კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ჯაბა ქარსელაძეს სელინ დიონთან და რას არ დასჯერდება ის

ჩვენი რესპონდენტი უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლას წლის განმავლობაში რამდენჯერმე მაინც ახერხებს. მისი სწავლისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, ისევე როგორც პირადი ცხოვრებისა და სასიმღერო კარიერის შესახებ. ინტერვიუ ჯაბა ქარსელაძესთან მის დაბადების დღეზე ჩავწერეთ. ჯაბამ იუბილე მეგობრების წრეში კლუბ „ვან საიდში” აღნიშნა. მეორე დღეს კი, უკვე საფრანგეთში დაბრუნდა. ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში და სასიმღერო კარიერაში სიახლეა, რის შესახებაც თავად გვამბობს. 

– რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული საქართველოში. ეს, იმიტომ რომ, იუბილე აქაურ მეგობრებთან ერთად აღნიშნო, თუ სხვა საქმეც გაქვს ამ ხანმოკლე ვიზიტის დროს.

– ამჯერად საქმიანი ვიზიტით არ ვარ ჩამოსული. ამ ეტაპზე მეგობრების ნახვა მინდოდა ძალიან. 4 წელია, დაბადების დღე არ აღმინიშნავს. მინდოდა, ეს დღე საქართველოში, ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად გამეტარებინა. მართალია, მეგობრები უცხოეთშიც მყავს, მაგრამ აქ ყველაზე მეტია ის ადამიანი, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩამოვედი და მეგობრებთან ერთად, კარგად გავერთობი. მართალია, გრანდიოზულ დაბადების დღეს არ ვიხდი, მაგრამ სასიამოვნო საღამოს აუცილებლად გავატარებთ. 

– რამდენი წლის გახდი?

– 28-ის.

– ამ 28 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რამეს მიაღწიე და წინ კიდევ ბევრი წარმატება გელის. შენი მთავარი მიზანი ხომ, გართობა კი არა, უპირველესად, განათლების მიღებაა.

– ასტროლოგიის ძალიან მჯერა, რადგან მეცნიერებაა. ვიცი, რომ დღეიდან ახალი ეტაპი იწყება და ყველაფერი პოზიტივისკენ უნდა შეიცვალოს. მართალია, დღეს არა, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე, ცხოვრება შემეცვალა. წარმატებას, რომელსაც, როგორც აღნიშნე, დღემდე მივაღწიე, ვერ დავჯერდები – ყველაფერი წინ არის, კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. რაღაც მომენტში, მივხვდი, მართალია, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ გავაცნობიერე, რომ რთულია იყო მარტო. რა თქმა უნდა, პირად ცხოვრებას ვგულისხმობ. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ?

– ადრე თუ ამ კითხვას ზოგადად ვპასუხობდი, ახლა მართლა თამამად შემიძლია, ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ. ამ ეტაპზე მართალია, არ ვიცი, ეს გატაცებაა თუ სერიოზული გრძნობის საწყისი, მაგრამ მასთან ერთად ძალიან მსიამოვნებს ყოფნა. ჯერ ნამდვილად არ ვიცი, ეს რამდენად წავა სერიოზული ურთიერთობისკენ, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვარ. 

– როგორც იქნა, პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცალე.

– მე დაგპირდი, რომ თუ რამე სიახლე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, პირველს შენ გეტყოდი და აი, შევასრულე კიდეც პირობა.

– ბოლო დროს იმდენად დაკავებული ხარ სწავლა-განათლებით, რომ მომღერლის პროფესია გვერდზე გადადე და სიმღერებითაც აღარ ანებივრებ ქართველ მსმენელს. როგორც ვიცი, ამჯერად ამ მხრივაც გაქვს სიახლე და ახალი სიმღერა ჩაწერე.

– სიმღერა, რომელიც ჩავწერე, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. არ მეგულება დედამიწაზე ადამიანი, ვისაც თუნდაც ერთხელ არ ექნება მოსმენილი. ეს არის ჯეიმს ბორნერის სიმღერა, რომელიც 1997 წელს შეიქმნა და მთელი მსოფლიო მოიცვა. ალბათ, ხვდები, რა სიმღერაზეა საუბარი. ფილმ „ტიტანიკის” საუნდტრეკი, რომელმაც იმ პერიოდში მსოფლიო „შეარყია.” ცოტა ხნის წინ ვიყავი სელინ დიონის კონცერტზე, რომლის რეპერტუარიც ამოუწურავია. მიუხედავად ამისა, როცა ის ამ სიმღერას მღერის, დარბაზს სხვა რეაქცია აქვს, რადგან დღემდე მსოფლიო ჰიტია. არის სიმღერები, რომელსაც ვერ იმღერებ, თუ რაღაც გრძნობა არ გაქვს. მე კი, როგორც გითხარით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალე.

– სად ჩაწერე ეს სიმღერა?

– ამ მხრივაც საინტერესო ისტორია აქვს ამ სიმღერას. ფონოგრამა ჩემმა მეგობარმა, ნიკა ნიკვაშვილმა გამიკეთა. 

– ამით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი.

– აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, მამაკაცის ხმაზეა მორგებული. სხვათა შორის, ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ ჩემამდე ეს სიმღერა არც ერთ ცნობილ მამაკაცს არ უმღერია. პირველი ვარ, ვინც ასე, ოფიციალურად ჩაწერა ეს სიმღერა. სიმღერა პარიზში ჩავწერე, ბექვოკალში კი ფერადკანიანი მომღერლები მედგნენ. ძალიან მაგარი გამოვიდა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ მათ განსაკუთრებული ხმა აქვთ. რაც შეეხება სიმღერის საბოლოო სახეს, საქართველოში დაბალანსდა, რაშიც ჩემი მეგობარი, ბორიკო შხიანი დამეხმარა. ანუ, გამოდის, რომ ეს სიმღერა სამი ქვეყნის პროდუქტია – რუსულ-ქართულ-ფრანგული. მე კმაყოფილი ვარ და ძალიან მომწონს. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ განსაკუთრებულად ვმღერი, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულით ვმღერი, რაც, ჩემი აზრით, იგრძნობა კიდეც. 

– ანუ, სიყვარული დაგეხმარა ახალი სიმღერის ჩაწერაში?

– კი, ნამდვილად ასეა. არის პერიოდი, როცა სიმღერას ვერ ჩაწერ. იმიტომ კი არა, რომ ხმა არ გაქვს, არამედ – ხასიათი. ამ სიმღერაში კი ეს ხასიათი ნამდვილად ჩანს. ყოველთვის ვამბობ, რაც ჩემს სიმღერაში მომწონს, ეს ხმის ტემბრია, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან თბილია. თუმცა, უპირველესად, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. მართალია, ვერასდროს მივა სელინ დიონთან და მისი ნამღერის ნახევრის ნახევარიც არ არის, მაგრამ განსხვავებულია. პრინციპში, ამ პროექტზე მუშაობა საინტერესო გამოვიდა. 

– შეყვარებული ვარო, აღნიშნე საუბრის დრო. თან, ისიც თქვი, რომ ეს დაგეხმარა სიმღერის ჩაწერაში. აბა, აწი შენ რაღა გაგაჩერებს. იმედი მაქვს, სიყვარულის ფონზე, არაერთ საინტერესო ნამუშევარს შემოგვთავაზებ... რამდენ ხანს დარჩები საქართველოში?

– სამწუხაროდ ამჯერად სულ რამდენიმე დღით ვარ ჩამოსული და როცა ეს ინტერვიუ დაიბეჭდება, მე უკვე საფრანგეთში ვიქნები. 

 

скачать dle 11.3