გარნიზონის ოსმალურმა ნაწილებმა შეუტიეს ქართველებს, რათა მათთვის სვლა შეეფერხებინათ ძირითადი ძალის მოსვლამდე. მეფე ერეკლე ამას ელოდა და მზად იყო. მეფემ ჯარს მიმართა: 

„ქართველებო, ყოველ განსაცდელში განუყრელო ძმებო! ჩვენი უკან გაბრუნება არ იქნება, რადგან, თუ რუსის ჯარს ოსმალო მიეწევა, დიდ ვნებას მისცემს და გაქეზებულნი ოსმალ-ლეკნი საქართველსაც აგვიოხრებენ. უმჯობესია, ჩვენ აქ გავწყდეთ. აბა, თქვენ იცით, და თქვენმა ვაჟკაცობამ!”

აქაც კი სტუმარი რუსების ინტერესებზე ფიქრობდა კეთილშობილი და გულუბრყვილო მასპინძელი – ქართველი მეფე.

ქართველები გაუსწორდნენ ოსმალო-ლეკებს და მტკვრის პირამდე მიყარეს. ათასამდე კაცი მოკლეს, ხუთასმა ძლივს გაასწრო. ამ დროს მტკვრის მარცხენა ნაპირიდან ოსმალოებისა და ლეკების მთავარი ძალა წამოეწიათ, დამატებით 8 000 კაცი და შეუტია ქართველებს, ამ ჯარის დიდ ნაწილს ნიჭიერმა სარდალმა ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, თვითონ მაღლობი დაიკავა. თურქებს ხელმძღვანელობდნენ: არტანბეგ ბექირბექი, გოლა ფაშა, შავშეთის, კარცხლისა და ოლთისის ფაშები და სხვა სანჯაყ-ბეგები; ლეკებს – კოხტა ბელადი (მალაჩილა), უსუფ ბელადი, ჰაჯი მამედი და ყურმუხის მთავრის შვილი გაჰტრაი, რომელიც თურქეთის ხონთქარს თბილისის ფაშად უნდა დაენიშნა...

ღამით, ნიჭიერმა ქართველმა მეფემ აღბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორჩალოელს დაავალა ხიდის დაზიანება. მათ დახოცეს გუშაგები და მტკვარზე ხიდის თავხეები (ბოძები) გადახერხეს. ამით, მაშველი ჯარი ვერ დაეხმარებოდა ოსმალო-ლეკებს და არც გასაქცევი გზა დარჩებოდათ.

დილით ბრძოლა დაიწყო. გაისმა მეფის ბრძანება: „დაჰკარით ამ წუნკლებს!“

ერეკლე მეფე ცენტრში იდგა, მარცხენა ფლანგს ერეკლეს უფროსი ვაჟი, მომავალი მეფე გიორგი მეთორმეტე ხელმძღვანელობდა. მარჯვენა ფლანგს – დავით ორბელიანი. 

მტრის ცენტრალურ ნაწილს კოხტა ბელადი – მალაჩილა სარდლობდა, მარჯვენა მხარეს – არტაბეგ ბექირბექი, მარცხენას – გოლა ფაშა. მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე შეუტიეს და გაიმარჯვეს ქართველებმა. ცენტრში ლეკები მედგრად იბრძოდნენ. მალაჩილამ ერეკლე მეფე ორთაბრძოლაში გამოიწვია და სიკვდილიც ჰპოვა კოხტა ბელადმა. მაჰმადიანებმა უკან დაიხიეს, ხიდი ჩაინგრა და მრავალი წყალმა წაიღო.

 ბევრი შეშინდა და გაცურვა სცადა, მაგრამ ადიდებულმა მტკვარმა დაახრჩო. ქართველებმა ბოლომდე შეუტიეს, საქმე ბოლომდე მიიყვანეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. 25 დროშა და ალაფი ჩაიგდეს ხელთ. აბსოლუტური უმრავლესობა მტრისა მოისრა, მხოლოდ მცირე ნაწილი მაჰმადიანებისა გადაურჩა სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ოსმალთა ჯარის საკმაოდ მოზრდილ ნაწილს გამაჰმადიანებული ქართველები შეადგენდნენ.

