კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: იქნებ მოკლედ დამიხასიათოთ 2001 წლის „ჰონდა სიარვი” (CRV), რა პლუსები და მინუსები აქვს. გამძლეა მისი მართვის ავტომატური კოლოფი და ასევე, რამდენად უსაფრთხო, გამძლე და ეკონომიურია თავად მანქანა. მირჩევთ თუ არა მის შეძენას?

პასუხი: „ჰონდას” ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქის „ჯიპებს” შორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი 2001 წლამდე, ანუ ძველი მოდელები, შედარებით უფრო გამძლე იყო და უგზოობის პირობებსაც იოლად იტანდა, ვიდრე ეს მოდელი. მას შედარებით სუსტი სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი აქვს, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა კოლოფი, ადრე თუ გვიან, მწყობრიდან გამოდის და მოფრთხილება სჭირდება. „სიარვიც” ასევეა, თუ  ძალიან არ აწვალებთ და მოუფრთხილდებით, სიჩქარეთა კოლოფიც პრობლემებს არ შეგიქმნით. ეს არის ქალაქის „ჯიპი,” რომელიც ასფალტირებული გზიდან გადასვლის შემთხვევაში, თავს არ შეირცხვენს. თუმცა, უგზოობაში სასიარულოდ არ არის შექმნილი. რაც შეეხება წვას, „ჰონდა სიარვი” ქალაქის პირობებში, „ჯიპების” ფონზე, საკმაოდ ეკონომიურია და მის შეძენას გირჩევთ.

კითხვა: ჩემს ავტომობილს, ეგრეთ წოდებული, „სალნიკიდან” გასდის ზეთი. სისტემატურად ვამატებ, მაგრამ გამოცვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამდენი ხანი ზეთის მატება, ხომ არ გამიფუჭებდა ძრავას?

პასუხი: ძრავას უკანა „სალნიკი” არ არის რთულად საშოვნელი ან ძალიან ძვირად ღირებული დეტალი. ის სხვადასხვა ზომისაა და თუ მაინცდამაინც თქვენი მანქანისას ვერ იშოვით, მიიტანეთ და ზომის მიხედვით შეარჩიეთ. მაგრამ, ამ პრობლემაში მთავარი სირთულე მისი მოხსნა და შეცვლაა, რომელიც დეტალზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. რაც შეეხება ზეთის დამატებას – ძრავას სხვა დეტალები იმ შემთხვევაში არ დაზიანდებოდა, თუ მიუხედავად დამატებისა, ზეთს დროულად ცვლიდით. ამატებთ, ამატებთ და ძრავაში სულ საჭირო რაოდენობის ზეთია, მაგრამ როცა დრო უწევს, ყოველ გავლილ ხუთ-შვიდ ათასზე, ზეთს მაინც ცვლით. 

კითხვა: მყავს ეკოტეკის ტიპის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი. იქნებ ამიხსნათ, როგორია ის, რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს? მაინტერესებს შუქნიშანზე დგომის დროს სიჩქარეების გადამრთველი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანო თუ არა?

პასუხი: ეკოტეკის ტიპის ძრავა კარგ საწვავს საჭიროებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან. ასევე, კარგი ხარისხის ზეთი დროულად უნდა ცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავას სექტორში შესაძლოა, ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან და არასტაბილურად იმუშაოს, საწვავის წვასაც მოუმატოს, ან პერიოდულად, ავტომობილის ჩაქრობაც კი გამოიწვიოს. მიზეზის დადგენა კი, ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომისას არ არის აუცილებელი, ნეიტრალური სიჩქარე. პირიქით, ბევრი გადართვა-გადმორთვა უფრო ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული და ძრავის ბრუნვათა რიცხვს არ ვუმატებთ, ანუ გაზის პედალს არ ვაწვებით, ის არ ცვდება, კოლოფი არ ფუჭდება.

 

 

скачать dle 11.3