კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ამერიკაში მცხოვრები ბექა სიხარულიძე არაბული ციხის ზედამხედველი, დაუნდობელი მკვლელი და ჯალათი

მსახიობი, სპორტსმენი და სცენარისტი ბექა სიხარულიძე, უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუმცა, ამ ბოლო დროს, მის ცხოვრებაში საკმაოდ სასიამოვნო ცვლილებები მოხდა. ამაში კი მას შრომისმოყვარეობა, მიზნისკენ სწრაფვა და მონდომება დაეხმარა. ბექა, ჰოლივუდში, რამდენიმე ფილმში გადაიღეს და მისმა როლების სახასიათო შესრულებამ, არაერთი ცნობილი რეჟისორის ინტერესიც გამოიწვია. ბოლოს მთავარ როლზეც დაამტკიცეს. ფილმის გადაღებები ახლახან დასრულდა და როგორც ამბობენ, მას ამ ქვეყანაში, დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. 

 

ბექა სიხარულიძე: ჰოლივუდში, ერთ-ერთი ფილმის მთავარ გმირზე გამოცხადდა ქასთინგი. სიმართლე გითხრათ, არც კი მიოცნებია მთავარ როლზე, უბრალოდ, მივედი, გავიარე ქასთინგი, დავბრუნდი სახლში და გავაგრძელე ჩემი საქმიანობა. ცუდია, როცა ელოდები რამეს. ამიტომ, ჭკუა ვისწავლე, გავივლი ქასთინგს და მერე მასზე აღარ ვფიქრობ. მოკლედ, დამავიწყდა კიდეც ამ ქასთინგის შესახებ და ერთ დღესაც, ტელეფონზე მირეკავენ, მითხრეს, დამტკიცებული ხარ მთავარ როლზეო. 

– რა ჰქვია ფილმს, რომლის მთავარი გმირიც ხარ და ვინ არის რეჟისორი?

– ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ზეცაში მაღლა” და მისი რეჟისორია ამერიკელი ჰავაიდან – თომას ტაკიმოტო. აგენტმა რომ დამირეკა, ქასთინგზე მეორედ გიბარებენ და რეჟისორს უნდა შენი ნახვაო, მივხვდი, როლზე დამტკიცებული ვიყავი. ეს არის მამის როლი და ფილმი მამის და ქალიშვილის ურთიერთობაზეა. საკმაოდ ფსიქოლოგიური და საინტერესო სანახავია. ინტელიგენტ, ღარიბ ხელოვან მამას ვთამაშობ, რომელიც გოგონას პიანინოზე დაკვრას ასწავლის. თან, პიანინო არ მაქვს, თითებზე ვიხატავ თეთრ და შავ კლავიშებს და ასე ვასწავლი შვილს დაკვრას. ფილმის გადაღებები დასრულდა და ვნახოთ, როგორ მიიღებს მას მაყურებელი. ეს როლი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო და, იმავდროულად, ამერიკაში ჩამოსული ქართველისთვის – უდიდესი წარმატება, ჰოლივუდში მთავარი როლი. სადაც არ უნდა ვიყო, ვამბობ, მე ვარ ამერიკის მოქალაქე, მაგრამ ეროვნებით, სულით და ხორცით ქართველი. რეჟისორს იცით, რა მოეწონა ჩემში? ვუსმენდი და ზუსტად იმას ვაკეთებდი, რაც სურდა. ზოგი მსახიობო რეჟისორს ეწინააღმდეგება, ეს კი სრული იდიოტიზმია, რადგან მას ის გმირი სჭირდება, რასაც გთხოვს და არა ის, რაც შენ გინდა. როგორც იქნა, ამდენი წლის განმავლობაში, მივადექი იმას, რაც მინდოდა. ამიტომ, ყველანაირად ვეცდები, ეს პირველი დიდი ნაბიჯი ჰოლივუდში, ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდეს სამომავლოდ. 

– როგორი მამა გამოდექი? ადვილია გაითავისო მარტოხელა მშობლის როლი?

– ბავშვები ძალიან მიყვარს და ჩემი სურვილია, ბევრი შვილი მყავდეს. ამიტომ, როლში ადვილად შევედი და თამაშიც არ დამჭირვებია, გულით ვაკეთებდი ყველაფერს. შვილი არ მყავს, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ეს გოგონა ჩემი ძმიშვილი იყო და მთელი ფილმის გადაღების დროს, ამ გრძნობით ვიყავი. ბოლოს ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თოთქოს მართლა ჩემი შვილი იყო. შვილის როლს 10 წლის, ლამაზი, ნიჭიერი და თავისუფალი გოგონა თამაშობს. ასევე, ახლახან ვითამაშე ჰოლივუდურ ფილმში „ზოია”, არაბის როლი. არაბული სიტყვები უნდა მესწავლა და ეს ცოტა რთული აღმოჩნდა, თუმცა შევძელი. რეჟისორი ამერიკელია, ოღონდ ეროვნებით ირანელი. ძალიან ცუდი როლი მქონდა – ციხის ზედამხედველი და ისეთ სასტიკი ვარ, მტრისას (იცინის). პატიმრებს ვურტყამ, ვაგინებ, ვასაზიზღრებ, არ ვინდობ. მერე ვამბობდი, ამისთვის, პასუხი, ალბათ, რეალურ ცხოვრებაში მომეთხოვება-მეთქი (იცინის). მოკლედ, მე ჩემი „პალაჟენია” არაბეთის ციხეში დავამყარე და ახლა ველოდები, მსოფლიო პრემიერაზე როგორ შემიფასებენ. კიდევ ერთ ფილმში ვითამაშე, რომლის სახელწოდებაა „ადგომა”. ამ როლით ყველაზე მეტად ვარ კმაყოფილი. რევოლუციის დროა და ვთამაშობ ძალაუფლებაში შემთხვევით მოსულ რუს ჯარიკაცს. ეს სცენა რუსეთში ხდება, მე კი უბედური, სასტიკი ცინიკოსი ვარ. ხალხს ვხვრეტ და ვანადგურებ. ასე რომ, საკმაოდ ბევრი რუსი დავხვრიტე და საბოლოოდ, როგორ მსახიობად მაღიარებენ მსოფლიო კინოს კრიტიკოსები, მათი გადასაწყვეტია (იცინის). სამივე ფილმი წარდგენილია კინოფესტივალებზე და ვფიქრობ, საკმაოდ კარგ შეფასებას მიიღებს.

