კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა თბილისის ზღვის ქვეშ უზარმაზარი სეიფი, სადაც 300 ტონა ოქროა შენახული

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში, ანუ იმ დროს, როდესაც  საქართველოს მმართველი ლავრენტი ბერია იყო, თბილისის ქვეშ კარგად მოწყობილი და დატოტვილი, საიდუმლო გვირაბების სისტემა შეიქმნა. ამ გრანდიოზულ, ზესაიდუმლო მშენებლობას ათი ათასი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც საბჭოეთის სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოყვანილები და სამუდამო განსასვენებელი მდინარე მტკვრის ფსკერზე იპოვეს. გვირაბების საერთო სიგრძე ორმოცდათხუთმეტი კილომეტრია. ამ უნიკალური პროექტის ავტორი მოსკოველი ინჟინერ-არქიტექტორი პავლე გროვსია, რომელიც პატიმარი გახლდათ და პირადად ხელმძღვანელობდა ამ მშენებლობას. 1936 წელს ის ჭლექით გარდაიცვალა „ენკავედეს“ ციხეში, სადაც ცხოვრობდა. გვირაბების სისტემის ნაწილი სამოქალაქო თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი, ნაწილს კი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ერთ-ერთ მონაკვეთში კარგად აღჭურვილი, ეგრეთ წოდებული, საკომანდო პუნქტი იყო განლაგებული, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში, ომისა და სახელმწიფოს მართვა იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ სისტემის ერთ-ერთ კვადრატში, რომელსაც „სეიფი“ ერქვა, 1941 წლის მაისში, თბილისში ჩამოტანილი, საბჭოთა კავშირის ოქროს მარაგი ინახებოდა. უფრო სწორად კი, ამ მარაგის ნაწილი და დღემდე უცნობია, თუ რა ბედი ეწია მას... ჩვენს ექსკლუზიურ პუბლიკაციაში, რომელიც ძველი, საარქივო მასალების ანალიზზეა დამყარებული, „საბჭოთა ოქროს“ ისტორიის ერთ-ერთ ვერსიას გთავაზობთ.

ბერიას საიდუმლო ბრძანება

მიუხედავად იმისა, რომ წითელი არმიის გენერალური შტაბის  სადაზვერვო სამმარველოს („გრუ“) უფროსი, გენერალი ვოლკოვი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს არ დაესხმებოდა და პირადად სტალინს განუცხადა: ჩემს სიტყვებზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხსო, ლავრენტი ბერია სხვაგვარად ფიქრობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ დიდი ომი უახლოეს დროში დაიწყებოდა და სტალინს საგანგებო ზომების მიღებას ურჩევდა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, საბჭოთა კავშირის ოქროს მარაგის საიმედოდ გადამალვას ეხებოდა, რაზეც სტალინმა ჯერ კიდევ 1941 წლის აპრილის მიწურულს განაცხადა და ეს საქმე პირადად ლავრენტი ბერიას დაავალა. 1941 წლის 1 მაისს, ბერიამ საგანგებო-საიდუმლო ბრძანება გამოსცა და მხოლოდ „ენკავედეს“ კარგად შემოწმებული ოფიცრებისგან შემდგარ ხუთ ოცეულს დაავალა მოსკოვიდან ათას ხუთასი ტონა ოქროს ზოდების გატანა და საიმედოდ გადამალვა. ეს მარაგი ხუთ თანაბარ ნაწილად გაიყო და 300-300 ტონა ოქრო შუა აზიაში, ციმბირსა და საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში წაიღეს. ხუთივე ოპერაცია ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა. ხუთივეს პირადად ესწრებოდა ბერია და ამ უნიკალური სპეცოპერაციის ბოლო ეტაპზე, 1941 წლის 11 მაისს, თბილისში ჩამოვიდა. 300 ტონა ოქროს ზოდები, არქიტექტორ პავლე გროვსის მიერ აგებული გვირაბების სისტემის ეგრეთ წოდებულ „სეიფში“ პირადად დააბინავა. მთელ ამ ოპერაციაში საინტერესო ის იყო, რომ ოქრო ერთ ღამეში შეიტანეს გვირაბში მანქანებით და შესასვლელისა და „სეიფის“ ადგილმდებარეობა იცოდნენ მხოლოდ თავად ბერიამ და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა, რომელიც თბილისურ ვოიაჟში თან ახლდა. ეს იყო პოლკოვნიკი გურამ სალია, რომელიც ბერიას მკვლელობის შემდეგ დააპატიმრეს, 20 წლით ჩასვეს ციხეში და 1962 წელს, ვლადიმირის „კრიტში“ გარდაიცვალა. ოქროს მარაგის გადამალვის შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, თუ სად, როდის და რამდენი ოქრო იქნა შენახული.

