კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა 70 წლის ქალი მოკლული ქმრის ჩუმად დაკრძალვას და რა არ აპატია მან ქმარს

 გურგენ შ-შვილი, რომელმაც პირველი ცოლის მკვლელობისთვის რვა  წელი ციხეში გაატარა, მეორე ცოლის მსხვერპლი გახდა. იმის მიუხედავად, რომ 70 წლის ლიდა ქ-ძემ ჩადენილი დანაშაული მკვლელობის მეორე დღესვე აღიარა, გარდაცვლილის შვილი, რომელიც კაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა,  სასამართლო პროცესზეც კი ამტკიცებდა, რომ მისი მამა გერმა მოკლა, მაგრამ დანაშაული ცოლმა აიღო თავის თავზე. გამოძიებამ ამ ვერსიის დამტკიცება ვერ შეძლო და, შესაბამისად, განსასჯელის სკამზე ლიდა ქ-ძე მოხვდა. 

გურგენ შ-შვილი 40 წლის ასაკში გაასამართლეს ცოლის მკვლელობისთვის და ეს სკანდალური დანაშაული მთელ რაიონში გახმაურდა. ყველა გარემოება ამტკიცებდა, რომ მამაკაცმა ცოლი განზრახ მოკლა და ამას ადასტურებდა შვილიც, რომელიც მოითხოვდა, რომ მამისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ,  გურგენ შ-შვილი შემთხვევითი მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.  სასამართლო პროცესზე მამას დაუპირისპირდა საკუთარი შვილი, რომელიც აცხადებდა, რომ მამაკაცს ცოლი კი არ შემოაკვდა, არამედ, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკლა. სასამართლომ არ გაიზიარა შვილის ჩვენება, რომ ბრალდებული ხშირად ემუქრებოდა ცოლს მოკვლით  და გურგენ შ-შვილი არ ცნო განზრახ მკვლელად. ციხიდან გათავისუფლებულ გურგენ შ-შვილს  ქალიშვილი გათხოვილი დახვდა. მას საერთოდ შეწყვეტილი ჰქონდა კავშირი მამასთან და მხოლოდ წლების შემდეგ შეურიგდა. გურგენ შ-შვილი გათავისუფლებიდან ხუთ წელიწადში დაქორწინდა თანასოფლელ ლიდა ქ-ძეზე, რომელიც მასზე ორი წლით იყო უფროსი. გურგენის ბინაში საცხოვრებლად გადასულმა ქალმა თან წაიყვანა თავისი ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომელთაგან ერთ-ერთი მამინაცვალმა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და მას საკუთარი ბინაც კი დაუმტკიცა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, გურგენ შ-შვილს ცუდი ხასიათი ჰქონდა, ის ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას ცოლსა და მის შვილებს, რომლებიც ამ საქციელს თავიდან არ აპროტესტებდნენ, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ, მაგრამ, წლების შემდეგ, როცა ბიჭი წამოიზარდა, მან თავის თავს მიხედა და საცხოვრებლად ქალაქში წავიდა, გოგონა კი გათხოვდა და გურგენ შ-შვილს აგრესიის პირისპირ მხოლოდ მისი მეორე ცოლი დარჩა, რომელიც ხშირად ამბობდა მეზობლებთან, რომ გურგენს დასანახავადაც კი ვერ იტანდა და მასთან ცხოვრებას იძულებით განაგრძობდა: ამ ასაკში მეორე ქმარსაც ხომ არ გავეყრებიო, – ეუბნებოდა ის მეზობლებს.       

როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი,  გურგენ შ-შვილის გარდაცვალება მისმა მეზობლებმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს,  რაც ლიდა ქ-ძემ მკვლელობის კვალი წაშალა.  მოწმემ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ნახა გარდაცვილი მამაკაცი, გამოძიებასთან განაცხადა, რომ ლიდამ მას თვითონ დაუძახა და მომხდარის შესახებ აცნობა.  

ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ლიდასა და გურგენის სახლს  ჩემი სახლისგან ერთი ღობე ყოფს. საეჭვო ხმაური არ გამიგია, თვითონ ლიდამ დამიძახა, ჩვენთან გადმოდიო. ეზოში შესულს მიწაზე გურგენის ცხედარი დამხვდა. ლიდამ ძალიან მშვიდად მითხრა, ბოსტანში ხის სარზე ყელით  წამოეგოო.   ცოტა ხანში ჩამიყვანა და ის სარიც მაჩვენა – ზედ მართლაც იყო სისხლის ნაკვალევი. მე ვუთხარი, პოლიციას გავაგებინოთ ეს ამბავი-მეთქი. არაო, – მითხრა, – პოლიციას კი არა, ხალხსაც  ნუ ეტყვი, არ გაახმაურო გურგენის სიკვდილი, მეშინია, მე არ დამაბრალონო. იმ დროს ჩვენთან ერთად იყო ლიდას შვილიც, ელენე, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობს და იმ დროს დედასთან სტუმრად იყო მოსული”.  

ლიდა ქ-ძის  მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა მომხადრის შესახებ გარდაცვლილის მეზობლებისაგნ იმავე საღამოს შეიტყვეს.  შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ლიდა ქ-ძის დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის ნათელი გახდა, რომ  ადგილი ჰქონდა მკვლელობას. ლიდა ქ-ძე ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდა: ხან ამბობდა, რომ გურგენმა თავი მოიკლა, რადგან, ამაზე ხშირად ლაპარაკობდა ხოლმეო, ხან კი იმ ვერსიას ყვებოდა, რომ ის სარს შემთხვევით წამოეგო. გარდაცვლილს დაზიანება ყელში ჰქონდა მიყენებული. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ჭრილობის ტრაექტორია წვეტიანი სარის მეშვეობით ვერ იქნებოდა მიყენებული, დაზიანების იარაღი უნდა ყოფილიყო რამე სხვა ბასრი საგანი, რომელიც, როგორც მოგვიანებით ლიდა ქ-ძემ აღიარა, იყო სასხლავი მაკრატელი (სეკატორი), რომელიც ქალმა ქმარს პირდაპირ არტერიაში ჩაარტყა.  სამართალდამცველებმა, ლიდა ქ-ძის მითითებით, მისი სახლიდან დანაშაულის იარაღიც ამოიღეს.          

 მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ქალი დანაშაულში  ეჭვმიტანილი აღმოჩნდა და  მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. ლიდა ქ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მისი განცხადებით ქმარი იმიტომ მოკლა, რომ სიცოცხლე გაუმწარა.  განსასჯელმა იგივე დაადასტურა სასამართლო პროცესზეც. გამოძიების მასალების მიხედვით,  ლიდა ქ-ძემ, მას შემდეგ, რაც ქმარს  სეკატორით გამოჭრა ყელი,  გარდაცვლილი ქმრის სისხლი ეზოში  ჩარჭობილ სარს წაუსვა – თითქოსდა, გურგენ შ-შვილი სარზე ყელით წამოეგო და მხოლოდ მას შემდეგ დაუძახა კარის მეზობელს, რაც მკვლელობის კვალი წაშალა და გაპრიალებული მაკრატელი  (სეკატორი) საგულდაგულოდ დამალა.  

ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „ბოლო დროს გურგენთან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა – ორ დღეში ერთხელ, მიზეზს მოძებნიდა და, ან მლანძღავდა, ანდა მაგინებდა, ან – მცემდა. ჩემი შვილები ჩემთან ვეღარ მოდიოდნენ, რადგან, მათ მიმართ განსაკუთრებით აგრესიული იყო. იმ დღეს ჩემი ქალიშვილი მოვიდა ჩემთან სტუმრად. როგორც კი გოგო  დაინახა, ლანძღვა დაიწყო.  ყელში ამომივიდა მისი ჩხუბი, ეზოში „კუშეტკაზე” იყო წამოწოლილი, მივეპარე და გამწარებულმა მთელი ძალით ყელში მაკრატელი ჩავარტყი.  ელენე მეზობელთან იყო გასული,  არაფერი გაუგია. როცა სახლში შემოვიდა, გურგენი უკვე გარდაცვლილი იყო. მას არ ვუთხარი, სინამდვილეში რა მოხდა”. 

გამოძიებას ჩვენება მისცა განსასჯელის შვილმაც, რომელმაც დაადასტურა, რომ მკვლელობის დროს მეზობელთან იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ლიდა ქ-ძეს  სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მის წინააღმდეგ რვა წლით პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ გაიზიარა ქალის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხანდაზმული  ასაკის  ქალბატონს სასჯელის მინიმალური ზომა შეუფარდა. 

 

скачать dle 11.3