ქართველებსაც დაეღუპათ ვაჟკაცები. მათ შორის ერეკლე მეფის ძველი და გამოცდილი თანამებრძოლები, რამაც დიდად ატკინა გული მეფეს. 

ერეკლე მეფემ თითქმის ვერ ისარგებლა ასპინძის ბრძოლაში გამარჯვებით. მას აფიქრებდა ტოტლებენის გეგმები და სწრაფად ტფილისისაკენ დაიძრა. მეფე 29 აპრილს უკვე ტფილისში იყო.
ტოტლებენს, ალბათ, გეგმაში ჰქონდა ერეკლე მეორის დაღუპვა და რუსული იმპერიის საქმეების მოგვარება საქართველოში. 
ტოტლებენი ანანურში ასულიყო და რუსეთიდან ახალ ჯარს ელოდა. გადაწყვიტა ერეკლე მეორე ტახტიდან ჩამოეგდო. ციხესიმაგრეებს იჭერდა და ხალხს რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცებას სთავაზობდა. ზოგიერთი ქართველი თავადიც მიიმხრო (არ დავასახელებთ მათ გვარებს). ერეკლე მეფემ შეძლო მისი დაშინება. მერე ტოტლებენი იმერეთში გადავიდა. ქართლ-კახეთის ჯარის ბრწყინვალე გამარჯვებამ და მეფის სწრაფმა დაბრუნებამ, კიდევ უფრო გაამწარა იმპერიის მსახური. როგორც ჩანს, ის ადრეც ცდილობდა იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებს შორის უნდობლობის ჩამოგდებას.  იმერეთის მეფესთანაც ინტრიგების ხლართვა და თავხედობა დაიწყო. მართალია, რუსთა და იმერელთა ჯარმა ბაღდათის, შორაპნის, მერე კი ქუთათისის ციხე წაართვეს ოსმალებს, მაგრამ, ამ დროს ქუთათისი უკვე გათავისუფლებული ჰქონდა სოლომონ პირველს, და არა ერთი წარმატებული ბრძოლა გადახდილი, ციხის აღება კი დროის საქმე იყო. 1770 წლის 3 ოქტომბერს ტოტლებენმა, სოლომონ მეფის აზრის გაუთვალისწინებლად, ალყა შემოარტყა ფოთის ციხეს, მაგრამ ვერ აიღო. ამიტომ, 6 თებერვალს ალყა მოხსნა და დაიხია.
რუსეთს ომი ჰქონდა და მნიშვნელოვანი მოკავშირის დაკარგვა არ უნდოდა. მით უმეტეს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში სახელიც გაუტყდებოდა, თან ომის დროს. ტოტლებენი გაიწვიეს და მის მაგივრად, მასზე არცთუ ნიჭიერი სუხოტინი გამოგზავნეს. მან სრულიად უაზროდ, ავანტიურისტულად, ქართველების რჩევის გაუთვალისწინებლად, ბევრი რუსი შეაწყვიტა ფოთის ციხეს. 1772 წელს რუსული ნაწილები საქართველოდან გავიდნენ და გაგულისებულ ოსმალოებს შეატოვეს ქართველობა. ხონთქარმა 5 000 ჯარისკაცი შემოუსია იმერეთს, მაგრამ ბრწყინვალე სარდალმა სოლომონ პირველმა მათი დიდი ნაწილი გაანადგურა.
ასპინძის ბრძოლაში რუსების მხრიდან ღალატის სამაგიეროდ და ნიშნის მოსაგებად, მეფე ერეკლემ, ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნილი სამი ლეკი გაუგზავნა იმპერატრიცა ეკატერინეს წერილით: „ისე გავიმარჯვეთ ასპინძაში, რომ სამი იქ დაჭერილი ტყვე თქვენთვისაც მომირთმევია“. 
скачать dle 11.3