საბუთი ¹27/309

1941 წლის 11 მაისს, 12 საათსა და 45 წუთზე შედგა საბუთი ¹27/309, რომელსაც ხელს აწერდნენ ლავრენტი ბერია და გურამ სალია. მასში დაწვრილებით იყო აღნიშნული საიდუმლო გვირაბის კოორდინატები, უკვე გვირაბში მოწყობილი სეიფის ადგილმდებარეობა და ის, რომ იქ შენახულია სამასი ტონა ოქრო, ზოდების სახით. ბერია და სალია 11 მაისს, 15 საათზე თვითმფრინავით მოსკოვში გაფრინდნენ და გაურკვეველი მიზეზის გამო (სავარაუდოდ, მათ საქაღალდეები აერიათ), საბუთი  ¹27/309 შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე „ენკავედეს“ შენობაში დარჩა. საბუთი ბერიას უახლოესი თანამებრძოლის, ბოგდან ქობულოვის პირად სეიფში ინახებოდა ლუქით და მისი გახსნის უფლება არავის ჰქონდა. ან, ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას. ეს საბუთი მთელი ომის განმავლობაში შევჩენკოს ქუჩაზე ინახებოდა დალუქული. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მერე კი, საკმაოდ სარწმუნო ვერსიით, ბერიამ შეგნებულად „დაივიწყა“ მისი არსებობა და არც 300 ტონა ოქროს დაბრუნებაზე უზრუნია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ უზარმაზარი ქონების დატოვებას ბერია თბილისში აპირებდა. მთავარი იყო, ის სტალინს არ მოეკითხა და სხვა ვინ გაბედავდა ბერიასთვის ასეთი მოთხოვნის წაყენებას. თუმცა, პოლიტბიუროს დანარჩენ წევრებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ თბილისში ამდენი ოქრო იყო შენახული. ოქროს ისტორია მხოლოდ 1961 წლის მიწურულს გაახსენდათ და ისიც მაშინ, როდესაც ვლადიმირის „კრიტში“ მჯდომი გურამ სალია, გათავისუფლების სანაცვლოდ, თბილისში გადამალული ოქროს ადგილმდებარეობის გამხელას ჰპირდებოდა მთავრობას. სანამ ამ წერილმა ხრუშჩოვამდე მიაღწია, მძიმედ დაავადებული სალია გარდაიცვალა და „კაგებეს“ საგანგებო ჯგუფმა ყველაფერი გადააქოთა, რომ საბუთი ¹27/309 ეპოვათ, თუმცა, უშედეგოდ.

მითი თუ რეალობა?

1979 წელს მოსკოვში „კაგებეს“ პოლკოვნიკი ანტონ ხრენნიკოვი გარდაიცვალა, რომელიც 1941 წლის 11 მაისს, იმ საგანგებო ოცეულის შემადგენლობაში შედიოდა, ვინც 300 ტონა ოქრო საიდუმლო სეიფში დააბინავა.  ცნობილია, რომ ხრენნიკოვს ხშირად უთქვამს, თითქოს შეეძლო იმ საიდუმლო გვირაბის შესასვლელის პოვნა, სადაც მანქანებით ოქრო შეიტანეს. ისიც ფაქტია, რომ 1983 წელს, საეჭვო ვითარებაში, ხრენნიკოვის შვილიშვილი ანტონ (უმცროსი) ხრენნიკოვი მილიციამ დააკავა. ის მეტეხის ეკლესიის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საკანალიზაციო გვირაბში შეღწევას აპირებდა და როცა მილიციამ იქიდან ამოიყვანა,  განაცხადა, რომ ეთნოგრაფი-მოყვარული გახლდათ და უძველესი თბილისის ნაშთებს იკვლევდა. დაკავებულ ხრენნიკოვ-უმცროსს ხელით დახაზული, გაურკვეველი რუკაც აღმოუჩინეს. თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს და მოსკოვში გაემგზავრა. დღესდღეობით ხრენნიკოვი კანადაში ცხოვრობს და საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენია... უცნობია, თუ 1992 წელს ემიგრირებულმა ხრენნიკოვ-უმცროსმა რა გზით დააგროვა მილიონები კანადაში, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ გადამალულ ოქროს მიაგნო, მით უმეტეს, სეიფიდან გამოიტანა... ის კი ნამდვილადაა ცნობილი, რომ „კაგებეს“ სპეცჯგუფი 1961-1988 წლებში, ანუ 27 წლის განმავლობაში ინტენსიურად ეძებდა თბილისის საიდუმლო ბუნკერსა და იქ გადამალულ ოქროს. მაგრამ, ამ ძიებამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო...

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გავრცელებული აზრის მიხედვით, თბილისის ქვეშ, 200 მეტრის სიღრმეზე, ანუ მტკვრის დონეზე ბევრად ქვევით, საიდუმლო გვირაბებია და ეს ის ადგილია, სადაც დღეს გლდანის მასივია გაშენებული. იმავე ვერსიით, გვირაბების ნაწილი თბილისის ზღვის ქვეშ მდებარეობს და „სეიფიც“ იქაა, სადაც, სავარაუდოდ, 300 ტონა ოქრო კვლავ ხელუხლებელია. იმავე ვერსიით, გვირაბებს სამი შესასვლელი აქვს, მაგრამ სამივე ჩახერგილია. დაახლოებით ცენტრალური მონაკვეთის ორკილომეტრიანი გვირაბი კი 1988 წლის დეკემბერში, სომხეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამოინგრა, ჩაიხერგა და ოქროსკენ მიმავალი გზა სამუდამოდ ჩაიკეტა.

არსებობენ ისეთებიც, ვისაც თბილისში შენახული ოქრო მითი ჰგონია და ამტკიცებენ, რომ 300 ტონა ოქროს ზოდები ჯერ კიდევ 1946 წელს დააბრუნეს მოსკოვში... ერთი სიტყვით, თბილისში 300 ტონა ოქროს შენახვა დადასტურებული ფაქტია და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ დღესდღეობით სადაა ის ოქრო, საინტერესო ესაა და გამორიცხული არ არის,  გარკვეული ძალები დღემდე განაგრძობენ მის ძებნას...

 

скачать dle 11.3