კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

26 მაისი

1896 – მეფედ ეკურთხა რუსეთის უკანასკნელი მონარქი ნიკოლოზ მეორე.

1918 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მენშევიკების მიერ.

1928 – „ფიფას“ სხდომაზე გადაწყდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ყოველ 4 წელში.

1977 – „ადამიანი ბუზი“ – ჯონ უილინგი დაზღვევის გარეშე ავიდა 110-სართულიან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე (11 სექტემბრის ტერაქტისას დაინგრა).

27 მაისი

1328 – საფრანგეთში გაბატონდა ვალუას დინასტია.

1467 – შტატ მასაჩუსეტსში ჩამოახრჩვეს პირველი „ალქაჯი“ აჩა იანგი.

1900 – ბელგიაში ჩატარდა მსოფლიოში პირველი არჩევნები პროპორციული სისტემით.

1905 – ცუსიმას ბრძოლაში იაპონურმა, ფლოტმა ადმირალ ტოგოს ხელმძღვანელობით, გაანადგურა რუსული ფლოტი.

1921 – ავღანეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1930 – ამერიკელმა რიჩარდ დრიუმ დააპატენტა წებოვანი ლენტა – „სკოჩი“.

28 მაისი

1742 – ლონდონში გაიხსნა პირველი გადახურული საცურაო აუზი.

1871 – დაეცა პარიზის კომუნა.

1926 – პორტუგალიაში დამყარდა ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმი (1974 წლამდე).

1964 – იასირ არაფატმა დააარსა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია.

29 მაისი

1660 – ინგლისში 11-წლიანი პაუზის შემდეგ, აღსდგა მონარქია. გამეფდა ჩარლზ მეორე.

1910 – ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სიჩქარეში შეაჯიბრეს აეროპლანი და ორთქლმავალი. გაიმარჯვა ორთქლმავალმა.

1914 – წმიდა ლავრენტის ყურეში ჩაიძირა ბრიტანული ხომალდი, დაიღუპა 1 032 ადამიანი.

1953 – ეჰმუნდ ჰილარი და თანსინგ ნორგეი გახდნენ პირველი ადამიანები, რომელთაც ჯომოლუნგმა დაიპყრეს.

1985 – ბრიუსელში „ეიზელის“ სტადიონზე, ინგლისელი ფანების მიერ მოწყობილ ჩხუბში 39 ადამიანი დაიღუპა. ინგლისის გუნდებს რამდენიმე წლით აეკრძალათ ევრტოურნირებში თამაში.

30 მაისი

1913 – ბალკანეთის ომის შედეგად თურქეთმა დაკარგა ყველა სამფლობელო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, გარდა სტამბულისა.

1982 – ესპანეთი გახდა „ნატოს“ მეთექვსმეტე წევრი.

31 მაისი

1223 – მდინარე კალკაზე 20 000-მა მონღოლმა გაანადგურა რუსებისა და პოლოვცების გაერთიანებული 80 000-იანი ჯარი.

1859 – ლონდონში ამუშავდა „ბიგ-ბენის“ საათი.

1868 – პარიზში შედგა მსოფლიოში პირველი ველორბოლა.

1879 –  ბერლინის გამოფენაზე წარადგინეს პირველი ელექტროტრამვაი.

1 ივნისი

1495 – წყაროებში პირველად იხსენიება შოტლანდიური ვისკი.

1880 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰეივენის ბანკთან, ამუშავდა პირველი ტელეფონ-ავტომატი.

1935 – ბრიტანეთში შემოიღეს საავტომობილო ნომრები.

1938 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად დაიბეჭდა კომიქსი სუპერმენის შესახებ.

скачать dle 11.3