– წარმოიდგინე, წითელი ხალიჩა რომ გაიარო ვარსკვლავების გვერდით  და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ მამაკაცებს შორის, „ოსკარი” მოგანიჭონ. რა მოხდება შენში ამ დროს?

– (იცინის). ამისგან ცოტა შორს ვარ, მაგრამ, „ოსკარი” რომ მომანიჭონ, ავალ სცენაზე და ვიტყვი ასეთ სიტყვებს: მე მადლობელი ვარ ღმერთის, დედაჩემის სულის, ჩემი პატარა საქართველოსი, ამერიკის და თუ რამეს მივაღწიე, ეს მამაჩემის უდიდესი დამსახურებაა, ასევე, თემურ ბაბლუანის, დავით ბახტაძისა და გუშარაშვილების ოჯახის. 

– ამბობენ, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ადამიანი თუ რისკზე არ წავიდა, ისე ვერაფერს მიაღწევს და ამისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოო. შენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე? გიწევს რისკზე წასვლა და საკუთარი სიძლიერის ყოველდღიურად დამტკიცება?

– სხვათა შორის, ჰოლივუდური ცხოვრება ძალიან ბინძურია. უფრო სწორად, ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასს მე ბინძურ ქალაქებს ვუწოდებ. აქ ბევრი ცუდი რამ ხდება და თუ გინდა, სუფთად მიაღწიო დასახულ მიზანს, გაგიჭირდება. კინოს სამყაროში შენი სათქმელი რომ თქვა და ასპარეზზე გამოხვიდე, რთულია შინაგანი სისუფთავე შეინარჩუნო, ხოლო თუ ეს შეძელი, ჩათვალე, მაგარი ხარ. ეს ადვილი არ არის. ადვილია, პოპკორნი ჭამო და უყურო ფილმს. მისაღწევად ყველაფერი რთულია ამერიკაში. ადვილად ჩემს ცხოვრებაშიც არაფერი მოდის. ამიტომ, უნდა ვიშრომო. თუმცა, შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ, ღმერთი ხედავს, მშველის და მაღლიდან დედაჩემის სულიც მეხმარება. ამაში გენეტიკაც მშველის (იცინის).  

– როგორც ვიცი, თავადაც აპირებ ფილმის გადაღებას და ამას საქართველოში გეგმავ. რაზეა ფილმი, როდის აპირებ ჩამოსვლას და მსახიობები თუ შეარჩიე უკვე?

– მამაჩემის მოთხრობების მიხედვით, მე და მამამ დავწერეთ ორი სცენარი. მას ვამუშავებ და, სულ მალე, თავად ვაპირებ ჩამოვიდე და გადავიღო ფილმი საქართველოში. რაც შეეხება მსახიობებს, სულ მალე ქასთინგი ჩატარდება საქართველოში. ერთ ფილმს ჰქვია „ბაბუის მევალე”, მეორეს კი „უსულო ნაგლეჯი”. ჩემი აზრით, კარგი ფილმები გამოვა, თუმცა, ცოტა ვნერვიულობ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, გინდათ?

– რასაკვირველია, მინდა. აბა, გისმენ.

– ახლა დავაპროდიუსერე ორი ფილმი და ოფიციალურად გავხდი პროდიუსერი! ასე რომ, არა მარტო მსახიობი, სპორტსმენი და სცენარისტი ვარ, არამედ პროდიუსერიც გავხდი.

– მერე, მარტო ეს ხომ არ გიშველის? პირადი ცხოვრებაც ხომ უნდა მოიწყო?

– მაგაში მართალი ხარ. ისე გადავიჭერი შემოქმედებაში, მგონი, დავბერდი (იცინის). ძალიან მინდა, ტრადიციულად გაზრდილი, წესიერი, ქართველი გოგონა მოვიყვანო ცოლად და ბევრი შვილი მყავდეს. ცოტა ძნელია ასეთი გოგონას მოძებნა, რადგან ამერიკელებს და ევროპელებს ბაძავენ ქართველი გოგონები. 35 წლის ვარ, სულ ცოტა, 10 წლით დავაგვიანე დაოჯახება და ვნანობ. ასე რომ, ვეძებ საცოლეს და იმედია, ისეთს ვიპოვი, როგორიც მინდა. თუ ასეთი ტრადიციულად აღზრდილი და წესიერი გოგო ვიპოვე და ცოლად მოვიყვანე, ეს იქნება ჩემი „ოსკარი”. 

– მერე მასეთ გოგოს ამერიკაში ჯდომით ვერ მოძებნი, არ მეთანხმები?

– ამაშიც გეთანხმები, მაგრამ ფილმის გადასაღებად ხომ ჩამოვალ მალე საქართველოში და ცოლის საძიებლადაც დავტრიალდები (იცინის).

 

скачать dle 11.3